ვარფარინი-ნიკომედი - Warfarin-Nycomed
ვარფარინი-ნიკომედი - Warfarin-Nycomed

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: თითეული ტაბლეტი შეიცავს: ვარფარინის ნატრიუმს

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიკოაგულანტები.

ჩვენებები: გულის რევმატიული დაავადებების, გულის სარქველების პროთეზირების შემდეგ და წინაგულთა ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ემბოლიის პროფილაქტიკა. ვენური თრომბოზის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. თავის ტვინის იშემიის გარდამავალი შეტევები.

დოზირება და მიღების წესი: შიგნით მისაღებად. მოზრდილები და ხანდაზმულები: ვარფარინის გამოყენება იწყება 10 მგ 2 დღის მანძილზე, მაგრამ მისი დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალური საჭიროებისამებრ. პროთრომბინის საბაზისო მაჩვენებელის შემოწმება უნდა მოხდეს ვარფარინის თერაპიის დაწყებამდე. ვარფარინის ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზაა 3-9 მგ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღებით. ზუსტი შემანარჩუნებელი დოზა დამოკიდებულია პროთრომბინის დროზე ან სხვა სათანადო კოაგულაციის ტესტზე.

გვერდითი მოვლენები: ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში სისხლდენა შემდგომი სისხლჩაქცევის და ანემიის განვითარებით. შესაძლებელია კანის კვდომა. შესაძლებელია შექცევადი იისფერი ფეხის სინდრომის განვითარება, ზოგჯერ მტკივნეული, ფეხის გალურჯება. თმის ცვენა, ცხელება, გულისრევა, ღებინება, მომატებული მგრძნობელობის და კანის რეაქციები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ვარფარინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ჰემორაგიული ინსულტი, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა, ძლიერი სისხლდენის რისკის გამო ქირურგიული ოპერაციიდან 72 საათი, მშობიარობიდან 48 საათი, ორსულობის პირველი და მესამე ტრიმესტრი, იმ პრეპარატებთან კომბინაცია, რომელთან ურთიერთქმედებისას შესაძლებელია სისხლდენის რისკის მნიშვნელოვანი მომატება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა სხვა ნებისმიერ პრეპარატთან კომბინირებული გამოყენებისას.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ვარფარინი-ნიკომედი ტაბლეტი 2.5მგ #50
  • სახელი: ვარფარინი-ნიკომედი ტაბლეტი 2.5მგ #50
GPC 4.44 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა