ტერაფლექსი ულტრა - Theraflex Ultra
ტერაფლექსი ულტრა - Theraflex Ultra

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ტერაფლექს ულტრა

№60 კაფსულები

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

ხელს უწყობს ტკივილის შეგრძნების შემცირებას და სახსრებისა და ხერხემლის ჯანსაღი სტრუქტურის, მოქნილობისა და მობილობის აღდგენას. ტერაფლექსის გაუმჯობესებული ფორმულა სპეციალურად შექმნილია სახსრებისა და ხერხემლის ქსოვილებში დეგენერაციულ- დისტროფიულ პროცესებზე კომპლექსური ინტენსიური მოქმედებისათვის, რომლებიც ვითარდება დაბერების და ანთების დროს.

მიღება შესაძლებელია საკვები რაციონის კორექციის მიზნით, როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი - ქონდროიტინის, გლუკოზამინის, B ჯგუფის ვიტამინების, C ვიტამინის დამატებითი წყარო, სხვადასხვა დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებების და სახსრების დაავდებების დროს (ოსტეოართრიტი და ოსტეოქონდროზი).

შემადგენლობა : გლუკოზამინის ჰიდროქოლორიდი, ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი, ჟელატინის კაფსულა, (ჟელატინი, საღებავი: ტიტანის დიოქსიდი); ჯანჯაფილის ფესვის ექსტრაქტი, ვიტამინების პრემიქსი (ბუნებრივი კოლაგენი II ტიპის (Collavant™n2), ნიკოტინამიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის პანთოტენატი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, რიბოფლავინი, თიამინის ჰიდროქლორიდი, ციანკობალამინი), ასკორბინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, შემკვრელი აგენტები: სილიციუმის დიოქსიდი ამორფინი, სტეარინის მჟავის მაგნიუმის მარილი (მაგნიუმის სტერატი).

4 კაფსულის კვებითი ღირებულება : ცილები- 0,468გ. ენერგეტიკული ღირებულება 4 კაფსულაში 1,9კკალ/8კჯ.

**გამოყენების რეკომენდაცია: **

მოზრდილებში 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში, ჭამის დროს ან შემდეგ.

მიღების ხანგრძლობა-არანაკლებ 2 თვე, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კურსის განმეორება.

გამოყენების სფერო:

სარეალიზაციოდ მოსახლეობისთვის , როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი - ქონდროიტინის სულფატის და გლუკოზამინის წყარო, დამატებით ვიტამინების C, B1, B2, B3/PP, B5, B6, B12 და გინგეროლის შემცველობით.

უკუჩვენებები: კომპონენტებისადმი ინდივიდუალური აუტანლობა ორსულობა, ძუძუთი კვება, ვარფარინის და სხვა კუმარინული ანტიკოაგულანტები. ბად-ის გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

**შენახვის პირობები: **შეინახეთ ორიგინალ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე და ატმოსფერული ჰაერის ფარდობითი ტენიანობა, არაუმეტეს 65%.

გამოშვების ფორმა:

კაფსულა წონით 875 მგ.

შენახვის ვადა: 2 წელი

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Theraflex - ტერაფლექსი ულტრა 60 კაფსულა
  • სახელი: Theraflex - ტერაფლექსი ულტრა 60 კაფსულა
PSP 66.31 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა