პოლ-პოლა - Pol-Pol
პოლ-პოლა - Pol-Pol

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გამოყენების ინსტრუქცია
პოლ-პალას ბალახი - HERBA AERVAE LANATAE

ფარმაკოლოგიური მოქმედება
მცენარეული წარმოშობის საშუალება; ნაყენს ახასიათებს დიურეზული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ზრდის ორგანიზმიდან Na+, Ca+ და უმცირესი რაოდენობით K+ გამოყოფას. ამცირებს სისხლის შრატში შარდოვანას კონცენტრაციას.

გამოყენების ჩვენებები
პიელონეფრიტი, თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების კენჭოვანი დაავადება, ცისტიტი, ურეთრიტი, ქოლეცისტიტი, ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ჰიპერტენზია, შესიება, მარილების ცვლის დარღვევებთან დაკავშირებულ დაავადებები (პოდაგრა, სპონდილოზი, პოლიართრიტი).

**ნაყენის მომზადების წესი **
3გ (1 სუფრის კოვზი) დაწვრილმანებულ ბალახს ჩაიდანში ან თერმოსში ასხამენ 200-250 მლ მდუღარე წყალს, აყოვნებენ 12 სთ (თერმოსში დაყენებისას-1სთ) და შემდეგ ფილტრავენ გამოწურვით.

**გამოყენების წესი და დოზები **
მიიღება თბილი ნაყენი 100 მლ 2 ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე. სასურველია კოკტეილის ჩხირების გამოყენება (კბილების დასაცავად). მკურნალობის კურსი 10-30 დღე.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა, ოსტეოპოროზი, ჰიპოპარათირეოზი, რაქიტი და ბავშვობის ასაკი.

თანამდევი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

გამოშვების ფორმა
პოლ-პალას ბალახს აფასოებენ 50გ ქაღალდის შეკვრაში,
რომელსაც ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა
3 წელი.

შენახვის პირობები
მშრალ, გრილ ადგილას.

გაიცემა ურეცეპტოდ

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
პოლ-პოლა ბალახი 50გ
  • სახელი: პოლ-პოლა ბალახი 50გ
PSP 2.71 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა