იბერიკუმი - Ibericum
იბერიკუმი - Ibericum

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

იბერიკუმი
მკურნალობის ინსტრუქცია:
იბერიკუმი არის სპეციალური რეცეპტით მომზადებული სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეთა ნაყენი, რომელიც მოწოდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გართულებათა დასარეგულირებლად. ის დადებითად მოქმედებს გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქოლეცისტიტის, ცისტიტისა და პროსტატის წინააღმდეგ. იბერიკუმი უხდება ღვიძლს, არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას და სისხლისა და შარდის ანალიზების მონაცემებს.
სამკურნალო მცენარეთა წვენები დადებით ზემოქმედებას ახდენენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ორგანოებზე _ ღვიძლი, თირკმელ¬ები, ნაღვლის ბუშტი; ორგანიზმიდან გამოყავთ მავნე ტოქსინები და შლაკები; უმჯობესდება კუჭნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკა, ხდება შარდგამომყოფი გზების დეზინფექცია.
მომხმარებელს იბერიკუმს ვთავაზობთ ორი ფორმით: მცენარეუ¬ლი ნაყენი-კონცენტრატის და მცენარეული ფხვნილის სახით.
** მიღების წესი:**
ნაყენის 2 სუფრის კოვზი (30 მლ) გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში (150 მლ) და მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 3-ჯერ.
ფხვნილის 1 ჩაის კოვზი (5-6 გრ) ჩაყარეთ თავსახურიან ჭურჭელში და დაასხით 4 ჭიქა წყალი (0,5 ლ), ადუღეთ 10-15 წუთი. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ნახევარი ჩაის ჭიქა 150 მლ ნაყენისა, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
შენახვის პირობები:
თავდახურული ოთახის ტემპერატურაზე.
შემადგენლობა:
თავშავას ბალახი; ფარსმანდუკის ბალახი; მრავალძარღვას ფოთოლი; სალბის ფოთოლი; ჭინჭრის ფოთოლი; გულყვითელას ყვავილი; სვიის გირჩები; კამას ნაყოფი; სპირტი; გამოხდილი წყალი.
უკუჩვენება:
ორსულობა, ძუძუთი კვება, მენსტრუაციის პერიოდი, ალერგიულობა, კენჭოვანი დაავადებები.
იბერიკუმის მიღებისას დაიცავით ზომიერი დიეტა – მოერიდეთ მჟავე, მწარე, მწუთხე საჭმელებს, ალკოჰოლის მიღებას და სასურვე¬ლია შეიკავოთ თავი სიგარეტისგან. გახსოვდეთ, რომ ნორმალური ცხოვრების რეჟიმი ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საწინდარია.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Ibericum - იბერიკუმი ნაყენი 200მლ
  • სახელი: Ibericum - იბერიკუმი ნაყენი 200მლ
PSP 4.38 ლ
Ibericum - იბერიკუმი ხსნარი 200მლ
  • სახელი: Ibericum - იბერიკუმი ხსნარი 200მლ
PSP 4.35 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა