ტიომაქსი - Tiomax
ტიომაქსი - Tiomax

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

თიომაქსი 600 არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს:

ალფა ლიპოის მჟავა -600 მგ (თიოქტის მჟავა)

ვიტამინი C -180 მგ;

ვიტამინი E- 30 მგ;

ვიტამინი B1- 1,1 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

თიოქტის მჟავა (ალფა- ლიპოის მჟავა) არის ენდოგენური ანტიოქსიდანტი (იკავშირებს თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში. წარმოიქმნება ალფა-კეტოქსილოლის დაჟანგვითი დეკარბოქსილირებით. ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას და ზრდის ღვიძლში გლიკოგენის რაოდენობას, ასევე ამცირებს ინსულინორეზისტენტობას.

ასტიმულირებს ქოლესტერინის ცვლას, ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. გააჩნია ჰეპატოპროტექტული, ჰიპოლიპიდური, ჰიპოქოლესტერინული, ჰიპოკალემიური მოქმედება. საკვებ დანამატში შემავალი C, B, E ვიტამინები ხელს უწყობენ ორგანიზმს ალფა- ლიპოის მჟავის შეწოვასა და ათვისებას. ასევე დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე.

ჩვენებები:

•დიაბეტური პოლინეიროპათია- ნერვული ტკივილი დიაბეტის მქონე ადამიანებში.
•ქოლესტერინის ან სხვა ცხიმების (ლიპიდების) მაღალი დონე სისხლში (ჰიპერლიპიდემია)
•სიმსუქნე. ალფა-ლიპოის მიღებამ შეიძლება შეამციროს სხეულის წონა მოზრდილებში.

გვერდითი მოვლენები:

შიგნით მიღებისას შეიძლება განვითარდეს დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, გულძმარვა, გულისრევა და პირღებინება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ჰიპერმგრძნობელობა საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. ბავშვთა ასაკში გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

თიომაქსით მკურნალობის დროს აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

ჰიპოგლიკემიის სიმპტომების თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროა ინსულინის დოზის შემცირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

თიოქტის მჟავა in vitro ზემოქმედებს ლითონების იონურ კომპლექსებთან. შესაბამისად, თიომაქსმა შეიძლება შეამციროს ცისპლატინის ეფექტი. შაქრის მოლეკულებთან წარმოშობს მძიმედ ხსნად კომპლექსურ ნაერთებს.

თიომაქსი, ერთდროული მიღებისას აძლიერებს ინსულინის ან შიგნით მისაღები დიაბეტური პრეპარატების ეფექტურობას.

ალკოჰოლი (ეთანოლი) ამცირებს თიოქტის მჟავის თერაპიულ აქტივობას.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით მისაღებად ინიშნება მოზრდილებში თიომაქსი 600-1800 მგ (1 ან 3 კაფსულა) ყოველდღიურად უზმოზე, 3-6 თვის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: შეფუთვაში არის 30 კაფსულა.

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ტიომაქსი 30 კაფსულა
  • სახელი: ტიომაქსი 30 კაფსულა
PSP 42.88 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა