ვიტამინი ფიქს B-12 - Vitamin Fix B-12
ვიტამინი ფიქს B-12 - Vitamin Fix B-12

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

B12 Fix
საკვები დანამატი, შაქრის გარეშე

შემადგენლობა: 1000მკგ ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი).
B12 Fix არის საკვები დანამატი, რომელიც ავსებს ადამიანის ორგანიზმში B12-ის დღიურ მოთხოვნილებას.

ჩვენება: ვიტამინი B12 უზრუნველყოფს: ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; დაღლილობის და გაღიზიანების შემცირებას; ნორმალურ ფსიქოლოგიურ ფუნქციას; უჯრედების ნორმალურ დაყოფას; სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას; ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს; ენერგიის წარმოქმნის ნორმალიზებას.
B12-ის ტაბლეტი იხსნება პირის ღრუში და ვიტამინი B12 სწრაფად და მარტივად ხვდება სისხლისმიმოქცევაში. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა კუჭის წვენთან კონტაქტამდე.

დოზირება: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, უშუალოდ კვების წინ. პაციენტი უნდა დაელოდოს ტაბლეტის პირის ღრუში სრულყოფილად გახსნას.

სიფრთხილის ზომები: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი; საკვები დანამატი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად; ეს პროდუქტი არ არის განკუთვნილი დაავადების სამკურნალოდ ან პრევენციისათვის. ორსულობის, ლაქტაციის კვების და სხვა მედიკამენტების მოხმარების შემთხვევაში საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ ადგილას (15-25C), ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: 30 ოროდისპერსირებადი ტაბლეტი.

მწარმოებელი: უნი-ფარმა კლეონ ტსეტის ფარმაცეუტიკალ ლაბორატორიეს ს.ა. (UNI- PHARMA KLEON TSETIS Pharmaceutical Laboratories S.A.), საბერძნეთი.
www.uni-pharma.gr

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ვიტამინი ფიქს B-12 ტაბლეტი #30
  • სახელი: ვიტამინი ფიქს B-12 ტაბლეტი #30
GPC 31.68 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა