მილაკარტი - Milacart
მილაკარტი - Milacart

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მწარმოებელი: vega ilac თურქეთი

**მოქმედი ნივთიერება: **L-კარნიტინი1000 მგ,კოენზიმ Q10-40მგ,B 6 ვიტამინი 20 მგ.

**კლინიკურ–ფარმაკოლოგიურიჯგუფი: **მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება და ვიტამინი.

პერორალური ხსნარი: 150 მლ სიროფი.ჟოლოს გემო.

კოენზიმ Q10 (უბიქინონი) ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზდება ღვიძლში.იგი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცხიმში ხსნადობის გამო აღწევს ჰიდროფილური მიტოქონდრიების მემბრანაში და მონაწილეობს ატფ – ის სინთეზში. კოენზიმ Q-10 აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ -ს ჟანგბადის აქტიური ფორმების მავნე ზემოქმედებისგან. კოენზიმ Q-10 ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში. აძლიერებს ორგანიზმში არსებული ფერმენტების მოქმედებას, ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით, აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას.

კოენზიმ Q-10 ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზის სტიმულაციას და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში. ასევე ააქტიურებს ორგანიზმის თითოეულ უჯრედს და მათ დამცველობით თვისებას.

არეგულირებს არტერიულ წნევას, გულის კუნთს უზრუნველყოფს ენერგიით, იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან.

კოენზიმ Q-10 ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის ანტიმიკრობულ და ანტივირუსულ აქტივობას.

ხელს უწყობს ცხიმების წვას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს სხეულის წონას.

L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან a-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია ატფ-ის სახით.

კარნიტინი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწრობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხის, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.

კარნიტინი ავლენს ანაბოლურ მოქმედებას, თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.

L-კარნიტინი ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.

L-კარნიტინი აუმჯობესებს სუსტი და დღენაკლული ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.

ვიტამინი b6(პირიდოქსინი)

მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში. იგი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ფოსფორილირებული ფორმით პირიდოქსინი მრავალი ფერმენტის კოფერმენტს წარმოადგენს, რომლებიც მოქმედებს ამინომჟავების არაჟანგვით ცვლაზე (მათ შორის, დეკარბოქსილირება, გადაამინირება). პირიდოქსინი მონაწილეობს ტრიფტოფანის, მეთიონინის, ცისტეინის, გლუტამინისა და სხვა ამინომჟავების მეტაბოლიზმში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰისტამინის ცვლაში. პირიდოქსინი ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას.

პირიდოქსინი ღვიძლში მეტაბოლიზდება ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი) წარმოქმნით. იგი ძირითადად კუნთებში, ღვიძლსა და ცნს-ში ნაწილდება; გადის პლაცენტაში და გადადის დედის რძეში.

ჩვენებები:

• სიმაღლის და წონის დეფიციტი ბავშვებში.
• ფიზიკური და გონებრივი განვითარებაში ჩამორჩენა.
• ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები;
• ქრონიკული ჰეპატიტი,ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია,
• კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა);
• თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია;,ინსულტი
• ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში;
•ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი
• პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფები;
• თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე;
• ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები;
• მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია);
• სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი).
• B6 ვიტამინის ავიტამინოზი და ჰიპოვიტამინოზი,ანემიები (განსაკუთრებით სიდერობლასტური ანემია)
• ნევრიტები, ნევრალგიები,რადიკულიტი
• იმუნომოდულატორი

მიღების წესი და დოზირება

3-6 წელი 5 მლ დღეში 1 ჯერ

6-10 წელი 5 მლ დღეში 2 ჯერ

10 წლის ზევით 10 მლ დღეში 2 ჯერ

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე

ჭარბი დოზირება:

პრეპარატზე ჭარბი დოზირების შემთხვევები არაა გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სხვა ანაბოლური საშუალებები აძლიერებენ კარტანის მოქმედებას. – გლუკოკორტიკოსტეროიდები ხელს უწყობენ პრეპარატის დაგროვებას ქსოვილებში (გარდა ღვიძლისა);

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დასახელება - მილაკარტი 150 მლ სიროპიკომპონენტების ჩამონათვალი: ყოველი 10 მლ შეიცავს

L-კარნიტინი - 1000 მგ
კოენზიმ Q10 - 40 მგ
ვიტამინი B6 - 1.2 მგ

გამოყენების შესახებ ინფროამცია:
2-6 წელი 5 მლ დღეში 1 მიღება
6-10 წელი 5 მლ დღეში 2 მიღება
10 წლიდან 10 მლ დღეში 2 მიღება
ჩვენებები:
• სიმაღლის და წონის დეფიციტი ბავშვებში.
• ფიზიკური და გონებრივი განვითარებაში ჩამორჩენა.
• ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები;
• ქრონიკული ჰეპატიტი,ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია,
• კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა);
• თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია;,ინსულტი
• ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში;
•ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი
• პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფები;
• თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე;
• ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები;
• მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია);
• სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი).
• B6 ვიტამინის ავიტამინოზი და ჰიპოვიტამინოზი,ანემიები (განსაკუთრებით სიდერობლასტური ანემია)
• ნევრიტები, ნევრალგიები,რადიკულიტი
• იმუნომოდულატორი

გვერდითი მოვლენები: საკვები დანამატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში და 250C ოთახის ტემპოერატურაზე. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
გაფრთხილება: რეკომენდირებულ დღიურ დოზას არ გადააჭარბოთ. ორსულობის და ან ძუძუთი კვების დროს და ან ავადმყოფობის და სხვა წამლების გამოყენების შემთხვევებში ექიმის კონსულტაცია მიიღეთ. მოულოდნელი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ. საკვები დანამატები ნორმალურ კვებას ვერ ჩაანაცვლებს.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა