ლომა ლუქსი - Loma Lux
ლომა ლუქსი - Loma Lux

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ლომა-ლუქსი ფსორიაზის პასტა

შემადგენლობა: კუპრი, დექპანთენოლი-პროვიტამინ B5, ალოე ვერა ,ვაზელინი,მიკროკრისტალური ცვილი,ეთანოლი, პოლისორბიტ-80.

ფარმაკოლოგიური მოქმედება : კუპრი ერთადერთი ურეცეპტო საშუალებაა, გარეგანი გამოყენებისთვის, რომელიც ამცირებს კანის უჯრედების დაჩქარებულ განახლებას, გარდა ამისა კუპრის გამოყენებით მცირდება ანთების სიმპტომები, შეშუპება, ქავილი ფსორიაზით დაზიანებულ უბანზე.აქვს კერატოლიზური ეფექტი.

პროვიტამინი B5 (დექსპენთონოლი) - არის სინთეზურად შექმნილი პროვიტამინი B5, რომელიც კანში ასტიმულირებს ვიტამინის A ფორმირებას, რომელიც საჭიროა კანის უჯრედებში მეტაბოლური პროცესების აქტივაციისთვის. ამ ქმედების შედეგად, დაზიანებული უბნები აღდგენილია. მცირე ნახეთქები აღმოფხვრილია. ღრმა ქსოვილოვანი დაზიანების შემთხვევაში, როგორცაა ფსორიაზი კანი სასწრაფოდ საჭიროებს ვიტამინის B5 (დექსპანთენოლის) მიღებას, რაც გამოიხატება ჯანსაღი განახლებული ზედა ფენის ზრდას და გაღიზიანების ბლოკირებაში

ალოე ვერა ზრდის ძირითად კომპონენტების აქტივობას ალანტოინის შემცველობის გამო, რომელიც ასევე ინარჩუნებს ტენიანობას ეპიდერმისში და ხელს უწყობს შეხორცების პროცესს. ალოე ვერას დადებითი ეფექტი გამოწვეულია იმ ნივთიერებებით რომლებსაც ალოეს ვერას ფოთლები შეიცავენ: მიკროელემენტები; ტანინები; ფერმენტები; ვიტამინები A, B, E; ამინომჟავები; ფლავონოიდები. ფსორიაზის დროს, ეს ნაერთები ხელს უწყობენ წყლის ბალანსის შენარჩუნებას, ამცირებენ ქავილს და აქერცვლას, ვიტამინები და მიკროელემენტები ხელს უწყობბენ კანის რეგენერაციას. ტანინები ამცირებს ანთების სიმპტომებს და იწვევს ანტიბაქტერიულ ეფექტს. ფლავონოიდები ამცირებენ სისხლძარღვთა გამტარობას და ამცირებენ შეშუპებას.

ჩვენებები

ფსორიაზი;
ნეიროდერმიტიტი;
ატოპიური დერმატიტი;
პიოდერმია;
ეგზემა.
დოზირება

გამოიყენეთ ყოველდღიურად 1-დან 4-ჯერ დღეში. დაიტანება კანზე, გამოყენება შესაძლებელია სახეზე და სხეულზე.

შენახვის პირობები.

შეინახეთ პროდუქტი ტემპერატურაზე +5 დან +25 გრადუსამდე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Loma Lux Psoriasis - ლომა ლუქსი პასტა ფსორიაზის 114გ
  • სახელი: Loma Lux Psoriasis - ლომა ლუქსი პასტა ფსორიაზის 114გ
PSP 42.46 ლ
ლომა ლუქსი ფსორიაზის ხს.237მლ
  • სახელი: ლომა ლუქსი ფსორიაზის ხს.237მლ
PSP 50.36 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა