ნბლ - NBL
ნბლ - NBL

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა**:**

ოკეანის წყალი

ხსნარი წარმოადგენს იზოტონურ და სტერილურ საშუალებას. არ შეიცავს დამატებით დამცავ ნივთიერებებს. არ შეიცავს აზოტის გაზს. დამზადებულია Bag on valve ტექნოლოგიით. არ არის ფეთქებადი და არ იწვევს დამწვრობას.

თავისებურებები**:**

ჯანმრთელი ადამიანის ცხვირის ლორწოვანი გარსი ათბობს და ატენიანეს შესუნთქულ ჰაერს. სურდოს ან ლორწოვანის გამოშრობის პირობებში ცხვირი ვეღარ ასრულებს სრულფასოვნად თავის ფუნქციას. ლორწოვანში პათოგენური მიკრობების არსებობა ხშირად იწვევს ყელ-ყურ-ცხვირის დაინფიცირებას.

ნბლ სოლემარის ყოველდღიური შესხურებით ცხვირის გასუფთავება ხელს უწყობს ცხვირის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ნბლ სოლემარი არის ბუნებრივი ჰიგიენური საშუალება, ის არ არის წამალი.

  •     უზრუნველყოფს ცხვირის ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებას.
    
  •     ხელს უშლის ცხვირიდან გამონადენის წარმოქმნას
    
  •     ამარტივებს ბავშვებში ცხვირის მოწმენდის/გასუფთავების პროცედურას.
    

ჩვენებები**:**

- ცხვირის სხვადასხვა პრობლემები, სინუსიტები, ცხვირის გაჭედვა.

- ბავშვებსა და უფროსებში ცხვირის ყოველდღიური გასუფთავება და/ან

- ცხვირის ლორწოვანის დატენიანება.

გვერდითი მოვლენები**/არასასურველი ეფექტები/გაფრთხილება:**

არ ურთიერთქმედებს სხვა მედიკამენებთან.

არ გააჩნია რაიმე გვერდითი მოვლენა.

თუ მოიხმართ რაიმე მედიკამენტს ან სამედიცინო პროდუქტს, აცნობეთ ექიმს.

მედიკამენტი მოიხმარება 3 წლიდან.

თუ შეამჩნევთ რაიმე არასასურველ შედეგს, მიმართეთ ექიმს.

მოხმარების წესი**,დოზირება:**

ნბლ სოლემარი უსაფრთხოდ შეგიძლიათ მოიხმაროთ დამჯდარ, ფეხზე მდგარ ან დაწოლილ მდგომარეობაში. დოზატორის თავაკი განკუთვნიალია როგორც უფროსების ასევე ბავშვთა ასაკისათვის.

1.მოხსენით დამცავი თავსახური. 2. დოზატორის თავაკი ყურადღებით განათავსეთ ჯერ ერთ, ხოლო მერე მეორე ნესტოში. 3. მცირე ხნით დააწექით თავს. 4. დაიცადეთ, რათა ხსნარმა გახსნას ცხვირის ლორწოვანი და შემდეგ მოიწმინდეთ ცხვირი.

ნბლ სოლემარის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად, თითო ნესტოში დღეში 2 ან 3 შესხურება. პროდუქტი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

100 მლ ხსნარი წნევის ქვეშ ფლაკონში.

100 მლ ხსნარი შეიცავს სპრეის 300 დოზას.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
NBL Nasal Spray - ნბლ ცხვირის სპრეი 100მლ
  • სახელი: NBL Nasal Spray - ნბლ ცხვირის სპრეი 100მლ
PSP 19.25 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა