მეგა როიალი საბავშვო - Mega Royal Infans
მეგა როიალი საბავშვო - Mega Royal Infans

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მეგაროიალ საბავშვო 15მლ #20 დასალევი ხსნარის შემცველი ამპულა, საკვები დანამატი

ესენციური ვიტამინებისა და მინერალების წყარო ბავშვებისთვის. უზრუნველყოფს ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებას.

შემადგენლობა 1 ამპულაში: სამეფო ჟელე 500მგ, პროპოლისი 250მგ, Lactobacillus acidophilus 1x109 კწე/გ 50მგ, ვიტამინი A 400მკგ, ვიტამინი B1 0,55მგ, ვიტამინი B6 0,7მგ, ვიტამინი B12 1,25მკგ, ფოლიუმის მჟავა 100მკგ, პანთოტენის მჟავა 3მგ, ვიტამინი C 40მგ, ვიტამინი D 2,5მკგ, ვიტამინი E 6მგ α-TE, რკინა 7მგ, თუთია 5მგ.

კომპონენტები: წყალი, ფრუქტოზა, პროპოლისის ექსტრაქტი, ლიოფილიზებული სამეფო ჟელე (3:1) შეიცავს სულ მცირე 4% HDA-ს, Lactobacillus acidophilus 1x109 კწე/გ, L-ასკორბინის მჟავა, რკინის პიროფოსფატი, მარწყვის არომატიზატორი, თუთიის გლუკონატი, მჟავას მარეგულირებელი ლიმონმჟავა, კონსერვანტი კალიუმის სორბატი, DL- ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი, კალციუმის D-პანთოტენატი, დამატკბობელი სუკრალოზა, ციანკობალამინი (0.1%), ქოლეკალციფეროლი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, რეტინოლის პალმიტატი, თიამინის ჰიდროქლორიდი, ფტეროილმონოგლუტამის მჟავა. რძეს და რძის პროდუქტებს არ შეიცავს.

სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე) შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნუტრიენტებს, მათ შორის B ჯგუფის ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.

მის შემადგენლობაში შემავალი მჟავა HDA (10-ჰიდროქსი-2-დეცენის მჟავა) წარმოადგენს ცხიმოვან მჟავას, რომელიც არის იმუნომოდულატორი. ხასიათდება სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებებით.

სამეფო ჟელე აძლიერებს იმუნურ სისტემას. ზრდის ორგანიზმის დამცველობით უნარს ინფექციებისადმი. ამცირებს ინფექციური დაავადებების ინსიდენტობას.

პროპოლისი წარმოადგენს იმუნომოდულატორს. ზრდის მაკროფაგების ანტიმიკრობულ აქტივობას.

acidophilus- ს მრავალ სხვა თერაპიულ სარგებელთან ერთად იმუნური სისტემის გამაძლიერებელი მოქმედებაც აქვს, ახდენს გრიპისა და გაციების სიმტომების პრევენციას და შემცირებას.
ვიტამინი A, ვიტამინი B1, ვიტამინი B6, ვიტამინი B12, ფოლიუმის მჟავა, პანთოტენის მჟავა, ვიტამინი C, ვიტამინი D, ვიტამინი E, რკინა, თუთია ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

**ვიტამინი D **ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ნორმალურ აბსორბცია/უტილიზაციას, ძვალ-კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას.

გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:

გრიპისა და გაციების სიმპტომების პრევენცია და მკურნალობა
ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული და სოკოვანი ინფექციები
არასრულფასოვანი კვება
ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა
მეგაროიალ საბავშვო

არ შეიცავს გლუტენს
კარგად გადაიტანება დიაბეტიანებში
არ შეიცავს ალკოჰოლს
მიღების წესი: მიიღეთ 1 ამპ. დღეში ერთხელ საუზმის შემდეგ. შეიძლება, ამპულა გაიხსნას წყალში ან ხილის წვენში.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება ბავშვებში 3 წლამდე და შემადგენელი კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში. არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს. მოცულობა: 300მლ.

მწარმოებელი: DietMed – Produtos Dietéticos e Medicinais, S.A. Portugal.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Mega Royal Infans - მეგა როიალი საბავშვო 15მლ 20 ამპულა
  • სახელი: Mega Royal Infans - მეგა როიალი საბავშვო 15მლ 20 ამპულა
PSP 37.42 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა