ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
RESPIPHAGE® რესპიფაგი®
შემადგენლობა: სტრეპტოკოკის ფაგი (Bacteriophage Streptococcus Pyogenes 10X6), სტაფილოკოკის ფაგი (Bacteriophage Staphylococcus Aureus 10X6), ეშერიხია კოლის ფაგი (Bacteriophage E. Coli 10X6), ფსევდომონას ფაგი (Bacteriophage Pseudomonas Aeruginosa 10X6), პროტეუსის ფაგი (Bacteriophage Proteus Mirabilis/Proteus Vulgaris 10X6), კლებსიელას ფაგი (Bacteriophage Klebsiella 10X6).
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი, სტერილური წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: რესპიფაგი® განაპირობებს სასუნთქი გზებისა და წიაღების (შუბლის წიაღის, ჰაიმორის წიაღის), კანის, პირის ღრუს ჩირქოვანი ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების სპეციფიკურ ლიზისს.
გამოყენების რეკომენდაციები : რესპიფაგი® წარმოადგენს პარაფარმაციულ საშუალებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების საპრევენციოდ და კომპლექსურად, სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად, შემდეგი მდგომარეობების დროს: - ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებები: ტრაქეიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი, რინიტი - სასუნთქი გზების ჩირქოვანი ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია) - სინუსების ჩირქოვან-ანთებითი ინფექციები (ჰაიმორიტი, ფრონტიტი), რინოსინუსიტი - პირის ღრუს ჩირქოვან-ანთებითი დაავადებები (სტომატიტი, გინგივიტი) - კანის ინფექციური დაავადებები: ფურუნკული, კარბუნკული, აბსცესები, ჰიდროადენიტები, ღრმა ინფილტრატული კერები, პიოდერმიები - დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები - ბავშვთა (მათ შორის ახალშობილთა) ჩირქოვან- ანთებითი ინფექციები - სტაფილოკოკის, სტრეპტოკოკის, პათოგენური ნაწლავის ჩხირის (სხვადასხვა სეროტიპის) ფსევდომონას (ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის) და პროტეუსის მიერ გამოწვეული ინფექციები - ქირურგიული ოპერაციის დროს და შემდგომ, ჭრილობის დასამუშავებლად. - ჰოსპიტალური (საავადმყოფოსშიდა) ინფექციები.
მიღების წესები და დოზები: რესპიფაგი® გამოიყენება ინფექციის კერის ადგილის მიხედვით, ადგილობრივად ან შიგნით მისაღებად (დასალევად). რესპიფაგი® გამოყენება შესაძლებელია ტამპონის სახით ჭრილობაზე დასაფენად, ცხვირში ჩასაწვეთებლად, ყელში გამოსავლებად. ქირურგიული ოპერაციების შემდგომ, გართულებების საპრევენციოდ, რესპიფაგი® გამოიყენება, როგორც ადგილობრივად, ისე დასალევად. ყელში გამოსავლებად: ½ ან 1 სრული ფლაკონი, დღეში 2-3_ჯერ, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. ცხვირში ჩასაწვეთებლად: 2-3 წვეთი თითო ნესტოში, დღეში 3-4_ჯერ, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
დასალევად გამოყენების შემთხვევაში: მიიღება ½ ან 1 სრული ფლაკონი, დღეში 2-3_ჯერ, ან ექიმის რეკომენდაციისა და დანიშნულების მიხედვით. რესპიფაგის® გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის მიმდინარეობის სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით.
უკუჩვენება: რესპიფაგს® უკუჩვენება არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები : ნუ გამოიყენებთ რესპიფაგს შემღვრევის ან ფერის შეცვლის შემთხვევაში. მოარიდეთ ბავშვებს. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: რესპიფაგი® თავსებადია სხვა პრეპარატებთან. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ჯგუფის სამკურნალწამლო საშუალებასთან კომბინაციაში.
შენახვის პირობები და ვადები: რესპიფაგი® ინახება მშრალ, ბნელ, გრილ ადგილას, შენახვის ტემპერატურაა: (+)2 ̊C – (+)8 ̊C. ფლაკონი გახსნის შემდგომ გამოსაყენებლად ვარგისია 3 დღის განმავლობაში.
ტრანსპორტირება შესაძლებელია (+)8 ̊C_დან (+)25 ̊C_მდე ტემპერატურის პირობებში, არაუმეტეს 14 დღისა.
ვარგისიანობის ვადა : 3 წელი.
გამოშვების ფორმა: რესპიფაგი® სტერილური ხსნარი, 20 მლ. ფლაკონი N4.
აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: PHAGEBIOLAB, საქართველო.
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს. N-PHARMA, საქართველო.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
35.2 ლ | ||
|
49.51 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა