ოლანზაპელი - Olanzapine
ოლანზაპელი - Olanzapine

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Olanzapine

ჯგუფი:ნეიროლეფსიური საშუალება.
ქვ/ჯგ.:ბენზოდიაზეპინის წარმოებულები.
ნერვული სისტემა-ფსიქოლეფსიური საშუალებები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, დიაზეპინის, თიაზეპინის და ოქსაზეპინის წარმოებულები.

ჩვენება: შიზოფრენიისა და სხვა ფსიქოზური მოშლილობების მწვავე შეტევების კუპირებისა და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის მიზნით, რომელიც ვლინდება პროდუქტიული (ბოდვა, ჰალუცინაცია, ავტომატიზმი) და/ან ნეგატიური (ემოციური და სოციალური აქტივობის დაქვეითება, მეტყველების სიმწირე) სიმპტომატიკით. ასევე, სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული აფექტური მოშლილობების დროს;
ბიპოლარული აფექტური მოშლილობების სამკურნალოდ, მწვავე მანიაკალური და შერეული ტიპის შეტევების დროს, ფსიქოზური გამოვლინებებით და ფაზების სწრაფი მონაცვლეობით ან მათ გარეშე.

დოზირება:
შიზოფრენია და მსგავსი ფსიქოზური მოშლილობები: რეკომენდრირებული დოზა: 10მგ ერთხელ დღეში
ღიური თერაპიული დოზა მერყეობს 5-20 მგ ფარგლებში.

ბიპოლარული მოშლილობები: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ-ს დღეში ერთხელ.
დღიური თერაპიული დოზა მერყეობს 5-20 მგ-ის ფარგლებში, დღიური დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. დოზის მატება უნდა მოხდეს თანდათანობით 24 საათიანი ინტერვალებით.

უკუჩვენებები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

  • 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში ოლანზაპინის მოქმედება შესწავლილი არ არის.
  • ორსულობა და ლაქტაცია:

ოლანზაპინის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესწავლილი არ არის. ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა დედისთვის უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს;
ხოლო ლაქტაციის პერიოდში ოლანზაპინის გამოყენებისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ოლანზაპელი ტაბლეტი 5მგ #28
  • სახელი: ოლანზაპელი ტაბლეტი 5მგ #28
GPC 48.8 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა