დოპელჰერც რიბოსანი - Doppelherz Ribosani
დოპელჰერც რიბოსანი - Doppelherz Ribosani

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

** დოპელჰერცი აქტივი რიბოსანი სიროფი 100 მლ**

მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები

· სწრაფად ხსნის მშრალ ხველას და ყელის ტკივილს

· აქვს ბუნებრივი ანტიბაქტერიული ეფექტი

· არ ახასიათებს ძილიანობა, არ შეიცავს ალკოჰოლს

უზრუნველყოფს სწრაფ შედეგს მშრალი ხველის, ყელის ტკივილის დროს, აღადგენს პირის ღრუს ლორწოვანს.

ლანცეტისებური მრავალძარღვას ექსტრაქტს, (Plantago lanceolata) როგორც ნატურალურ საშუალებას უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების და გაციების სამკურნალოდ. განსაკუთრებით მშრალ ხველასთან დაკავშირებული პირის ან ყელის გაღიზიანების სიმპტომური მკურნალობისთვის. გამორჩეული თერაპიული თვისებების და გვერდითი ეფექტების არარსებობის გამო, მას მიენიჭა ტიტული "სამკურნალო მცენარე 2014" ვიურცბურგის უნივერსიტეტის მიერ. ლანცეტისებური მრავალძარღვას ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ აუკუბინს, რომელიც არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი და აქვს სედატიური ეფექტი. ქმნის გარსს პირის ღრუსა და ყელის ლორწოვან გარსზე და ხელს უწყობს გაღიზიანების მოხსნას, ებრძვის ანთებას და ხსნის ხველას.

პიტნის ზეთი ამშვიდებს გაღიზიანებას, ებრძვის ანთებას და ამცირებს მშრალ ხველას.

დოზირება: მიიღება ერთი წლის ასაკიდან:

· 1 - 4 წელი 3 - ჯერ დღეში 5 მლ

· 4 - 12 წელი 3 - ჯერ დღეში 10 მლ

· 12 წლიდან და მოზრდილები 4 - ჯერ დღეში 10 მლ

შემადგენლობა: საქაროზას სიროფი, გლუკოზის სიროფი, ლანცეტისებური მრავალძარღვას ექსტრაქტი, წყალი, კალიუმის სორბიტი, პიტნის ზეთი.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

გამოშვების ფორმა: სიროფი 100 მლ.

რეკომენდაციები : არ მისცეთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებს! არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას! ეს პროდუქტი არ უნდა იქნეს მიღებული ალერგიებისას.

მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Doppelherz - დოპელჰერც რიბოსანი 100მლ
  • სახელი: Doppelherz - დოპელჰერც რიბოსანი 100მლ
PSP 20.19 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა