ტერაფლექსი პლიუსი - Teraflex Plus
ტერაფლექსი პლიუსი - Teraflex Plus

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ტერაფლექსი
(THERAFLEX)

GLUCOSAMINE; Na CHONDROITINE SULPHATE
Sagmel, Inc.,
აშშ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა კაფსულები: შეფუთვაში 60 ც.
1 კაფს.
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი. . . . . . 500 მგ
ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი. . . .400 მგ
დამხმარე ნივთიერებები:ჟელატინი, კროსკარმელოზური ნატრიუმი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, მანგანუმის სულფატი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ფოსფორ-კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალება. მუკოპოლისაქარიდული ბუნების პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენასა და შენებაში, იცავს მას დაშლისაგან და აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას. გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი ააქტიურებს პროტეოგლიკანების, ჰიალურონისა და ქონდროიტინგოგირდმჟავას, აგრეთვე იმ სხვა ნივთიერებების სინთეზს, რომლებიც წარმოადგენენ საშენ მასალას სახსრის გარსის, სახსარშიდა სითხისა და ხრტილოვანი ქსოვილისათვის. გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი აგრეთვე ახდენს ძვლის ქსოვილში კალციუმის დეპონირების ნორმალიზებას.

ჩვენებები პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, მუხლზედა ქონდრომალაცია; მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად); ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები.პრეპარატი რეკომენდებულია 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილთათვის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების კომპლექსურ მკურნალობისათვის ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, პოსტტრავმული და სხვა მდგომარეობების დროს, რომელთაც თან ახლავს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები.

დოზირების რეჟიმი მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პირველი სამი კვირის განმავლობაში მიიღება 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში, მომდევნო დღეებში – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. მკურნალობის კურსები მეორდება 3 თვის ინტერვალებით ან ექიმთან შეთანხმებით.

გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად დოზის გადაჭარბების ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ. ამ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ზომიერი გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ნაწლავების შებერილობა, დიარეა, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები), ფენილკეტონურია. პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. განსაკუთრებული მითითებები დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება პრეპარატი აუმჯობესებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეთვისებას. ტერაფლექსის მიღების ფონზე მცირდება მოთხოვნილება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე.

შენახვის პირობები ვადა პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა \- 3 წელი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Teraflex - ტერაფლექსი პლიუსი 60 კაფსულა
  • სახელი: Teraflex - ტერაფლექსი პლიუსი 60 კაფსულა
PSP 81.47 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა