ცაინფარმა ომეგა3 - Zainpharma Omega 3
ცაინფარმა ომეგა3 - Zainpharma Omega 3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ცაინფარმა - ომეგა-3, 1000 მგ, #140 რბილი კაფსულა, საკვები დანამატი

ზღვის თევზის ქონი პოლიუჯერი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით (EPA, DHA). ტრიგლიცერიდული ფორმა. სუფთა სუბსტანციები.

1 კაფსულა 1000 მგ ზღვის თევზის ქონი შეიცავს 180 მგ ეიკოზაპენტაენის მჟავასა (EPA) და 120 მგ დოკოზაჰექსაენის მჟავას (DHA).

ცხოვრების ყველა ეტაპზე ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს აქვს მრავალმხრივი დადებითი მოქმედება ჯანმრთელობაზე.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების სასარგებლო ეფექტები1: ომეგა-3 აუმჯობესებს გულის დაავადებების რისკფაქტორებს (ტრიგლიცერიდემია, სისხლის წნევა, HDL ქოლესტერინი, ათეროსკლეროზული ფოლაქი, სისხლის შედედება, ანთება), აუმჯობესებს მენტალური დაავადებების (დეპრესია, შფოთვა) სიმპტომებს, აქვს მნიშვნელოვანი სარგებელი კანისა და თმის ჯანმრთელობის აღდგენასა და შენარჩუნებაში. უზრუნველყოფს ძვლებისა და სახსრების ნორმალურ ფუნქციონირებას, ახდენს ზოგიერთი სახეობის კიბოს პრევენციას, ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების დროს ამცირებს ღვიძლის ცხიმს. გამოიყენება მეტაბოლური სინდრომის საწინააღმდეგოდ, ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს, აუმჯობესებს ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის ჯანმრთელობაში, აქვს აუტოიმუნური დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტი, ამცირებს ADHD-ის სიმპტომებს.

შემადგენლობა: თევზის ქონი, ჟელატინი (კაფსულა), დამატენიანებელი ნივთიერება გლიცერინი, გაწმენდილი წყალი, ანტიოქსიდანტი ვიტამინი E. შეიცავს სოიას. ზღვის თევზის ქონი პოლიუჯერი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით (EPA, DHA).

მიღების წესი : რეკომენდებულია 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში საკვებთან და საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად, დაღეჭვა არ შეიძლება. სასარგებლო ეფექტი მიიღწევა დღეში მინიმუმ 250 მგ EPA/DHA-ის მიღებით. ინიშნება 12 წლიდან. ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აქვს მიკრობიოლოგიური, მძიმე მეტალებისა და აქტიური ნივთიერებების ანალიზის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

წარმოადგენს 100%-ით ბუნებრივ პროდუქტს.

არ შეიცავს

ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს
კონსერვანტებს
გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
შენახვის პირობები : ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას 10-25°C ტემპერატურაზე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ცაინფარმა ომეგა3 1000მგ 140 კაფსულა
  • სახელი: ცაინფარმა ომეგა3 1000მგ 140 კაფსულა
PSP 55.74 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა