ულტრა ბრონქო - Ultra Broncho
ულტრა ბრონქო - Ultra Broncho

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**დოქტორ ღლონტის ულტრა ბრონქო **

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

ევკალიპტის სქელი ექსტრაქტი 0.1გ

ფიჭვის კვირტების ნაყენი 0.1მლ

ანისულის სქელი ექსტრაქტი 0.1გ

დინდგელის სქელი ექსტრაქტი 0.1გ

ძირტკბილას სქელი ექსტრაქტი 0.1გ

შავი კლიავის თესლის სქელი ექსტრაქტი 0.1გ

ალთეს სიროფი 5მლ

დამხმარე ნივთიერებები: 64 გ შაქარი, გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 100მლ სიროფის მისაღებად .

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ხველების საწინააღმდეგო სიროფი

ჩვენება

გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.

გამოიყენება, როგორც სიმპტომური საშუალება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, ბრონქიტის და ფილტვების ანთებითი დაავადებების დროს (მშრალი ხველა, პროდუქტიული ხველა, ძნელად გამომყოფი ნახველით) ,აგრეთვე გრიპის და გრიპის მსგავსი ინფექციებით გამოწვეული სხვა დაავადებებისას (ყელის და ხახის ტკვილი).

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები

გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

ორსულობა ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება დასაშვებია.

მიღების წესი და დოზირება

დოქტორ ღლონტის ულტრა ბრონქო მიიღება ჭამის შემდეგ.

პატარებში 0-თვის ასაკიდან 6 -თვემდე: ნახევარი ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ,

6-თვიდან 1-წლამდე: 1 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ, 1- წლიდან 6 -წლამდე 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, 6-წლიდან -16 წლამდე 1 დესერტის კოვზი დღეში 3-ჯერ, მოზრდილებში და ზრდასრულებში 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

მიღების ხანგრძლივობა 10 დღიდან -21 დღემდე.

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურა.

ვარგისობა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

100მლ პოლიეთილენის ბოთლში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი

დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Ultra Broncho - ულტრა ბრონქო სიროფი 100მლ
  • სახელი: Ultra Broncho - ულტრა ბრონქო სიროფი 100მლ
PSP 16.99 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა