ლაკრისეკი - Lacrisek
ლაკრისეკი - Lacrisek

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ლაკრისეკი

კონსერვანტების გარეშე

შემადგენლობა

ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატი), ვიტამინი E (ტოკოფეროლი), ჰიდროგენიზებული ფოსფოლიპიდები (ლიპოსომები), ნატრიუმის მონოფოსფატი, ნატრიუმის დიფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, L-პროლინი, L-გლიცინი, L-ლიზინი, L-ლეიცინი, საინექციო წყალი.

არ შეიცავს კონსერვანტებს.

გამოყენება

ლაკრისეკი-სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარია, რომელიც შეივცავს ჰიდროგენიზებულ ლიპოსომებს, A ვიტამინს, E ვიტამინს და ამინომჟავებს, კონსერვანტების გარეშე. ლაკრისეკის ოფთალმოლოგიური ხსნარი ასტაბილურებს საცრემლე გარსის ლიპიდურ შრეს, არეგულირებს და აკორექტირებს თვალის ზედაპირის ლუბრიკაციას.

A და E ვიტამინები, რომლებიც ცნობილია დამამშვიდებელი და დამარბილებელი თვისებებით, ლიპოსომებთან სინერგიით უზრუნველყოფს ქუთუთოს ლიპიდური კომპონენტის ფუნქციურ მხარდაჭერას. გარდა ამისა, როგორც ლიპოსომების სტაბილიზატორები, A და E ვიტამინების გავლენით მიიღწევა თვალის და პერიოკულარულ დონეზე სიმპტომოლოგიის გაუმჯობესებას, რომელიც დაკავშირებულია ალერგიული და/ან ინფექციური წარმოშობის მდგომარეობებთან.

ამინომჟავები – L-პროლინი, L-გლიცინი, L-ლიზინი, L-ლეიცინი ზრდის რქოვანას ეპითელიუმის დაცვის და ლუბრიკაციის უნარს, რომელიც შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა სახის სტრესის შედეგად. საცრემლე გარსის ლიპიდურ შრეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ცრემლის აორთქლებისგან დაცვაში. ლაკრისეკის ოფთალმოლოგიური ხსნარის გამოყენება ხელს უწყობს თვალის ქუთუთოზე არსებული მეიბომის ჯირკვლების მიერ ლიპიდების სეკრეციას და საცრემლე გარსის ლიპიდური შრის სტაბილიზაციას.

ჩვენებები

ლაკრისეკი რეკომენდებულია შემდეგი ჩივილების დროს:

მშრალი თვალის სინდრომი;
უცხო სხეულის შეგრძნება;
თვალის წვა და ქავილი;
თვალის სიწითლე, არასასურველი გარემო პირობების (ქარი, მზე, მიკროკლიმატის ცვლილება) შედეგად გამოწვეული ლიპიდური შრის დისფუნქციია.
დოზირების რეჟიმი და მიღების წესი

1-2 წვეთი 4-ჯერ დღეში, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი კომპონენტების ან ქიმიურად მსგავსი სხვა ნივთიერებების მიმართ.

გამოყენების წესი

აიღეთ ფლაკონი და მოხსენით დამცავი პლასტმასის რგოლი.
მოხსენით თავსახური.
ამოატრიალეთ ბოთლი თვალის მიმართულებით, საჩვენებელი და ცერა თითებით მოუჭირეთ ფლაკონს გვერდებზე, წვეთის წამოსვლამდე. დაჭერის ძალის გაზრდა საჭირო გახდება ფლაკონში ხსნარის შემცირებისას.
ჩაწვეთების შემდეგ ფლაკონს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.
სიფრთხილის ზომები

პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.
ხსნარის დაბინძურების რისკის აღმოსაფხვრელად დარწმუნდით, რომ საწვეთური არ ეხება თვალის ზედაპირს და არ არის კონტაქტში სხვა ობიექტებთან და ზედაპირებთან.
გამოყენების შემდეგ ფლაკონს მჭიდროდ მოარგეთ თავსახური.
მიმართეთ ექიმს თუ გიწევთ სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებების გამოყენება.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი თუ დაზიანებულია ბოთლის OSD ფილტრი.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
გვერდითი მოვლენები

პროდუქტის მიღების შემდეგ არასასურველი გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა. არასასურველი რეაქციების შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
პროდუქტის გამოყენების შემდგომ შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის დროებითი დაბინდვის შეგრძნება.
შენახვის პირობები

შეინახეთ 4-25°C-ზე ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ პროდუქტი ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია პირველი გახსნიდან შეფუთავზე მითითებულ ვარგისიანობის ვადამდე.

არ გადააგდოთ გარემოში.

შეფუთვა

10მლ ფლაკონი.

ლაკრისეკი

კონსერვანტების გარეშე

შემადგენლობა

ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატი), ვიტამინი E (ტოკოფეროლი), ჰიდროგენიზებული ფოსფოლიპიდები (ლიპოსომები), ნატრიუმის მონოფოსფატი, ნატრიუმის დიფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, L-პროლინი, L-გლიცინი, L-ლიზინი, L-ლეიცინი, საინექციო წყალი.

არ შეიცავს კონსერვანტებს.

გამოყენება

ლაკრისეკი -სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარია, რომელიც შეივცავს ჰიდროგენიზებულ ლიპოსომებს, A ვიტამინს, E ვიტამინს და ამინომჟავებს, კონსერვანტების გარეშე. ლაკრისეკის ოფთალმოლოგიური ხსნარი ასტაბილურებს საცრემლე გარსის ლიპიდურ შრეს, არეგულირებს და აკორექტირებს თვალის ზედაპირის ლუბრიკაციას.

A და E ვიტამინები, რომლებიც ცნობილია დამამშვიდებელი და დამარბილებელი თვისებებით, ლიპოსომებთან სინერგიით უზრუნველყოფს ქუთუთოს ლიპიდური კომპონენტის ფუნქციურ მხარდაჭერას. გარდა ამისა, როგორც ლიპოსომების სტაბილიზატორები, A და E ვიტამინების გავლენით მიიღწევა თვალის და პერიოკულარულ დონეზე სიმპტომოლოგიის გაუმჯობესებას, რომელიც დაკავშირებულია ალერგიული და/ან ინფექციური წარმოშობის მდგომარეობებთან.

ამინომჟავები – L-პროლინი, L-გლიცინი, L-ლიზინი, L-ლეიცინი ზრდის რქოვანას ეპითელიუმის დაცვის და ლუბრიკაციის უნარს, რომელიც შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა სახის სტრესის შედეგად. საცრემლე გარსის ლიპიდურ შრეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ცრემლის აორთქლებისგან დაცვაში. ლაკრისეკის ოფთალმოლოგიური ხსნარის გამოყენება ხელს უწყობს თვალის ქუთუთოზე არსებული მეიბომის ჯირკვლების მიერ ლიპიდების სეკრეციას და საცრემლე გარსის ლიპიდური შრის სტაბილიზაციას.

ჩვენებები

ლაკრისეკი რეკომენდებულია შემდეგი ჩივილების დროს:

  • მშრალი თვალის სინდრომი;
  • უცხო სხეულის შეგრძნება;
  • თვალის წვა და ქავილი;
  • თვალის სიწითლე, არასასურველი გარემო პირობების (ქარი, მზე, მიკროკლიმატის ცვლილება) შედეგად გამოწვეული ლიპიდური შრის დისფუნქციია.

დოზირების რეჟიმი და მიღების წესი

1-2 წვეთი 4-ჯერ დღეში, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი კომპონენტების ან ქიმიურად მსგავსი სხვა ნივთიერებების მიმართ.

გამოყენების წესი

  • აიღეთ ფლაკონი და მოხსენით დამცავი პლასტმასის რგოლი.
  • მოხსენით თავსახური.
  • ამოატრიალეთ ბოთლი თვალის მიმართულებით, საჩვენებელი და ცერა თითებით მოუჭირეთ ფლაკონს გვერდებზე, წვეთის წამოსვლამდე. დაჭერის ძალის გაზრდა საჭირო გახდება ფლაკონში ხსნარის შემცირებისას.
  • ჩაწვეთების შემდეგ ფლაკონს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.

სიფრთხილის ზომები

  • პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.
  • ხსნარის დაბინძურების რისკის აღმოსაფხვრელად დარწმუნდით, რომ საწვეთური არ ეხება თვალის ზედაპირს და არ არის კონტაქტში სხვა ობიექტებთან და ზედაპირებთან.
  • გამოყენების შემდეგ ფლაკონს მჭიდროდ მოარგეთ თავსახური.
  • მიმართეთ ექიმს თუ გიწევთ სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებების გამოყენება.
  • არ გამოიყენოთ მედიკამენტი თუ დაზიანებულია ბოთლის OSD ფილტრი.
  • შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

გვერდითი მოვლენები

  • პროდუქტის მიღების შემდეგ არასასურველი გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა. არასასურველი რეაქციების შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
  • პროდუქტის გამოყენების შემდგომ შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის დროებითი დაბინდვის შეგრძნება.

შენახვის პირობები

შეინახეთ 4-25°C-ზე ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ პროდუქტი ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია პირველი გახსნიდან შეფუთავზე მითითებულ ვარგისიანობის ვადამდე.

არ გადააგდოთ გარემოში.

შეფუთვა

10მლ ფლაკონი.

მწარმოებელი

Fidia Farmaceutici S.p.A-იტალია

www.fidiapharma.com.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Lacrisek - ლაკრისეკი უკონსერვანტო თვალის წვეთები 10მლ
  • სახელი: Lacrisek - ლაკრისეკი უკონსერვანტო თვალის წვეთები 10მლ
PSP 30.61 ლ
ლაკრისეკი 10მლ თვ.წვ
  • სახელი: ლაკრისეკი 10მლ თვ.წვ
Aversi 30.79 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა