ვალერიანის და ბარამბო - Valerian and Melissa
ვალერიანის და ბარამბო - Valerian and Melissa

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დოქტორ ღლონტის ვალერიანის და ბარამბოს სიროფი

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

ვალერიანის სქელი ექსტრაქტი 5მლ

ბარამბოს სქელი ექსტრაქტი 2მლ

კამის თესლის სქელი ექსტრაქტი 3 მლ

დამხმარე ნივთიერებები: შაქარი 64 გ, გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 100მლ სიროფის მისაღებად

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური საშუალება.

ჩვენება

გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.

პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, ძილის გაუმჯობესებას, გააჩნია გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები, ეფექტურია პატარებში და დიდებში ნაწლავური კოლიკის დროს.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები

გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

ორსულობა ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება დასაშვებია.

გამოყენების წესი და დოზირება

დოქტორ ღლონტის ვალერიანის და ბარამბოს სიროფი მიიღება ჭამის შემდეგ

პატარებში 0-თვის ასაკიდან 6 -თვემდე: ნახევარი ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ,

6-თვიდან 1-წლამდე: 1 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ,

1- წლიდან 6 -წლამდე: 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ,

6-წლიდან -16 წლამდე 1 დესერტის კოვზი დღეში 3-ჯერ,

მოზრდილებში და ზრდასრულებში 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

მიღების ხანგრძლივობა 3 კვრიდან - 6 კვირამდე.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში.

**ვარგისობა: ** 3 წელი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

100მლ პოლიეთილენის ბოთლში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი

დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Valerian and Melissa - ვალერიანის და ბარამბო სიროფი 100მლ
  • სახელი: Valerian and Melissa - ვალერიანის და ბარამბო სიროფი 100მლ
PSP 12.88 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა