ვაგივიტალი - Vagivital
ვაგივიტალი - Vagivital

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვაგივიტალის აქტივ-გელი - ეს არის არაჰორმონალური შემადგენლობის ვაგინალური გელი, რომელიც გამოიყენება ვულვო-ვაგინალური ატროფიის დროს,რომელიც მთლიანად ხსნის ან მინიმუმამდე ამცირებს მისგან გამოწვეულ სიმპტომებს: სიმშრალე, გაღიზიანება, ქავილი, დისკომფორტი და/ან ტკივილი შარდვის და/ან სექსუალური აქტის დროს. ხელს უწყობს საშოს კედლის უჯრედების ზრდას და ბუნებრივი Ph-ის აღდგენას.

ქალების 50 %-ზე მეტს აღენიშნებათ ვაგინალური ატროფიის სიმპტომები, რომელიც ჩვეულებრივ დაკავშირებულია ესტროგენების შემცირებასთან, რაც გვხვდება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, პერი და- პოსტმენოპაუზა, ლაქტაცია, სტრესი, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის შემდგომ.

გელის შემადგლობაში შედის: ჰიპრომელოზა, ბენზოის მჟავა, რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

ვაგივიტალის აქტივ-გელისთვის დამახასითებელია:

დაბალი ოსმოლარობა (60მოსმ/კგ), რაც განაპირობებს ეფექტურ რეჰიდრატაციას.
მაღალი სიბლანტე და დაბალი ზედაპირული დაჭიმულობა განაპირობებს საშოს ლორწოვანზე კარგ ადჰეზიას(მიწებებას) და აფერხებს მის დეჰიდრატაციას.
დაბალი PH – 3.8.
არ შეიცავს ლიპიდებს, შესაბამისად რჩება იმ არეში, სადაც მოხდება მისი დატანა .
ჰიპრომელოზა - ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, რომელიც მიიღება ორგანული ბოჭკოსგან, რომლის მთავარი უპირატესობა არის დაბალი ოსმოლარობა.

ვაგინალური არის ოსმოლარობა შეადგენს 250 -270 მოსმ/კგ. ნებისმიერი გელს უფრო მაღალი ოსმოლარობით აქვს რისკი ჰიდრატაციის ნაცვლად, მოახდინოს დეჰიდრატაცია.

ჯანმოს რეკომენდაცით ვაგინალური დამატენიანებლების ოამოლარობა არ უნდა აღემატებოდეს 380 მოსმ/კგ-ზე.

ჯანმოს გაფრთხილებაა, არ გამოიყენოთ ისეთი ვაგინალური დამატენიანებლები , რომლის ოსმოლარობა მეტია 1200 მოსმ/კგ-ზე.

ჰიალო გინის ვაგინალური გელის ოსმოლარობამ შეადგინა 1336 მოსმ/კგ-ზე.

| ოსმოლარობა(მოსმ/კგ). | Ph
---|---|---
ვაგინალური არე ნორმაში | 250-270 | 3.8-4.5
ჯანმოს რეკომენდაცია | < 380 |
ვაგივიტალ აქტივ-გელი | 60 | 3.8
ჰიალო გინი | 1336 | 4.8 +-0.1
ჯანმოს გაფრთხილება | >1200 არ გამოიყენოთ |

ვაგივიტალ აქტივ-გელის ეფექტურობა დამტკიცებული კლინიკური კვლევებით - 79% მთლიანად იქნა განთავისუფლებული სიმპტომებისგან ან დარჩა უმნიშვნელო შეგრძნებები.

კაროლინსკას ინსტიტუტი( სტოკჰოლმი, შვედეთი) ორმაგი ბრმა-რანდომიზირებული კვლევა:
კვლევაში მონაწილეობდნენ 40-65 წლის ქალები პოსტმენოპაუზაში ან ორმხრივი ოოფორექტომიით.

ვულვო-ვაგინალური ატროფიის სიმპტომოკომლექსი MBS-ის იდენტიფიცირებისთის იყო:

  • ვაგინალური სიმშრალე
  • ვაგინალური ქავილი/გაღიზიანება.
  • ჩხვლეტის შეგრძნება/ტკივილი/წვა შარდვისას.
  • დისკომფორტი/ტკივილი სექსუალური აქტივობის დროს.
  • MBS: სიმპტომოკომპლექსის შემცირება 4 კვირის შემდეგ - 40%. 12 კვირის შემდეგ - 60%.
  • მათ შორის:
  • PH – 4 კვირის შემდეგ- 12%. 12 კვირის შემდეგ - 20%.
  • ვაგინალური სიმშრალე 4 კვირის შემდეგ - 45%. 12 კვირის შემდეგ-55%.
  • დისპარეუნია - 4კვირის შემდეგ - 25%. 12 კვირის შემდეგ - 40%.
  • საშოს ეპითელური უჯრედების ზრდა - 4 კვირის შემდეგ - 530%. 12 კვირის შემდეგ -630%.

18 წლის ასაკის ზემოთ, მდედრობითი სქესის პაცინტები, ძუძუბ კიბოს დიაგნოზით, რომლებიც იღებენ არომატაზა-ინფიბიტოროთერაპია და აღენიშნებათ ვულვოვაგინალური ატროფიის სიმპტომები.

  • MBS. 4 კვირის შემდეგ - 35%, 12 კვირის შემდეგ- 55%.
  • PH – 4 კვირის შემდეგ - 10%. 12 კვირის შემდეგ - 15%.
  • ვაგინალური სიმშრალე - 4 კვირის შემდეგ - 40%. 12 კვირის შემდეგ - 60%.
  • დისპანეურია - 4 კვირის შემდეგ - 30%. 12 კვირის შემდეგ- 45%.
  • გაღიზიანება/ქავილი - 4კვირის შემდეგ - 50%. 12 კვირის შემდეგ - 55%.
  • დიზურია - 4კვირის შემდეგ - 70%. 12 კვირის შემდეგ - 90%.
  • ვაგინალური ატროფია - 4კვირის შემდეგ - 45%. 12 კვირის შემდეგ - 55%.

ვაგივიტალ აქტივ-გელის ეფექტურობა შედარებული იქნა ჰორმონალურ პრეპარატებთან. მან აჩვენა იგივე, ან ზოგ შემთვევაში უკეთესი შედეგები.

გამოყენების ინსტრუქცია:

გელის 1 დოზა( 1 მლ) უნდა იქნეს გამოყენებული ყოველდღიურად, 30 დღის განმავლობაში. შემდგომ ექიმის დანიშნულებით დანიშნულების საჭიროების მიხედვით 1) დაიბანეთ ხელები საპნით.2)გახსენით ტუბი. 3)აიღეთ აპლიკატორი და დააფიქსირეთ ტუბის თავზე. 4)დააჭირეთ ტუბს და აპლიკატორი ნიშნულამდე მთლიანად შეივსება გელით(1მლ). 5)მოხსენით აპლიკატორი ტუბიდან და ტუბს დაახურეთ თავი. 6)დაწექით ზურგზე და მუხლები მოხარეთ. აპლიკატორი ნაზად ჩაიდეთ საშოში- 4-5სმ-ზე და დააჭირეთ აპლიკატორის დგუშს სანამ არ მიაღწევს საწყის ნიშნულს. გასაადვილებლად შეგიძლიათ გელის მცირე დოზა წაუსვათ გარედან აპლიკატორს ან წაისვათ საშოს შესასვლელში. 7) წყლით გარეცხეთ აპლიკატორი. აპლიკატორიდან დგუშის ზემო ნაწილზე ხელით დაჭერით განაცალკავეთ დგუში და ცალცალკე გარეცხეთ. გაშრობის შემდეგ დგუში კვლავ ჩასვით აპლიკატორში.

მწარმოებელი: peptonic medical AB. შვედეთი. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში : შპს „ინ ვივო-ფარმა“.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Vagivital - ვაგივიტალი აქტივ გელი 36გ
  • სახელი: Vagivital - ვაგივიტალი აქტივ გელი 36გ
PSP 58.27 ლ
ვაგივიტალი ALამნიონ.სით.ტესტN5
  • სახელი: ვაგივიტალი ALამნიონ.სით.ტესტN5
PSP 173.52 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა