სინულან ფორტე არმა - Sinulan forte aroma
სინულან ფორტე არმა - Sinulan forte aroma

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

Sinulan forte - სინულან ფორტე არომა 6 პლასტირი

ინოვაციური, არომატული, ანტიალერგიული პატჩები შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის, 18 თვიდან.

  • შეიცავს 100 % ბუნებრივ მცენარეულ ეთერზეთებს
  • განაპირობებს სასუნთქი გზების ჯანსაღ ფუნქციობას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს
  • ახდენს, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით გამოწვეული დისკომფორტის, კუპირებას და აადვილებს სუნთქვას 8 საათის განმავლობაში
  • აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისაგან
  • გააჩნია დამამშვიდებელი, ანტისპაზომლიზური და ანტივირუსული მოქმედება.

არომათერაპია (ეთერზეთოვანი თერაპია) - გულისხმობს ბუნებრივი, მცენარეული ექსტრაქტების გამოყენებას ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

თითოეული არომატული პატჩი შეიცავს:

  • ფიჭვის ეთერზეთი - ხასიათდება ძლიერი ანტივირუსული, ბაქტერიოციდული, ანტისეპტიკური, ანტისპაზომლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
  • ევკალიპტის ეთერზეთი - გამოირჩევა ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, რეგენერაციის მასტიმულირებელი და დამამშვიდებელი მოქმედებით.
  • როზმარინის ეთერზეთი - გააჩნია ძლიერი ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ამოსახველებელი და ბრონქოდილატატორული მოქმედება.
  • პიტნის ეთერზეთი - გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიპირეტული, შეშუპების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება.
  • ფორთოხლის ეთერზეთი - ამცირებს სასუნთქი გზების ლორწოვანის შეშუპებასა და აუმჯობესებს სუნთქვისა და ძილის ხარისხის.

    » თითოეული პატჩი გამოყოფს მცენარეული ეთერზეთების არომატს 8 საათის განმავლობაში
    »
    მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 20 წუთში
    »
    ეფექტის ხანგრძლივობა ნარჩუნდება 8 საათამდე
    »
    უნიკალური კომბინაცია უზრუნველყოფს ანტიალერგიულ მოქმედებას

ჩვენებები:

  • სინუსიტის, რინიტის, ტონზილიტის, ტრაქეიტის, ლარინგიტის, ფარინგიტის პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, ბრონქიოლიტის კომპლექსური თერაპია;
  • პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთება;
  • ალერგიული რეაქციებით გამოწვეული სუნთქვის გაძნელება, გაძლიერებული ლორწოს სეკრეცია, ხველა და ცემინება;
  • ძილის დარღვევები და აღგზნებადობა.

გამოყენების წესი:
პატჩის გამოყენება რეკომენდებულია ძილის წინ. მოაცილეთ პატჩს დამცავი ფენა და წებოვანი ზედაპირით მიამაგრეთ ბავშვის ტანისამოსს გულ-მკერდის მიდამოში. პატჩის მოქმედება გრძელდება 8 საათი.

სიფრთხილის ზომები: პატჩის დამაგრება არ უნდა მოხდეს სხეულის ღია ზედაპირზე - კანზე უშუალო კონტაქტით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Sinulan forte - სინულან ფორტე არომა 6 პლასტირი
  • სახელი: Sinulan forte - სინულან ფორტე არომა 6 პლასტირი
PSP 20.74 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა