რინოსედალი - Rhinosedal
რინოსედალი - Rhinosedal

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

რინოსედალი RHINOSEDAL®

ნაზალური სპრეი 20 მლ

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): hypertonic sea water,mallow,tamarind

მწარმოებელი კომპანია: LABORATOIRES ÉLERTÉ, საფრანგეთი

გამოშვების ფორმა: სპრეი 20 მლ ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა : ნატურალური ზღვის წყალი (ჰიპერტონული 2,2% NaCl), თამარინდის ექსტრაქტი, ბალბას ექსტრაქტი, გასუფთავებული წყალი, ლიმონმჟავა.

რინოსედალი სპრეი არის 100% ნატურალური დეკონგესტანტი, რომელიც ოსმოსური მოქმედებით ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას, ხსნის ცხვირის გაჭედილობას გაციების, ალერგიული და არაალერგიული რინიტების და სინუსიტების დროს, მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.

რინოსედალის სპრეი ცხვირის ღრუს სანაციით ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანიდან პათოგენური აგენტების გამოდევნას.

რინოსედალის სპრეის შემადგენლობაში არსებული ბალბას და თამარინდის ექსტრაქტები ლორწოვანზე ქმნის დამცავ ფირფიტას და იცავს სასუნთქ გზებს სუპერინფექციის რისკისგან.

რინოსედალის სპრეის ინოვაციურ ფორმულას დეკონგესტანტური მოქმედების გარდა აქვს რეგენერაციული, ბარიერული, მუკოლიზური და დამატენიანებელი მოქმედება.

ჩვენებები:

  • ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება ცხვირის ღრუს მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს (რინიტები, სინუსიტები, ადენოიდიტები)

  • მწვავე და ქრონიკული რინო-სინუსიტი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით

  • ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები იმ პირებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ

  • ნაზალური პოლიპოზი (კომპლექსური კონსერვატიული მკურნალობის ფარგლებში)

  • მწვავე შუა ოტიტი (მკურნალობის დამხმარე მეთოდი)

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება ორსულობის დროს

-ენდონაზალური ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი (პოსტოპერაციული ირიგაცია, საჰაერო გზების დრენირება, ლორწოვანი გარსის რეგენერაციის დაჩქარება და შეშუპების შემცირება)

გამოყენების წესი და დოზები:

ფლაკონს მოხსენით თავსახური. პირველად გამოყენებისას, დააჭირეთ სასხურებელს 1 ან 2-ჯერ, თავი ოდნავ გვერდზე გადახარეთ, შეასრულეთ 2 შესხურება თითოეულ ნესტოში (დღეში რამდენჯერმე მდგომარეობის მიხედვით). ჭარბი სითხე მოიცილეთ ბამბით ან ცხვირსახოცით. გამოყენების შემდეგ სასხურებელი გარეცხეთ ცხელი წყლით.

რინოსედალის სპრეი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს და მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად.

შეფუთვაზე მითითებულია ვარგისიანობის ვადა. ბავშვებში რინოსედალის გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილის დახმარებით.

გვერდითი მოვლენები:

დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

უკუჩვენება : ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

გამოშვების ფორმა : ნაზალური სპრეი 20 მლ, ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 30 0 C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი კომპანია: LABORATOIRES ÉLERTÉ, საფრანგეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი: შპს ,,ჯორჯიან რემედი ლიმიტედ’’.

სამედიცინო დანიშნულების საქონელი.

რინოსედალი****ნაზალური სპრეი 20 მლ

RHINOSEDAL®

შემადგენლობა

ნატურალური ზღვის წყალი (ჰიპერტონული 2,2% NaCl), თამარინდის ექსტრაქტი, ბალბას ექსტრაქტი, გასუფთავებული წყალი, ლიმონმჟავა.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები.

ათქ კოდი: R01AX10

გამოყენება

რინოსედალი სპრეი წარმოადგენს 100% ნატურალური დეკონგესტანტს, რომელიც ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას ოსმოსური მოქმედებით ამცირებს, ხსნის ცხვირის გაჭედილობას გაციების, ალერგიული და არაალერგიული რინიტების და სინუსიტების დროს. გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.

რინოსედალის სპრეის გამოყენებით ცხვირის ღრუს სანაცია ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანიდან პათოგენური აგენტების გამოდევნას.

რინოსედალის სპრეის შემადგენლობაში არსებული ბალბას და თამარინდის ექსტრაქტები ლორწოვანზე ქმნის დამცავ ფირფიტას და სასუნთქ გზებს იცავს სუპერინფექციის რისკისგან.

რინოსედალის სპრეის ინოვაციურ ფორმულას დეკონგესტანტური მოქმედების გარდა გააჩნია რეგენერაციული, ბარიერული, მუკოლიზური და დამატენიანებელი მოქმედება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რინოსედალის სპრეი ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა გენეზის რინოსინუსიტების დროს, ამცირებს შეშუპებას, სწრაფად აღადგენს დაზიანებულ ლორწოვანს და ახდენს ინფექციის გავრცელების პრევენციას.

აღნიშნული ეფექტი უზრუნველყოფილია კომბინირებული ფორმულით, რომელიც შეიცავს ოპტიმალური კონცენტრაციის (2,2% NaCl) ნატურალური ზღვის წყლის მარილს, 100% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს (ბალბა, თამარინდი).

ჰიპერტონული ნატურალური ზღვის წყალი (2,2% NaCl) ამცირებს ცხვირის და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ანთებას, ამსუბუქებს ზოგადი გაციების სიმპტომებს, ახდენს ცხვირის ღრუდან და სინუსებიდან ჭარბი ლორწოს ეფექტურ დრენირებას.

სამკურნალო მცენარეების - ბალბას და თამარინდის ექსტრაქტი (ბოტანიკური ჰიალურონის მჟავა), ლორწოვან გარსთან შეხებისას წარმოქმნის ჰიდროკოლოიდურ გელს, რომელიც მოშიშვლებული ნერვული დაბოლოებების დაფარვით ამცირებს გაღიზიანებას და ტკივილს. სპრეის აპლიკაციის არეში ბოტანიკური ჰიალურონის მჟავა ქმნის ინფექციისგან დამცავ ბარიერს. ბალბა და თამარინდის ექტრაქტი აღადგენს და ატენიანებს ლორწოვანს. თამარინდის ექსტრაქტის მუკოლიზური თვისება უზრუნველყოფს სქელი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენის გათხელებას.

პრეპარატის მოქმედების შედეგია ცხვირის გაჭედილობის მოხსნა და სუნთქვის გაადვილება, ლორწოვანის ნორმალური ფუნქციის აღდგენა, ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების ინფექციურ-ალერგიული დაავადებების პრევენცია და მკურნალობა, პრეეპიდემიურ და ეპიდემიურ პერიოდებში ზემო სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების რისკის შემცირება.

ჩვენებები

- ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება ცხვირის ღრუს მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს (რინიტები, სინუსიტები, ადენოიდიტები);

- მწვავე და ქრონიკული რინო-სინუსიტი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით;

- ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები იმ პირებში, რომელთაც სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა გააჩნიათ;

- ნაზალური პოლიპოზი (კომპლექსური კონსერვატიული მკურნალობის ფარგლებში);

- მწვავე შუა ოტიტი (მკურნალობის დამხმარე მეთოდი);

- ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა;

- ცხვირით სუნთქვის გაძნელება ორსულობის დროს;

- ენდონაზალური ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი (პოსტოპერაციული ირიგაცია, საჰაერო გზების დრენირება, ლორწოვანი გარსის რეგენერაციის დაჩქარება და შეშუპების შემცირება).

გამოყენების წესი და დოზები

ფლაკონს მოხსენით თავსახური. პირველადი გამოყენებისას დააჭირეთ სასხურებელს 1 ან 2-ჯერ, თავი ოდნავ გვერდზე გადახარეთ, შეასრულეთ 2 შესხურება თითოეულ ნესტოში (დღეში რამდენიმეჯერ საჭიროების მიხედვით). ჭარბი სითხე მოიცილეთ ბამბით ან ცხვირსახოცით. გამოყენების შემდეგ სასხურებელი გარეცხეთ ცხელი წყლით.

რინოსედალის სპრეი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს და მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად.

შეფუთვაზე მითითებულია ვარგისობის ვადა. ბავშვებში რინოსედალის გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილის დახმარებით.

გვერდითი მოვლენები

დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითება

თუ 15 დღიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე და ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, პროდუქტი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი ინდივიდის მიერ.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ).

გამოშვების ფორმა

ნაზალური სპრეი 20 მლ, 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი

LABORATOIRES ÉLERTÉ, საფრანგეთი.

ექსკლუზიური დისტრიბუტორი: შპს ,,ჯორჯიან რემედი ლიმიტედ’’.

დასახელება - რინოსედალი 20მლ სპრეი

გამოყენება

რინოსედალი სპრეი წარმოადგენს 100% ნატურალური დეკონგესტანტს, რომელიც ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას ოსმოსური მოქმედებით ამცირებს, ხსნის ცხვირის გაჭედილობას გაციების, ალერგიული და არაალერგიული რინიტების და სინუსიტების დროს. გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.რინოსედალის სპრეის გამოყენებით ცხვირის ღრუს სანაცია ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანიდან პათოგენური აგენტების გამოდევნას.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა