პსიდეპი - Psidep
პსიდეპი - Psidep

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**მირტაზაპინი პსიდეპი 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები **
**მირტაზაპინი პსიდეპი 30 მგ შემოგარსული ტაბლეტები **
მირტაზაპინი

ამ მედიკამენტის მიღებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ბროშურა, რადგან შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  •     შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა მისი ხელახალი წაკითხვის აუცილებლობა გქონდეთ.
    
  •     დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
    
  •     ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. დაუშვებელია მისი სხვისთვის მიცემა. მედიკამენტი შესაძლოა მათთვის საზიანო იყოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ დაავადების ნიშნები ერთნაირია.
    
  •     იმ შეთხვევაში თუ გამოვლინდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის ის გვერდითი ეფექტები რაც ამ ბროშურაში მითითებული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
    

რას მოიცავს ეს ბროშურა:

  1.  რა არის მირტაზაპინი პსიდეპი და რისთვის გამოიყენება
    
  2.  რა უნდა იცოდეთ მირტაზაპინი პსიდეპის მიღებამდე
    
  3.  როგორ გამოიყენება მირტაზაპინი პსიდეპი
    
  4.  შესაძლო გვერდითი მოვლენები
    
  5.  როგორ ინახება მირტაზაპინი პსიდეპი
    
  6.  შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაციები
    

1. რა არის მირტაზაპინი პსიდეპი და რისთვის გამოიყენება

მირტაზაპინი პსიდეპი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტული მედიკამენტების ჯგუფს. მირტაზაპინი პსიდეპი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

2. რა უნდა იცოდეთ მირტაზაპინი პსიდეპის მიღებამდე

არ მიიღოთ მირტაზაპინი პსიდეპი:

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მირტაზაპინის ან ამ მედიკამენტის სხვა კომპონენტების მიმართ (რომლებიც მითითებულია მე-6 ნაწილში). თუ ასეა, უნდა შეატყობინოთ თქვენ ექიმს დაუყონებლივ, მირტაზაპინი პსიდეპის მიღებამდე.

  • თუ იღებთ ან მიიღეთ ბოლო პერიოდში (ბოლო ორი კვირის განმავლობაში) მედიკამენტები სახელად მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორები (IMAO).

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მირტაზაპინი პსიდეპის მიღებამდე.

გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში
მირტაზაპინი პსიდეპის გამოყენება, ჩვეულებრივ, არ შეიძლება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში. ასევე, მნიშვნელოვანია ხაზგასმა იმ ფაქტზე, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, ამ ჯგუფის მედიკამენტების მიღებისას, უფრო მაღალია გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი, როგორიცაა თვითმკვლელობის ცდა, სუიციდაური აზრები და მტრული დამოკიდებულება (განსაკუთრებით, აგრესია, ოპოზიციური ქცევა და აღშფოთება). მიუხედავად ამისა, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს მირტაზაპინი პსიდეპი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, როცა გადაწყვეტს რომ ამის აუცილებლობა არის. თუ თქვენმა ექიმმა დანიშნა მირტაზაპინი პსიდეპი, 18 წლამდე ასაკის პაციენტში, და გსურთ ამ საკითხის მასთან გარკვევა, უნდა დაუკავშირდეთ ისევ მას. 18 წლამდე ასაკის პაციენტების მიერ მირტაზაპინი პსიდეპის მიღებისას, თქვენი ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ, თუ რომელიმე ზემოთ ხსენებული სიმპტომი გამოვლინდა. უნდა აღინიშნოს ასევე ის, რომ ამ ასაკის პაციენტებში მირტაზაპინი პსიდეპის მიღებისას, ზრდის, მომწიფების, შემეცნებითი და ქცევითი განვითარების მიმართ ჯერ არ არსებობს გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტის გარანტია.

**სუიციდური აზრები და დეპრესიის სიმპტომების გაუარესება **
თუ თქვენ გაქვთ დეპრესია, ზოგჯერ შესაძლოა გქონდეთ თვითდაზიანების ან სუიციდის მცდელობის აზრები. ასეთი ფიქრების მატება აღინიშნება ანტიდეპრესანტით მკურნალობის დაწყების ადრეულ ეტაპზე, ეს იმიტომ, რომ ამ მედიკამენტების მოქმედებისთვის საჭიროა გარკვეული დროის გასვლა.
ჩვეულებრივ, თერაპევტული ეფექტების გამოვლენისთვის ორი კვირა და ზოგჯერ მეტიც არის საჭირო.
აღნიშნული აზრების გაძლიერება შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგმა გარემოებებმა:
თუ მანამდეც აღგენიშნებოდათ სუიციდური აზრები, სუიციდის ან თვითდაზიანების მცდელობები;
თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, სუიციდის რისკი მატულობს ფსიქიატრიული აშლილობების მქონე 25 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.
თუ აღგენიშნებათ სუიციდური აზრები, თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის მცდელობები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან წადით საავადმყოფოში.
თქვენთვის კარგი იქნება მიმართოთ თქვენთვის ახლობელ ადამიანს ან ოჯახის წევრს, რომელიც დეპრესიაშია და მისცეთ მას ეს ბროშურა წასაკითხად. ასევე შეგიძლიათ მათ სთხოვოთ, რომ შეგატყობინონ თუ შეამჩნევენ თქვენი დეპრესიული მდგომარეობის გაუარესებას, ან თუ შეშფოთდებიან თქვენს ქცევაში არსებული ცვლილებების გამო.

ასევე გამოიჩინეთ სიფრთხილე მირტაზაპინი პსიდეპის გამოყენებისას, თუ ხართ ან ყოფილხართ შემდეგი მდგომარეობებიდან რომელიმეში:

  •     გაესაუბრეთ თქვენს ექიმს შემდეგი სიტუაციების გამოვლენის შესახებ, მირტაზაპინი პსიდეპის მიღებამდე, თუ ამას უკვე არ აკეთებთ;
    
  •     გულყრები (ეპილეფსია). თუ გამოვლინდა ან გახშირდა გულყრები, შეწყვიტეთ მირტაზაპინი პსიდეპის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს;
    
  •     ღვიძლის დაავადებები, მათ შორის სიყვითლე. თუ გაგივითარდათ სიყვითლე, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს;
    
  •     თირკმლის დაავადებები;
    
  •     კარდიული დაავადებები ან ჰიპოტენზია;
    
  •     შიზოფრენია. თუ ფსიქოზური სიმპტომები, როგორიც არის პარანოიდული იდეები გახშირდა ან უფრო დამძიმდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს;
    
  •     მანიაკალური დეპრესია (ენთუზიაზმის/ჰიპერაქტიურობის და დეპრესიული განწყობის პერიოდების მონაცვლეობა). თუ თქვენ გრძნობთ ეუფორიას ან ჰიპერაქტიურობას, შეწყვიტეთ მირტაზაპინი პსიდეპის გამოყენება და დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს;
    
  •     დიაბეტი (თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ინსულინის ან დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტების დოზის კორექტირება);
    
  •     თვალების დაავადებები, როგორიც არის თვალშიგა წნევის მომატება (გლაუკომა);
    
  •      შარდვის გაძნელება, რაც შესაძლოა პროსტატის ზრდის გამო იყოს გამოწვეული.
    

თუ თქვენ გაქვთ ინფექციის სიმპტომები, ცხელება აშკარა მიზეზის გარეშე, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები. შეწყვიტეთ მირტაზაპინი პსიდეპის მიღება და დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს სისხლის ანალიზების ჩასატარებლად. ზოგჯერ, ეს სიმპტომები მიუთითებს ზოგიერთ პაციენტში ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევაზე. ძალიან იშვიათად, ეს სიმპტომები ძირითადად ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 4-6 კვირის შემდეგ.
თუ ხართ ასაკოვანი პაციენტი. შესაძლოა გქონდეთ მომატებული მგრძნობელობა ანტიდეპრესანტების არასასურველი ეფექტების მიმართ.

სხვა მედიკამენტები და მირტაზაპინი პსიდეპი

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ (ან ფიქრობთ მიიღოთ) ნებისმიერს ქვემოთ აღნიშნული მედიკამენტებიდან.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან მიიღეთ ბოლო პერიოდში, ან აპირებთ მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

არ მიიღოთ მირტაზაპინი პსიდეპი შემდეგი მედიკამენტების პარალელურად:

მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორები (IMAO). ასევე, არ მიიღოთ მირტაზაპინი პსიდეპი IMAO პრეპარატებით მკუურნალობის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში. თუ შეწყვეტთ მირტაზაპინი პსიდეპის მიღებას, არ მიიღოთ IMAO პრეპარატები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.
მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი (ორივე ანტიდეპრესანტია) და სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ) მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორების (IMAO) მაგალითებია.

გამოიჩინეთ სიფრთხილე მირტაზაპინი პსიდეპის შემდეგ მედიკამენტებთან ერთად მიღების შემთხვევაში:

ანტიდეპრესანტები, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (ISRS), ვენლაფაქსინი, L-ტრიპტოფანი და ტრიპტანები (შაკიკის სამკურნალო საშუალებები) ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი), ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი), ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიატრიული აშლილობების დროს) და პრეპარატები დამზადებული მცენარე კრაზანაზე - Hypericum perforatum (დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება). ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მირტაზაპინი პსიდეპის იზოლირებულმა ან მისი ამ მედიკამენტებთან ერთობლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომი. ამ სინდრომისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: ცხელება აშკარა მიზეზის გარეშე, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, დიარეა, კუნთოვანი შეკუმშვა (უკონტროლო), კანკალი, შეცვლილი რეფლექსები, მოუსვენრობა, ხასიათის ცვლილება და გონების დაკარგვა. თუ თქვენ აგეღნიშნებათ ამ სიმპტომთაგან რამდენიმე მაინც, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ნეფაზოდონის ანტიდეპრესანტი. ამ მედიკამენტმა შესაძლოა გაზარდოს მირტაზაპინი პსიდეპის შემცველობა თქვენს სისხლში. შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ამ მედიკამენტს. შესაძლოა, აუცილებელი გახდეს მირტაზაპინი პსიდეპის დოზის შემცირება, ან როცა შეწყვეტთ ნეფაზოდონით მკურნალობას, მირტაზაპინი პსიდეპის დოზის ისევ გაზრდა.

შფოთვის და უძილობის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცა არის ბენზოდიაზეპინები.
შიზოფრენიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიც არის ოლანზაპინი.
ალერგიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიც არის ცეტირიზინი.
ძლიერ ტკივილგამაყუჩებლები, როგორიც არის მორფინი.
ამ მედიკამენტთან ერთად მირტაზაპინის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობის გაზრდა.

ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები; ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (როგორიც არის ერითრომიცინი), სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (როგორიც არის კეტოკონაზოლი) და აივ/შიდსის სამკურნალო პრეპარატები (როგორიც არის აივ პროტეაზის ინჰიბიტორები).
მირტაზაპინი პსიდეპის ამ მედიკამენტებთან ერთობლივმა გამოყენებამ, შესაძლოა სისხლში მირტაზაპინი პსიდეპის დონე გაზარდოს. თუ აღნიშნული პრეპარატებიდან რომელიმეს იღებთ, აცნობეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა დაგჭირდეთ მირტაზაპინი პსიდეპის დოზის შემცირება, ან ამ მედიკამენტებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა კვლავ მოგიწიოთ მიირტაზაპინი პსიდეპის დოზის გაზრდა.

ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა კარბამაზეპინი და ფენიტოინი; და ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა რიფამპიცინი.
მირტაზაპინი პსიდეპის ამ მედიკამენტებთან ერთობლივმა გამოყენებამ, შესაძლოა სისხლში მირტაზაპინი პსიდეპის დონე გაზარდოს. თუ აღნიშნული პრეპარატებიდან რომელიმეს იღებთ, აცნობეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა დაგჭირდეთ მირტაზაპინი პსიდეპის დოზის შემცირება, ან ამ მედიკამენტებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა კვლავ მოგიწიოთ მიირტაზაპინი პსიდეპის დოზის გაზრდა.

ანტიკოაგულანტები, როგორიც არის ვარფარინი.
მირტაზაპინი პსიდეპმა შესაძლოა სისხლში ვარფარინის ეფექტის გაზრდა გამოიწვიოს. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ამ პრეპარატს. ერთობლივი გამოყენების შემთხვევაში რეკომენდირებულია, რომ ექიმმა ყურადღებით აწარმოოს თქვენი სისხლის პარამეტრების მონიტორინგი.

მირტაზაპინი პსიდეპი საკვებთან და სასმელთან ერთად

მირტაზაპინი პსიდეპის მიღების პერიოდში, თუ დალევთ ალკოჰოლს, შესაძლოა იგრძნოთ ძილიანობა.
არავითარი სახის ალკოჰოლური სასმელის მიღება რეკომენდირებული არ არის.
ამ მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

**ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა **

კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
შეზღუდულმა მონაცემებმა არ აჩვენა მომატებული რისკი ორსული ქალების მიერ ამ მედიკამენტის გამოყენებისას.
თუმცა, ორსულობისას სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული.
თუ იღებთ მირტაზაპინი პსიდეპს და დაორსულდით ან ფიქრობთ დაორსულებას, ჰკითხეთ თქვენს ექიმს თუ შეგიძლიათ გააგრძელოთ მირტაზაპინი პსიდეპის მიღება. თუ იღებთ მირტაზაპინი პსიდეპს ბავშვის დაბადებამდე ან ახლო პერიოდში, თქვენი ბავშვი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ შესაძლო არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენის გამო.
დარწმუნდით, რომ თქვენი ექიმი ან მედპერსონალი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ იღებთ მირტაზაპინი პსიდეპს.
როცა მიღება ხდება ორსულობისას, მსგავსმა პრეპარატებმა (ISRS) შესაძლოა ჩვილში მუდმივი პულმონარული ჰიპერტენზიის (HPPN) მძიმე სიტუაციის რისკი გაზარდოს, რაც იწვევს ბავშვის გახშირებულ სუნთქვას და მის გალურჯებას. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, ვლინდაბა დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს მოხდა, დაუყონებლივ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან მედპერსონალს.
თუ იღებთ მირტაზაპინ პსიდეპს, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ჩვილის ძუძუთი კვების შესაძლებლობის თაობაზე.

** ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება**

მირტაზაპინი პსიდეპმა შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენს კონცენტრაციაზე ან სიფხიზლეზე.
ავტომობილის და მექანიზმების მართვამდე, დარწმუნდით, რომ თქვენს შესაძლებლობებზე გავლენა არ მოახდინა.
მირტაზაპინი პსიდეპი შეიცავს ლაქტოზას.
თუ თქვენი ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, დაუკავშირდით მას ამ მედიკამენტის მიღებამდე.

3. როგორ გამოიყენება მირტაზაპინი პსიდეპი

მიიღეთ ეს მედიკამენტი თქვენი ექიმის მითითებების თანახმად. კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

**როგორია მისაღები დოზა **

საწყისი ჩვეულებრივი დოზა არის 15 ან 30 მგ დღეში. რამოდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ, თქვენ ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ დოზის გაზრდა იმ დოზამდე რომელიც თქვენთვის უკეთესი იქნება (15-დან 45 მგ-მდე დღეში). დოზა, ჩვეულებრივ, ყველა ასიკისთვის ერთნაირია. თუმცა, თუ ხართ ასაკოვანი ან გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გააკეთოს დოზის კორექტირება.

**როდის უნდა მიიღოთ მირტაზაპინი პსიდეპი **

მიიღეთ მირტაზაპინი პსიდეპი ყოველდღე ერთი და იგივე დროს.
სასურველია, მიიღოთ მირტაზაპინი პსიდეპი მხოლოდ ერთი მიღებით, დაწოლის წინ. თუმცა, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მირტაზაპინი პსიდეპის დოზის გაყოფა - ერთი დილით და მეორე ღამით, დაწოლის წინ. უფრო დიდი დოზა მიღებულ უნდა იქნეს დაწოლის წინ. მიიღეთ ტაბლეტები ორალური გზით. მირტაზაპინი პსიდეპის დანიშნული დოზა მიიღეთ დაღეჭვის გარეშე, ცოტა წყალთან ან წვენთან ერთად.

როდის არის შესაძლებელი გაუმჯობესების ნიშნების შემჩნევა

ჩვეულებრივ, მირტაზაპინი პსიდეპი ეფექტის გამოვლენას დაიწყებს 1-დან 2 კვირამდე მკურნალობის შემდეგ და 2-4 კვირის შემდეგ შესაძლოა უკვე იგრძნოთ გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში, მიმართოთ თქვენს ექიმს მირტაზაპინი პსიდეპის ეფექტებთან დაკავშირებით:

  • მირტაზაპინი პსიდეპით მკურნალობის დაწყებიდან 2-დან 4 კვირამდე, შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ როგორ იმოქმედა ამ მედიკამენტმა.
    თუ ჯერ არ იგრძნობთ გაუმჯობესებას, თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ უფრო დიდი დოზა. ამ შემთხვევში, ისევ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს 2-დან 4 კვირამდე. ჩვეულებრივ, აუცილებელია მირტაზაპინის მიღება დეპრესიის სიმპტომების გაქრობამდე 4-დან 6 თვემდე.

თუ გადააჭარბებთ მირტაზაპინი პსიდეპის მისაღებ დოზას

თუ მიიღეთ, ან ვინმემ მიიღო მირტაზაპინი პსიდეპის გადაჭარბებული დოზა, დაუყონებლივ გამოიძახეთ ექიმი.
მირტაზაპინი პსიდეპის გადაჭარბებული დოზით გამოწვეული (სხვა მედიკამენტებისა და ალკოჰოლის მიღების გარეშე) ყველაზე ხშირი ეფექტებია ძილიანობა, დეზორიენტაცია და გახშირებული გულისცემა.

**თუ დაგავიწყდათ მირტაზაპინი პსიდეპის მიღება **

თუ უნდა მიიღოთ თქვენი დოზა ერთჯერ დღეში: თუ დაგავიწყდათ მირტაზაპინი პსიდეპის მიღება, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. დაივიწყეთ ეგ დოზა და მიიღეთ შემდეგი ჩვეულ დროს.
თუ უნდა მიიღოთ თქვენი დოზა ორჯერ დღეში: თუ დაგავიწყდათ დილის დოზის მიღება, უბრალოდ მიიღეთ ის ღამის დოზასთან ერთად.
თუ დაგავიწყდათ ღამის დოზის მიღება, არ მიიღოთ ის შემდეგი დილის დოზასთან ერთად; დაივიწყეთ ეგ დოზა და გააგრძელეთ მკურნალობა დილას და დაწოლისას მისაღები თქვენი ჩვეული დოზებით.
თუ დაგავიწყდათ ორივე დოზის მიღება, არ უნდა ეცადოთ გამოტოვებული დოზების ანაზღაურება; დაივიწყეთ ეგ ორივე დოზა და მომდევნო დღეს გააგრძელეთ მკურნალობა დილას და დაწოლისას მისაღები თქვენი ჩვეული დოზებით.

**თუ შეწყვეტთ მირტაზაპინი პსიდეპის მიღებას **

შეწყვიტეთ მირტაზაპინი პსიდეპით მკურნალობა მხოლოდ თქვენი ექიმის ინფორმირების შემდეგ.
თუ შეწყვეტთ ძალიან ადრე, თქვენი დეპრესია შესაძლოა ისევ გამოვლინდეს. როგორც კი თავს უკეთ იგრძნობთ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს როდს უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა.
არ შეწყვიტოთ მკურნალობა მოულოდნელად, მიუხედავად იმისა თუ დეპრესია გაქრა და მოულოდნელად შეწყვეტთ მირტაზაპინი პსიდეპის მიღებას, შესაძლოა თავი იგრძნოთ ავად, გამოვლინდეს თავბრუსხვევა, ნევროზულობა ან მოუსვენრობა და თავის ტკივილი.
ამ სიმპტომების თავიდან აცილება შესაძლებელია მკურნალობის თანდათანობით შეწყვეტით. თქვენი ექიმი გეტყვით თუ როგორ შეამციროთ დოზა თანდათანობით.
თუ კიდევ გაგიჩნდათ კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტი, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველა ადამიანში არ ვლინდება.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენის მოხდენის ალბათობა უფრო მეტია ვიდრე სხვების.
მირტაზაპინი პსიდეპის შესაძლო გვერდითი მოვლენები ქვემოთ არის აღნიშნული და კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1 მომხმარებელში
ხშირი: ვლინდება 100-დან 1-10 მომხმარებელში
ნაკლებად ხშირი: ვლინდება 1000-დან 1-10 მომხმარებელში
იშვიათი: ვლინდება 10000-დან 1-10 მომხმარებელში
ძალიან იშვიათი: ვლინდება 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში 10000-დან
უცნობი: ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია გამოთვლა.

ძალიან ხშირი:
მადის გაძლიერება და წონის მომატება
მოდუნებულობა ან ძილიანობა
თავის ტკივილი
პირის სიმშრალე.

ხშირი:
ლეთარგია
თავბრუსხვევა
წონასწორობის ნაკლებობა და ტრემორი
გულისრევა
დიარეა
ღებინება
მონაყარი კანზე (ეგზანთემა)
სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია)
ზურგის ტკივილი
გაბრუება ან გონების დაკარგვა უეცარი წამოდგომისას (ორთოსტატიკური ჰიპოტენზია)
შეშუპება (ძირითადად ტერფის და კოჭის არეში) სითხის შეკავების გამო (ედემა)
დაღლილობა
მკაფიოდ გამოხატული სიზმრები
დაბნეულობა
ნევროზულობა
ძილის პრობლემები

ნაკლებად ხშირი:
მომატებული ემოციურობის და აგზნებადობის შეგრძნება (მანია).
- შეწყვიტეთ მირტაზაპინი პსიდეპის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
არანორმალური შეგრძნებები კანზე: წვა, კანქვეშ მწერების ცოცვის შეგრძნება, ჩხვლეტა ან ქავილი (პარესთეზია)
ფეხების დაღლილობა
გულის წასვლა (სინკოპე)
პირის ღრუს დაბუჟება (ორალური ჰიპოესთეზია)
დაბალი არტერიული წნევა
ღამის კოშმარები
მოუსვენრობის შეგრძნება
ჰალუცინაციები
მუდმივი მოძრაობის სურვილი

იშვიათი: თვალების და კანის გაყვითლება, რაც შესაძლოა ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებდეს (სიყვითლე).
- შეწყვიტეთ მირტაზაპინი პსიდეპის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
კუნთების მოულოდნელი შეკუმშვა (მიოკლონუსი).

უცნობი: ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ტემპერატურის უეცარი მომატება აშკარა მიზეზის გარეშე, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლული (აგრანულოციტოზი)
- შეწყვიტეთ მირტაზაპინი პსიდეპის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, სისხლის ანალიზის გასაკეთებლად.
იშვიათ შემთხვევაში, მირტაზაპინი პსიდეპმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევა (ძვლის ტვინის დათრგუნვა). ზოგიერთი პაციენტი შესაძლოა გახდეს ნაკლებად რეზისტენტული ინფექციების მიმართ, რადგან მირტაზაპინი პსედეპმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დროებითი შემცირება (გრანულოციტოპენია). იშვიათ შემთხვევაში, მირტაზაპინი პსიდეპს ასევე შეუძლია გამოიწვიოს წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ისევე როგორც თრომბოციტების (აპლასტიური ანემია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) სისხლის თეთრი უჯრედების გაზრდილი რაოდენობა (ეოზინოფილია).
ეპილეფსიის შეტევები (გულყრები).
- შეწყვიტეთ მირტაზაპინი პსიდეპის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა: აუხსნელი ცხელება, ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, დიარეა, კუნთების შეკუმშვა (უკონტროლო), კანკალი, შეცვლილი რეფლექსები, მოუსვენრობა, განწყობის ცვლილება და გონების დაკარგვა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს სეროტონინული სინდრომის ნიშნები.
- შეწყვიტეთ მირტაზაპინი პსიდეპის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. თვითაგრესიის და თვითმკვლელობის ფიქრების გამოვლენის შემთხვევაში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან დაუყონებლივ მიმართეთ საავადმყოფოს.
არანორმალური შეგრძნებები პირის ღრუში (ორალური პარესთეზია), პირის ღრუს შეშუპება (ედემა პირის ღრუში).
ჰიპონატრიემია.
ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეცია.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის შესაძლო გვერდითი ეფექტი რაც ამ ბროშურაში მითითებული არ არის, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება მირტაზაპინი პსიდეპი

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი თუ შეამჩნევთ გაფუჭების ნიშნებს.
არ გადააგდოთ არცერთი მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ. ამ ზომების მიღება დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაციები

როგორია მირტაზაპინი პსიდეპის შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა მირტაზაპინი. თითო შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ ან 30 მგ მირტაზაპინს.

  • სხვა კომპონენტებია: სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მონოჰიდრატული ლაქტოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), მაკროგოლი 400 და მაკროგოლი 6000.

მირტაზაპინი პსიდეპის 30 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტები ასევე შეიცავს რკინის ოქსიდს წითელს (E172).

როგორია მირტაზაპინი პსიდეპის ფორმა და შეფუთვის შიგთავსი

მირტაზაპინი პსიდეპი 15 მგ წარმოდგენილია შემოგარსული ტაბლეტების ფორმით, მრგვალი, ყვითელი და ერთ მხარეს ცენტრალური ჭრილით.
მირტაზაპინი პსიდეპი 30 მგ წარმოდგენილია შემოგარსული ტაბლეტების ფორმით, მრგვალი, მოვარდისფრო და ერთ მხარეს ცენტრალური ჭრილით.
ტაბლეტის ცენტრალური ჭრილი განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ მისი გაყოფის გაადვილებისთვის, გადაყლაპვის გამარტივების მიზნით და არა მისი ორ ერთნაირ დოზად გაყოფისთვის.

მირტაზაპინი პსიდეპი ხელმისაწდომია 14, 20, 28, 30 და 56 ცალიან შემოგარსული ტაბლეტების შეფუთვებში და ასევე 50, 100 და 200 ცალიან შეფუთვებში (ჰოსპიტალური გამოყენებისთვის).

შესაძლოა, ყველა შეფუთვა არ იყოს კომერციალიზებული.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Psidep - პსიდეპი 30მგ 56 ტაბლეტი
  • სახელი: Psidep - პსიდეპი 30მგ 56 ტაბლეტი
PSP 31.76 ლ
Psidep - პსიდეპი 30მგ 56 ტაბლეტი
  • სახელი: Psidep - პსიდეპი 30მგ 56 ტაბლეტი
PSP 47.9 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა