ტორო - Torro
ტორო - Torro

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - nimesulide
შემადგენლობა
გელი ----1 გ
ნიმესულიდი ---10 მგ

ჩვენებები
გელი ავლენს ადგილობრივ ანთებისსაწინააღმდეგო და ანალგეზიურ მოქმედებას შემდეგი დაავადებების დროს:
- ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, პერიართრიტი, ტენდინიტი, ტენოსინოვიტი, ბურსიტი და რბილი ქსოვილების სხვა ანთებითი დაავადებები;
- რბილი ქსოვილების დაზიანებები, მათ შორის ამოვარდნილობა;
- კუნთოვანი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (ტკივილი, ანთება, კუნთოვანი დაჭიმულობა).

გამოყენება ბავშვებში:
გელის ეფექტურობა პედიატრიულ პრაქტიკაში დადგენილი არ არის. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

მიღების წესები და დოზები
გამოიყენება გარეგანად. გელი დაიტანება დაზიანებულ უბანზე და მსუბუქად შეიზილება; პროცედურა მეორდება 3-4-ჯერ დღეში. თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად მიღებული შედეგის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ადგილობრივი გაღიზიანება, ერითემა, გამონაყარი, კანის აქერცვლა და ქავილი. ზოგჯერ აღინიშნება კანის უმნიშვნელო ცვლილებები პრეპარატის აპლიკაციის დატანის ადგილზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაივლის.
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება
ნიმესულიდის, აცეტილსალიცილის მჟავის და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება). პრეპარატი უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების (მწვავე წყლული, განვითარებადი წყლული), კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, თირკმლის უკმარისობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის C კატეგორია: ორსულ ქალებში გელის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გელის გამოყენება არარეკომენდებულია
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი გელის სახით დაიტანება მხოლოდ კანის დაუზიანებელ უბანზე, ისე რომ არ მოხვდეს ღია ჭრილობაზე. ადგილობრივი რეაქციების განვითარებისას (კანის გაღიზიანება და სხვ.) გელის გამოყენებას წყვეტენ და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. თავიდან უნდა ავიცილოთ გელის მოხვედრა თვალში, ლორწოვან გარსზე, ან დაზიანებულ კანზე დერმატოზებისა და ინფექციური პროცესების დროს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა მისი წყლით ჩამობანვა.

ჭარბი დოზირება
დაბალი სისტემური აბსორბციის გამო ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირება ნაკლებადსავარაუდოა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ადგილობრივი გამოყენებისას სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება ნაკლებადსავარაუდოა.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ტორო გელი 1% 30გრ ტუბი #1
  • სახელი: ტორო გელი 1% 30გრ ტუბი #1
GPC 17.7 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა