ნოვასედი - Novased
ნოვასედი - Novased

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**ნოვასედი **

გამოყენების ინსტრუქცია

ნოვასედი წარმოადგენს 100% ნატურალურ მცენარეულ ნაყენს (პარასამკურნალო საშუალებას), რომელიც მოწოდებულია მაღალი წნევის, ჰიპერტონიის სამკურნალოდ; მასში შემავალი სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეთა წვენები მოქმედებს სპაზმოლიტურად, ეფექტურად აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ახდენს წნევის ნორმალიზებას, გამოჰყავს ორგანიზმიდან პურინები და სხვა მავნე ტოქსინები , არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას , გააჩნია მსუბუქი შარდმდენი, ნაღველმდენი მოქმედება.

ნოვასედი თანდათანობით მოქმედებს : ამცირებს მაღალ წნევას, შლის მარილებს და გამოჰყავს ისინი ორგანიზმიდან. მისი სისტემატიური მიღებით იხსნება სტრესი და ნევროზი, უმჯობესდება ძილი.

ნოვასედი შედის ისეთი მაღალი თერაპიული მოქმედების სამკურნალო მცენარეთა წვენები როგორიცაა: კუნელი, თავშავა, სვია, ბარამბო და სხვა. იგი მეტად ადვილი და პრაქტიკული მისაღებია.

მიღების სტანდარტულ წესი : ნაყენის 2 სუფრის კოვზი (30 მლ.) გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში (150 მლ.) და მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 3–ჯერ.

პაციენტებს ვურჩევთ მკურნალობის ერთ ან ორ თვიან უწყვეტ კურსს, შესაძლებელია ორ კვირიანი შესვენების შემდეგ კურსის ისევ განახლება. ის ვინც იღებს წნევის დამწევ სინთეზურ მდიკამენტებს უნდა გაითვალისწინოს წნვის დამწევი საშუალებების ერთობლივი გაძლიერებული მოქმედება. ნოვასედი შეიძლება დაინიშნოს სხვა მედიკამენტებთან ერთად. როგორც მკურნალობის პროცესში, ისე საზოგადოდ პაციენტისთვის სასარგებლოა თუკი საკუთარი კვების რაციონიდან ამოიღებს ზედმეტად დაშაქრულ, მწუთხე და მწარე საჭმელებს; მოერიდება ყავის ხშირ მიღებას, სიგარეტს, ალკოჰოლს, რადგანაც ისინი ხშირად ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და მრავალ ქრონიკულ დაავადებათა გამომწვევნი არიან.

მწუთხე საჭმელების სისტემატიური მიღება (მწნილი, აჯიკა, მარილიანი ყველი, ზედმეტად დამარილებული კერძები,....) ასევე ყოველდღიურად ყავის სმა.....ხელს უწყობს ჰიპერტონიის ჩამოყალიბებას.

ნოვასედი არ მიიღება ორსულობის დროს, ჩვილის ძუძუთი კვების დროს, მენსტრუაციის პერიოდში, ალერგიული და კენჭოვანი დაავადებებისას.

** მცენარეული ნოვასედი** საუკეთესო არჩევანია განსხვავებით სინთეზურ–ქიმიური მედიკამენტებისაგან, რომელთა ჯამრთელობაზე არასასურველი გვერდითი ზემოქმედება ფართოდ არის ცნობილი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Novased - ნოვასედი ნაყენი 200მლ
  • სახელი: Novased - ნოვასედი ნაყენი 200მლ
PSP 4.31 ლ
Novased - ნოვასედი ნაყენი 200მლ
  • სახელი: Novased - ნოვასედი ნაყენი 200მლ
PSP 4 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა