ნეფრობერი - Nefrober
ნეფრობერი - Nefrober

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

NEFROBER (600 მლ ორალური ხსნარი)

NEFROBER - ORAL SOLUTION - 600 - ml

**სავაჭროდა სახელება: NEFROBER **

სამკურნალო ფორმა: ხსნარი -- 600 -- მლ

**შემადგენლობა: **100 ml შეიცავს
Opuncia ficus indica 170mg
Cunodon dactulon 170mg
Melissa officinalis 170mg
Peumus boldus 280mg
Equisetum arvensis 170mg
Rozmarunus officinalis 170 mg.

Cranberry 170mg

დამხმარე ნივთიერებები: წყალი, ნატრიუმის მეთილპარაბენი.

აღწერილობა: შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონში, პლასტიკური მზომი ჭიქით
მოყავისფრო ხსნარი მცენარეების დამახასიათებელი სუნით.

**ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ** პრეპარატის კლინიკური ეფექტები მიიღწევა მის შემადგენელ კომპონენტებში ისეთი აქტიური შენაერთების არსებობით, როგორიცაა: ეთერზეთები, ფლავანოიდური შენაერთები, ფენოლკარბონის მჟავები და მათი წარმოებულები, ფენილპროპრანოიდები – როზმარინის მჟავა და მისი ეთილიზებული ეთერი, კოფეინის, ქლოროგენის, პ-კუმარის, ფერულოვის და სინაპოვის მჟავები; ურსულის, სილიციუმის, აკონიტის, ვაშლის, მჟაუნ მჟავები; ალკალოიდები, გლიკოზიდები, ტანინები, პექტინი, საპონინიები, სტერინები, კუმარინები, ვიტამინების კონცენტრირებული კომპლექსი, მინერალური ნივთიერებები, მიკროელემენტები, ფისი.

ზემოთ ჩამოთვლილი აქტიური ნივთიერებები ამცირებენ თირკმლის კაპილარების გამავლობას, აფართოებენ თირკმლის სისხლძარღვებსა და შადსაწვეთებს, აღადგენენ თირკმლის მილაკების ეპითელის ფუნქციას, ხასიათდებიან ოსმოსური ეფექტით(არ არღვევს იონურ ბალანსს – კალიუმ-დამზოგველი ეფექტი), თრგუნავენ ანთების მედიატორების აქტიურობასა და სინთეზს; ასტიმულირებენ შარდმჟავა მარილების გამოყოფას, აფერხებენ რა ამით კრისტალების წარმოქმნასა და კენჭების ფორმირებასა და ზრდას; აწესრიგებენ შარდის PH-ს; აინჰიბირებენ ლეიკოტრიენების სინთეზს და თავისუფალრადიკალური რეაქცია არღვევს ბაქტერიის მემბრანის მთლიანობას, რითაც აფერხებენ ბაქტერიული ჰიალურონიდაზას აქტივობას, ამცირებენ ცილების გამოყოფას და იცავენ ტუბულარულ აპარატს, ახდენენ ანტიბიოტიკო თერაპიის ეფექტის პოტენცირებას.

ფარმაკოლოგიური თვისებები: მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი; სპაზმოლიზური, დიურეზული, ლითოლიზური, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტით. ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავას მარილების , ტოქსინების და მძიმე მეტალთა მარილების გამოყოფას;

**ჩვენებები: **

თირკმელებში მარილების (ურატები,ოქსალატები,ფოსფატები,კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა,
წვრილი უროლითიაზი,
კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ პოდაგრა.
შარდგამომყოფი გზების ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი
დიზურიული მოვლენებები
შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი
სპასტიკური კოლიტი
ინტოქსიკაციის სხვადასხვა სახე (მედიკამენტებით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია, კვებითი ტოქსიკოინფექცია).

გამოყენების წესები და დოზები:

მიიღება 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე.

სამკურნალო დოზა:

ასაკი
** ** | დოზირება


---|---
3წლიდან 6 წლამდე
| 5-10მლ 3-ჯერ დღეში

6 წლიდან 12 წლამდე
| 15მლ 3-ჯერ დღეში

მოზრდილები | 45მლ 3-ჯერ დღეში

ორსულები | 20მლ 3-ჯერ დღეში

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირა

დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზით მკურნალობისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა

ჭარბი დოზირება: სამკურნალო საშუალების ჭარბი დოზირების შემთხვევები არ ფიქსირდება.

უკუჩვენებები:
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია
ნეფრობერი ორსულებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით

განსაკუთრებული მითითებები
დოზის გამოტოვების შემთხვევაში ორმაგი დოზა არ მიიღება.

გამოშვების ფორმა: -- 600 -- მლ ხსნარი ფლაკონში, პლასტიკური მზომი ჭიქით;

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე სინათლისა და ნესტისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებლი : HL USA

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს “ენ-ზე-მედ “

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Nefrober - ნეფრობერი სიროფი 600მლ
  • სახელი: Nefrober - ნეფრობერი სიროფი 600მლ
PSP 59.84 ლ
Nefrober - ნეფრობერი სიროფი 600მლ
  • სახელი: Nefrober - ნეფრობერი სიროფი 600მლ
PSP 59.84 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა