ვარსკვლავი - Zvezdochka
ვარსკვლავი - Zvezdochka

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ბალზამი ვარსკვლავი®
სავაჭრო დასახელება: ბალზამი ვარსკვლავი®

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება:
მიხაკის ყვავილების ზეთი + ქაფური + ჩინური დარიჩინის ქერქის ზეთი + ბაღის პიტნის ფოთლების ზეთი + ევკალიპტის ფოთლების ზეთი + [ლევომენთოლი]

სამკურნალო ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო

შემადგენლობა 4 გ-ში:
მოქმედი ნივთიერებები:
ლევომენთოლი 0.455 გ
რაცემიკული ქაფური 0.910 გ
ბაღის პიტნის ფოთლების ზეთი 0.530 გ (0.590 მლ)
ევკალიპტის ფოთლების ზეთი 0.129 გ (0.140 მლ)
მიხაკის ყვავილების ზეთი 0.236 გ (0.228 მლ)
ჩინური დარიჩინის ქერქის ზეთი 0.056 გ (0.053 მლ)

დამხმარე ნივთიერებები:
ფუტკრის ცვილი 0.611 გ
პარაფინი 0.842 გ
უწყლო ლანოლინი 0.084 გ
ვაზელინი 0.063 გ
თხევადი პარაფინი 0.084 გ
საღებავი ქინოლინის ყვითელი E104 0.0896 მგ
საღებავი ყავისფერი შოლვენტ ღედ 3 0.0224 მგ

აღწერილობა: ერთგვაროვანი კონსისტენციის მალამო, ღია ყვითელიდან მოყავისფრო- ყვითელ ფერამდე დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბუნებრივი წარმოშობის ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალება.

ათქ კოდი : R05X

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ადგილობრივი გამაღიზიანებელი, გაღიზიანების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება

გამოყენების ჩვენებები:
გამოიყენება სიმპტომური მკურნალობის სახით მწვავე რესპირატორული დაავადებების (მრდ), გრიპის, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, რინიტის (სურდოს), მწერების ნაკბენების კომპლექსური თერაპიის დროს.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
კანის საფარველის დაზიანება, კანის დაავადებების არსებობა პრეპარატის გამოყენების ადგილზე (პიოდერმია, დერმატიტი, ეგზემა).
ეპილეფსია, კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება, სპაზმოფილია, ბრონქული ასთმა, ყივანახველა.
2 წლამდე ასაკის ბავშვები.

ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება:
ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.

გამოყენების წესი და დოზირება:
განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის. თავის ტკივილისა და თავბრუსხვევის დროს მალამოს შეზელვა უნდა მოხდეს საფეთქლისა და კეფის არეში. რინიტის (სურდოს), მრდ- ის დროს – მალამოს შეზელვა უნდა მოხდეს ცხვირის ნესტოების კანზე, საფეთქლის მიდამოში. მწერების ნაკბენის შემთხვევაში მალამო უნდა დაიტანონ ნაკბენ ადგილზე.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რექციები, რომელთა განვითარების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მათ შორის რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

დოზის გადაჭარბება:
არ არის ცნობები დოზის გადაჭარბების შესახებ.
შემთხვევით პრეპარატის შიგნით მიღებისას დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს: კუჭ-ნაწლავის სიმპტომებს (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცელში) და ნევროლოგიურ დარღვევებს (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება/ალები, კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა და კომა).
უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. მცირეწლოვან ბავშვებში არ უნდა იქნას გამოწვეული ღებინება ქაფურის შემდგომი ინჰალაციის და ლარიგოსპაზმის განვითარების რისკის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. მალამოს შიგნით მიღებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი.

განსაკუთრებული მითითებები:
თავიდან უნდა იქნას აცილებული მალამოს თვალში, ცხვირის ლორწოვან გარსზე და პირის ღრუში, ასევე, კანის დაზიანებულ ადგილებზე მოხვედრა.
ფოტოსენსიბილიზაციის რისკის გამო მალამოს გამოყენების შემდეგ მზეზე ყოფნა არ არის რეკომენდებული.
ლორწოვან გარსებზე მალამოს მოხვედრისას, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას მოცილებული სველი ხელსახოცით და ჩამორეცხილ უნდა იქნას დიდი რაოდენობა წყლით.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა : პრეპარატი არ ახდენს გავლენას პოტენციურად სახიფათო ქმედების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების განსაკუთრებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა, დისპეტჩერის და ოპერატორის მუშაობა).

გამოშვების ფორმა:
გარეგანი გამოყენების მალამო.
4 გ გარეგანი გამოყენების მალამო მოთავსებულია თუნუქის ქილაში. თითოეული ქილა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა:
5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ბალზამი ,,ვარსკვლავი” ზიროჩკა 4გ
  • სახელი: ბალზამი ,,ვარსკვლავი” ზიროჩკა 4გ
PSP 2.73 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა