რამნო კიდსი - Ramno Kids
რამნო კიდსი - Ramno Kids

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

RAMNO D3 KIDS

რამნო D3 ქიდსი

შემადგენლობა: ვიტამინი D3. Lactobacillus rhamnosus SP1, ზეითუნის ზეთი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების ზეთი, სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი.

ჩვენებები: ახალშობილისა და ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარება.

დოზირება და მიღების წესი: გამოყენებამდე უნდა მოხდეს ბოთლის კარგად შენჯღრევა. რეკომენდებული დღიური დოზა ახალშობილებში, მცირეწლოვან და უფროსი ასაკის ბავშვებში: 6 წვეთი დღეში ერთხელ, კვებისგან დამოუკიდებლად. მიიღება დამოუკიდებლად, ხილის წვენთან ან რძესთან ერთად. რეკომენდებულია რეგულარული გამოყენება ზამთარში. ზაფხულში გამოიყენება 14 დღის განმავლობაში და შემდგომ კეთდება 14 დღიანი პაუზა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: თუ ბავშვი იღებს ანტიბიოტიკებს, პრეპარატის მიღება ხდება 3 საათიანი ინტერვალით. თუ ბავშვს ეძლევა სხვა პროდუქტი, რომელიც შეიცავს ვიტამინ D3-ს, რამნო D3 ქიდსის გამოყენებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები: არ უნდა მოხდეს რეკომენდებულ დოზას გადაჭარბება. საკვები დანამატი არ უნდა იქნეს გამოყენებული როგორც მრავალფეროვანი დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. გამოყენების შემდგომ უნდა მოხდეს ბოთლის კარგად დახურვა. არ უნდა მოხდეს პროდუქტის წყალთან კონტაქტი.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 10 მლ წვეთები შიგნით მისაღებად. ყავისფერი მინის ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება 5-25 0C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მოქმედების ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი:

NATURAL PHARMA KOZETIK,PAZARLAMA IC DIS TICARED LTD.STI თურქეთი

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Ramno Kids - რამნო კიდსი D3 წვეთები 20მლ
  • სახელი: Ramno Kids - რამნო კიდსი D3 წვეთები 20მლ
PSP 28.04 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა