გოლდ ვიტამინი D3 - Gold-vit D3
გოლდ ვიტამინი D3 - Gold-vit D3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სწრაფი ათვისება გადაყლაპვის გარეშე

გოლდ ვიტ. D 3 4000 ს.ე. არის საკვები დანამატი დამატკბობელთან ერთად მწვანე ვაშლის არომატით. პროდუქტი, შეიცავს ვიტამინის D მაღალი დოზით, ODT ტაბლეტების სახით, ანუ იშლება პირში, რაც ამ ნივთიერების უფრო სწრაფად გამოყოფის საშუალებას იძლევა კლასიკურ ფორმებთან შედარებით (ტაბლეტი / კაფსულა). ODT ფორმის წყალობით, ტაბლეტის გადაყლაპვა და წყლის დაყოლება აუცილებელი არ არის (საჭიროების შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია მისი გადაყლაპვა საკმარისი წყლით). ვიტამინი D ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ნორმალური განვითარებას. ვიტამინი D ხელს უწყობს სისხლში კალციუმის ნორმალურ დონეს.

პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებისთვის დიეტის D ვიტამინით შევსებისთვის, განსაკუთრებით ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის და მოხუცებისთვის.

რეკომენდებული ყოველდღიური დოზა: 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, ჭამის შემდეგ ან სხვაგვარად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელად. რეკომენდებულია მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

შეინახეთ მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან. არ შეინახოთ 25°C მაღალი ტემპერატურაზე.

ტაბლეტის გაყოფის შემთხვევაში ნახევარი ტაბლეტი უნდა ინახებოდეს იმავე პირობებში, დაუბრუნდეს გახსნილ ბლისტერს და მოიხმარეთ 24 საათის განმავლობაში.

გაფრთხილება: ნუ მიიღებთ სხვა ვიტ. D3 შემცველ პრეპარატებს. ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება საფაღარათო მოქმედება გამოიწვიოს

შემადგენლობა: შემავსებლები - მანიტოლი, იზომალტი; ქოლეკალციფეროლი - ვიტ. D, მჟავიანობის მარეგულირებელი - ლიმონმჟავა; არომატიზატორი, შეწებების საწინააღმდეგო საშუალება - ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები; დამატკბობელი

  • სუკრალოზა.

შემადგენლობა | ½ (ნახევარი)ტაბლეტი | 1 ტაბლეტი
---|---|---
ვიტამინი D (D3) | 50 მკგ (2000 ს.ე.) (1000%
) | 100 მკგ (4000 ს.ე.) (2000%
)

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი კომპანია:

Olimp Laboratories Sp. z o.o.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Gold-vit D3 - გოლდ ვიტამინი D3 4000სე 30 ტაბლეტი
  • სახელი: Gold-vit D3 - გოლდ ვიტამინი D3 4000სე 30 ტაბლეტი
PSP 26.72 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა