სწრაფი ტესტი Ag SARS-COVID - Rapid Test Ag SARS-COVID
სწრაფი ტესტი Ag SARS-COVID - Rapid Test Ag SARS-COVID

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

Sars-Cov ანტიგენის ტესტი წარმოადგენს სწრაფ ქრომატოგრაფიულ იმუნოანალიზს, რომელიც თვისობრივად განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის ანტიგენის არსებობას ცხვირ-ხახის ნაცხის ნიმუშში.

ტესტი გამოიყენება ვირუსის ორგანიზმში არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, ადრეულ ეტაპზე (სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღიდან) და ინფექციის მწვავე პერიოდში ანტიგენის გამოვლენის მიზნით. წარმოადგენს პჯრ ტესტის ანალოგს.

გააჩნია რიგი უპირატესობები:

  • ტესტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით – 97,5%
  • არ საჭიროებს დამატებით აღჭურვილობას ვირუსის გამოსავლენად.
  • ერთი ტესტის შესრულებისა და პასუხის მიღების დრო – 15-30 წუთი.
  • გამოყენების სიმარტივე, შესაძლებელია ტესტის სახლის პირობებში შესრულება.
  • ანალიზის შედეგების სწრაფად მიღება დაავადების ადრეულ ეტაპზე (პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე).
  • იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების შესაძლებლობა.
  • მოცემული ტესტი წარმოებულია ბრიტანული კომპანია „პრესტიჟ დიაგნოსტიკის“ მიერ, რომელიც წარმოადგენს სადიაგნოსტიკო რეაგენტების წამყვან წარმოებას. რეაგენტებს აქვთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისი. კომპანიას აქვს ISO 13485: 2016 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია

როდის ჩავიტაროთ ტესტი?
რეკომენდებულია ანტიგენზე ტესტის ჩატარება სიმპტომების გამოვლენიდან 6 დღის განმავლობაში და ანტისხეულებზე ტესტირება მე-7 დღიდან.

ტესტი განკუთვნილია:

კლინიკებისთვის: ტესტის მეშვეობით სამედიცინო პერსონალს შეუძლია 15 წუთში გამოავლინოს ვირუსის „მატარებელი“ პირი და მიიღოს გადაწყვეტილება ვირუსის „მატარებლის“ იზოლაციის ან პაციენტის სპეციალურ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციის შესახებ.

ლაბორატორიებისთვის: ტესტი საშუალებას აძლევს ლაბორატორიებს გამოავლინოს ვირუსი ადრეულ ეტაპზე (სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღიდან) და ინფექციის მწვავე ფაზაში, მასიური ტესტირების და ბინაზე გასვლის გზით. არის პჯრ ტესტის ანალოგი.

დამსაქმებლებისთვის: ტესტი საშუალებას იძლევა გამოავლინოთ დაინფიცირებული თანამშრომლები ადრეულ ეტაპზე.

ფიზიკური პირებისთვის: ნებისმიერ პირს სპეციალური მომზადების გარეშე შეუძლია ჩაიტაროს ტესტი სახლის პირობებში. ტესტი საშუალებას მოგვცემს გავარკვიოთ არის თუ არა რესპირატორული სიმპტომები კოვიდ-19 ინფექციით გამოწვეული.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

ტესტირებისთვის საჭიროა ცხვირ-ხახის ნაცხი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სწრაფი ტესტი Ag SARS-COVID 1 ცალი
  • სახელი: სწრაფი ტესტი Ag SARS-COVID 1 ცალი
PSP 35.12 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა