ნავი NaCl - NAVI NaCl
ნავი NaCl - NAVI NaCl

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

NAVI NaCl - ნავი NaCl 5% თვალის წვეთები 10მლ

NAVI ® NaCl 5 % PF **ნავი®****NaCl** 5 % PF | თვალის ** წვეთები __** კონსერვანტის-გარეშე ჰიპერტონული ოფთალმოლოგიური ხსნარი რქოვანას შეშუპების დროებით მოსახსნელად |
---|---|---

შემადგენლობა:

ნატრიუმის ქლორიდი 5%, ნატრიუმის ჰიალურონატი 0,3%, P-Plus™, კალიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი, მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი და გამოხდილი წყალი.

აღწერილობა:

NAVI®NaCl 5% PF არის ჰიპერტონული ოფთალმოლოგიური ხსნარი, რომელიც შექმნილია რქოვანას შეშუპების სიმპტომების შესამცირებლად. ხსნარი შეიცავს ნატრიუმის ქლორიდის მაღალ კონცენტრაციას, რომელიც ქმნის მაღალ წნევას ცრემლსადენ აპკში რომელიც გამოდევნის ჭარბ სითხეს რქოვანადან, ოსმოსური ეფექტით და უზრუნველყოფს შეშუპების სიმპტომების დროებით შემსუბუქებას.

რქოვანის შეშუპება არის რქოვანის შესიება, თვალის ქირურგიული ჩარევის, ტრავმის, ინფექციისა და ანთების შემდეგ, აგრეთვე თვალის სხვადასხვა დაავადების დროს როგორც მეორადი შედეგი. რქოვანას შეშუპება შეიძლება ასევე გამოწვეულ იქნას გარკვეული სახის კონტაქტური ლინზების ხანგრძლივად ტარების შემდეგ.

P-Plus™ და ნატრიუმის ჰიალურონატის ასოციაცია ხელს უწყობს თვალების ზედაპირის დატენიანებას და უზრუნველყოფს ანთებითი და მშრალი თვალების ხანგრძლივ განკურნებას.

OSD (Ophthalmic Squeeze Dispenser) ტექნოლოგია, სტერილური კონსერვანტებისგან თავისუფალი ოფთალმოლოგიური ხსნარის ინოვაციური მიწოდების საშუალებას იძლევა.

ჩვენებები:

NAVI®NaCl 5% PF წარმოქმნის ჰიპერტონულ ცრემლსადენ აპკს, რითაც გამოჰყავს წყალი რქოვანადან. ის გამოიყენება რქოვანას შეშუპების დროს დროებითი შემსუბუქების მიზნით.

უკუჩვენებები:

  • არ გამოიყენოთ რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

  • არ არის თავსებადი კონტაქტურ ლინზებთან.

მოიხსენით კონტაქტური ლინზები მის გამოყენებამდე.


გამოყენების ინსტრუქცია:

  1. თვალის წვეთის პირველ გამოყენებამდე, მოხსენით გარე ლუქი მისი ამოწევით.
  2. მოხსენით თავსახური.

3**.** თვალის წვეთის პირველ გამოყენებამდე, ამოატრიალეთ ბოთლი ზემოდან ქვემოთ, და ნელა მოუჭირეთ ბოთლს, სანამ რამდენიმე წვეთი არ გამოვა ქსოვილზე.

3. იმისთვის რომ ჩაიწვეთოთ თვალში (-ბში), თავი გადაწეთ უკან, ამოატრიალეთ ბოთლი ზემოდან ქვემოთ თვალისკენ, ჩამოსწიეთ ქვემოთ ქუთუთო და ნელა მოუჭირეთ ბოთლს მანამ, სანამ წვეთი არ ჩაეწვეთება თვალში (ბში). აუშვით ხელი ქუთუთოს და თვალები დახუჭეთ 1 ან 2 წუთით რათა არ მოხდეს ხსნარის გარეთ გადმოღვრა.

ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი დაზიანებული თვალში (-ებში) და გაიმეორეთ ეს ეტაპები 3-ჯერ დღეში ან ისე, როგორც თქვენი თვალის სპეციალისტი გირჩევთ.

  1. გამოყენების შემდეგ, დაახურეთ თავსახური თვალის წვეთის ბოთლზე.
  2. დაელოდეთ მინიმუმ 10-15 წუთს სანამ სხვა ოფთალმოლოგიურ პროდუქტს გამოიყენებთ ან მიჰყევით თქვენი ექიმის მითითებებს.

უსაფრთხოების ზომები**:******

  • გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი თვალის სპეციალისტის რჩევისა და ზედამხედველობის ქვეშ.
  • ამ პროდუქტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის****დროებითი წვა და გაღიზიანება**.თუ პრობლემა გამეორდება,გთხოვთ,მიმართოთ ექიმს.**
  • შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, არ შეახოთ და კონტაქტში არ შეიყვანოთ საწვეთურის წვერი ნებისმიერ ზედაპირთან ან თვალთან.
  • არ დალიოთ ხსნარი.
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
  • ბოთლის გაიხსნის შემდეგ, ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული 90 დღის განმავლობაში.
  • არ გამოიყენოთ ბოთლის დაზიანების შემთხვევაში.
  • არ მოახვედროთ მზესთან პირდაპირი კონტაქტის ქვეშ**.**
  • პოსტ-ქირურგიული შეშუპების შემთხვევაში, გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რჩევის შესაბამისად.

შენახვა**:******

  • შეინახეთ 5-დან და 35 ° C ტემპერატურის ფარგლებში და მოარიდეთ სინათლის პირდაპირ წყაროს.

1** 0 მლ REFD10****NCF245**

ლე კორონადო

ფონვიეილის გამზირი 20,

MC 98000 მონაკო

www.novaxpharma.com

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
NAVI NaCl - ნავი NaCl 5% თვალის წვეთები 10მლ
  • სახელი: NAVI NaCl - ნავი NaCl 5% თვალის წვეთები 10მლ
PSP 33.45 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა