პიკ ეპა - Peak EPA
პიკ ეპა - Peak EPA

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

პიკ ეპა

საკვები დანამატი

1 ჟელატინის კაფსულის შემადგენლობა:

სიროფი შეიცავს ალასკური პოლოკისგან (Theragra Chalcogramma) მიღებულ შემდეგ კომპონენტებს

ომეგა-3 ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) ................................ 750 მგ.

ომეგა-3 დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) .............................. 250 მგ.

არ შეიცავს: შაქარს, გლუტენს, სახამებელს, საფუარს, ფქვილს, რძის პროდუქტებს, ქიმიურ არომატიზატორებს, ქიმიურ საღებავებს, სოიოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ომეგა-3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზდება ორგანიზმში. იგი წარმოდგენილია დოკოზაჰექსაენისა (DHA) და ეიკოზაპენტაენის (EPA) მჟავების სახით. DHA შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას.

ომეგა-3 აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას, ასევე აუმჯობესებს კანის ტროფიკას. დადებითად მოქმედებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში, ხელს უშლის გაცხიმოვნებას. ომეგა-3 აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. ახორციელებს თრომბის წარმოქმნის პრევენციას. უზრუნველყოფს ორგნიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. ომეგა-3 შედის ფოტორეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში, ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას.

ფოსფოლიპიდები, დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) და ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) წარმოადგენენ უჯრედის პლაზმური მემბრანის მნიშვნელოვან ნაწილს, უზრუნველყოფენ მემბრანის ელასტიურობასა და სტაბილურობას. დოკოზაჰექსანის მჟავა შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას.

**გამოყენების რეკომენდაციები: **

ნევროლოგია: ყურადღების დეფიციტის სინდრომი, გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, ასთენია, დეპრესია, ქცევითი აშლილობები, ემოციური ლაბილობა

კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა, ათეროსკლეროზი, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია, პოსტინფარქტული პროფილაქტიკა, არითმია.

რევმატოლოგია: საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დაავადებები, რევმატოიდული დაავადებები, ოსტეოპოროზი.

**მეან - გინეკოლოგია: **ორსულთა პათოლოგიები (ჰიპერტონია, გიდ-ი, ჭარბი წონა, ნეფროპათია, ორსულთა დიაბეტი), ნაადრევი მშობიარობისა და ორსულობის შეწყვეტის პროფილაქტიკა, ორსულობის შემდგომი დეპრესიის განვითარების პროფილაქტიკა, ნაადრევი მშობიარობისა და ორსულობის შეწყვეტის პროფილაქტიკა, გესტოზების პროფილაქტიკა, თრომბოფილია, ნაყოფის ჰიპოტროფია, კლიმაქტერიული პეერიოდის ნევროზები, ემოციური ლაბილურობა.

გასტროენტეროლოგია : კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, ქოლეცისტიტი და მისი გამწვავების პროფილაქტიკა, კრონის დაავადება.

ენდოკრინოლოგია : ჭარბი წონა, ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი, გაცხიმოვნების შემცირება, ცილოვანი ბალანსის რეგულაცია, ანგიოპროტექტორული მოქმედება, ლიპიდური ცვლის დარღვევა, ათეროსკლეროზი, ტრიგლიცერიდემია.

დერმატოლოგია: კანის სიმშრალე, აქერცვლა, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა, ალერგიული დერმატიტები, ფსორიაზი.

**ნეფროლოგია: **ეიკოზანოიდების, ციტოკინების, თრომბოქსან A2 -ის გამონთავისუფლების შემცირება, პროტეინურიის შემცირება, ჰიპერტენზიის პრევენცია.

ონკოლოგია: ქიმიო და სხივური თერაპიისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ასთენია, კახექსია.

პულმონოლოგია: ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ტუბერკულიოზი.

სპორტული მედიცინა : ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, პროტეინების სინთეზის შემცირება, ძვალ-სახსართა სისტემის დაზიანებები.

ოფთალმოლოგია: ჰემერალოპია, მიოპია, მშრალი თვალის სინდრომი, დიაბეტური რეტინოპათია, მაკულის დეგენერაცია, კატარაქტა.

**დოზირება და მიღების წესი: **მიიღება 12 წლიდან. 1 კაფსულა დღეში ერთხელ წყლის მიყოლებით, კვების დროს.

უკუჩვენება : ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

აფთიაქიდან გაცემის წესი : გაიცემა ურეცეპტოდ.

გამოშვების ფორმა: კაფსულა N60.

მწარმოებელი: Wiley’s Finest, აშშ.

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში : შპს. ,,N-PHARMA”.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Peak EPA - პიკ ეპა 1250მგ 60 კაფსულა
  • სახელი: Peak EPA - პიკ ეპა 1250მგ 60 კაფსულა
PSP 104.85 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა