ელლადენტი ქეარი - EllaDent Care
ელლადენტი ქეარი - EllaDent Care

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

იდეალურია: ღრძილების ანთებისათვის და ჰალიტოზისგან დასაცავად. აუცილებელია ორთოდონტიული მექანიზმების და მოსახსნელი პროთეზის მქონე ადამიანებისთვის.

ჩვენებები:
· პერიოდონტიტი;
· სკალირება და ფესვის დაბჟენა;
· პრე და პოსტ ოპერაციულად;
· ბიოაპკის სრულყოფილი ფორმირება.

შემადგენლობა:
· ქლორჰექსიდინი 0,12% - ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული მოქმედება, კბილის ნადების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის;
· ჰიალურონის მჟავა 0,1% - პირის ღრუს ქსოვილების სწრაფი რეგენერაციისა და დატენიანებისთვის;
· პროპოლისი - აქვს ანტიმიკრობული მოქმედება, ბუნებრვად იცავს კბილების მინანქარს.

უპირატესობები:

  • არ შეიცავს ალკოჰოლს ან პარაბენს, ამიტომ ის არ იწვევს პირის სიმშრალეს და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას;
  • დაშვებულია დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის;
  • თავსებადია ჰომეოპათიურ მკურნალობასთან, რადგან ის არ შეიცავს მენთოლს და კოფეინს;
  • აქვს სასიამოვნო გემო, რომელიც არ იწვევს წვის შეგრძნებებს ან გემოვნების დარღვევას.

გამოყენება:

გამოივლეთ პირის ღრუში 1-2 წთ-ით 10 მლ ხსნარი, დღეში ორჯერ 20-25 დღის განმავლობაში.

გაფრთხილება: არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში; გადაყლაპვა მიზანშეწონილი არ არის; შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას; ორსულობის ან ლაქტაციის დროს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
EllaDent - ელლადენტი ქეარი 012 სავლები 3011
  • სახელი: EllaDent - ელლადენტი ქეარი 012 სავლები 3011
PSP 27.65 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა