ომატონი 3 - Omaton Omega 3
ომატონი 3 - Omaton Omega 3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ომატონი (ომეგა-3) ბავშვებისთვის

შემადგენლობა

1 საღეჭი კაფსულის შემადგენლობა:

თევზის ქონი (ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3 EPA/DHA) 410მგ;

ვიტამინი А 0,4მგ;

ვიტამინი D3 2,5მკგ;

ვიტამინი Е 6მგ;

ცილები 80მგ;

ნახშირწყლები 130მგ.

მახასიათებლები: ომატონი ომეგა-3 ხილის გემოთი, დამზადებულია სპეციალურად ბავშვებისათვის, ტვინისა და მხედველობის ორგანოს სწორი განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის.

ნახევრადუჯერიცხიმოვანიმჟავების კომპლექსი ომეგა-3 აუმჯობესებს მხედველობას, ქცევას, მეხსიერებას, სწავლის პროცესს, კითხვას, წერას და ბავშვის ქცევას.

ვიტამინი А ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და აუმჯობესებს მხედველობის ორგანოს მუშაობას.

ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლისა და ძვლის მინერალიზაციის პროცესს.

ვიტამინი Е – ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება თავის ტვინის და მხედველობის ორგანოს ნორმალური განვითარება -ფუნქციონირებისთვის:

• აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, წერა-კითხვის უნარებს და ყურადღების კონცეტრირების განვითარებას;

• ხელს უწყობს მხედველობის და მეხსიერების გაუმჯობესებას;

კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს:

• მოზარდებში ასაკობრივი სტრესის დროს;

• კანის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა - ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი;

• სხვადასხვა წარმოშობის ართრიტების დროს.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი

ომატონის კაფსულა უნდა დაიღეჭოს დღის პირველ ნახევარში, ჭამის შემდეგ:

• 2-დან 6-წლამდე - 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში;

• 6 წლიდან - 2 კაფსულა დღეში.

მკურნალობის კურსი რეკომენდებულია გაგრძელდეს 3 თვეს.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა

20 საღეჭი კაფსულა კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (გაიცემა რეცეპტის გარეშე)

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Omaton Omega 3 - ომატონი 3 საღეჭი კაფსულა 410მგ 20 ცალი
  • სახელი: Omaton Omega 3 - ომატონი 3 საღეჭი კაფსულა 410მგ 20 ცალი
PSP 22.29 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა