ზელენინა ნეო - Zelenini Neo
ზელენინა ნეო - Zelenini Neo

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**შემადგენლობა: **

შმაგას ნაყენი; შროშანას ნაყენი; კატაბალახას ნაყენი; მენთოლი;
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, საგულე გლიკოზიდებს, კუმარინებს, ვალეპოტრიატებს, ტროპანის ჯგუფის ალკალოიდებს (ჰიოსციამინი, სკოპოლამინი).
ფარმაკოლოგიური მოქმედება:

აქვს სედაციური, სპაზმოლიზური მოქმედება. ამცირებს რეფლექტორულ აგზნებას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, ხსნის ნეიროგენულ არითმიებს. აქვეითებს სანერწყვე, კუჭის, საოფლე ჯირკვლების სეკრეციას, ანელებს ნაწლავების პერისტალტიკას.
ჩვენება:

•ვეგეტონევროზი, კლიმაქტერული ნევროზი;
•ნეიროგენული ბრადიარითმიები, ბრადიკარდია;
•კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიური მდგომარეობა;
•ჰიპერაციდული გასტრიტი;
•კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
გვერდითი მოვლენები:

დიდი დოზით მიღება იწვევს ძილიანობას, შრომის უნარის დაქვეითებას, ჰიპოტენზიას.
მიღების წესი და დოზირება:
პერორულად: მოზრდილთათვის 10-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე.
**გამოშვების ფორმა: **

25 მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.
შენახვა:

მშრალ, გრილ ადგილას.
**აფთიაქიდან გაცემის წესი: **

ურეცეპტოდ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Zelenini Neo - ზელენინა ნეო წვეთები 25მლ
  • სახელი: Zelenini Neo - ზელენინა ნეო წვეთები 25მლ
PSP 3.52 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა