ლოჯიკალი C - Lojical C
ლოჯიკალი C - Lojical C

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ლოჯიკალი C ვიტამინის წვეთები

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: 1მლ შეიცავს 100მგ ასკორბინის მჟავას.

ლოჯიკალი C ვიტამინის წვეთები შემუშავებულია სპეციალურად ბავშვებისათვის, რაც იძლევა ასკორბინის მჟავას მცირე, საბავშვო დოზებით გამოყენების საშუალებას.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ვიტამინი C

წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს
აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას
მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში
ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას

ჩვენებები:

ვიტამინი C-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

მიღების წესი და სადღეღამისო დოზა:

3-12 თვე: 10 წვეთი 1-ჯერ დღეში

1-5 წელი: 5-10 წვეთი 1-ჯერ დღეში

5 წლიდან: 15-20 წვეთი 1-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დღიური დოზებით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სიფრთხილის ზომები: ნუ გადააჭარბებთ დღიურად მისაღებ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.

გამოშვების ფორმა: წვეთები, 30მლ. საკვები დანამატი.

**ვარგისიანობის ვადა: **იხილეთ შეფუთვაზე.

**აფთიაქიდან გაცემის წესი: **გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ,,MASENZ DANYA GROUP S.L.’’ ესპანეთი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Lojical C - ლოჯიკალი C 100მგ/მლ 30მლ წვეთები
  • სახელი: Lojical C - ლოჯიკალი C 100მგ/მლ 30მლ წვეთები
PSP 7.52 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა