ჰეპა ლაინი - Hepa Line
ჰეპა ლაინი - Hepa Line

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გამოყენების ინსტრუქცია

ჰეპა-ლაინი

HEPA-LINE

პრეპარატის** სავაჭრო სახელწოდება:** ჰეპა-ლაინი

აქტიური ნივთიერება**(საერთაშორისო არა-პატენტირებული დასახელება):** L-ორნიტინი, L-ასპარტატი
სამკურნალწამლო ფორმა**:** პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებელი გრანულები

შემადგენლობა:

1 საშე შეიცავს:
აქტიური ნივთიერებას** :** L-ორნიტინი - L-ასპარტატი - 3,0 გ

დამხმარე ნივთიერებები** :** ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციკლომატი, ფრუქტოზა (ლევულოზა), საღებავი ყვითელ-ნარინჯისფერი „Sunset Yellow" (E110), ლიმონის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი.
აღწერა**:** ღია ნარინჯისფერიდან ნარინჯისფერამდე თეთრი ჩანართების მქონე გრანულები, ტკბილი ციტრუსის გემოთი და არომატით.

** ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:** ჰეპატოპროტექტორები.

ათქკოდი: A05BA
ფარმაკოლოგიური თვისებები
გააჩნის დეტოქსიკაციური მოქმედება, აქვეითებს ორგანიზმში ამიაკის მომატებულ დონეს, კერძოდ, ღვიძლის დაავადებების დროს. პრეპარატის მოქმედება უკავშირდება მის მონაწილეობას კრებსის შარდოვანას წარმომქმნელი ორნიტინის ციკლში (ააქტიურებს ციკლის მუშაობას, აღადგენს ღვიძლის უჯრედების ფერმენტების - ორნიტინ- კარბამოილტრანსფერაზასა და კარბამოილ-ფოსფატსინტეტაზის აქტივობას).

ხელს უწყობს ინსულინისა და სომატოტროპული ჰორმონის წარმოქმნას. ა

უმჯობესებს ცილოვან ცვლას იმ დაავადებების დროს, რომლებიც მოითხოვენ პარენტერალურ კვებას.

ხელს უწყობს ასთენიური, დისპეფსიური და ტკივილის სინდრომების შემცირებას, ასევე ახდენს სხეულის მომატებული წონის ნორმალიზაციას. (სტეატოზის და სტეატოჰეპატიტის დროს)

ფარმაკოკინეტიკა

L-ორნიტინი - L-ასპარტატი იშლება მის შემადგენელ კომპონენტებად-ამინომჟავებად ორნიტინად და ასპარტატად, და იწყებს მოქმედებას 15-25 წუთის განმავლობაში, და გააცნია მოკლე T1/2. გამოიყოფა შარდით შარდოვანას წარმოქმნის ციკლის მეშვეობით.

გამოყენების ჩვენებები

გრანულები გამოიყენება იმ დაავადებებისა და მდგომარეობების სამკურნალოდ (მაგ. ღვიძლის ციროზი), რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფუნქციის დარღვევას (შემდეგი სიმპტომების დროს: გონების დაბინდვა; შეცვლილი მდგომარეობა და კომა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია).

გრანულები ხელს უწყობენ ღვიძლიდან ამიაკის გამოდევნას შარდოვანას სინთეზის სტიმულირების გზით. ასევე ხელს უწყობს ამიაკის გამოდევნას სხვა ქსოვილებიდან.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

პერორალურად გრანულების 1-2 პაკეტი, გახსნილი 200 მლ სითხეში, 3 -ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

მიღების კურსი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ : არახშირი - ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დიარეა.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ტლივილი კიდურებში.

საღებავმა მზის ყვითელი ჩასვლა შესაძლებელია გამოიწვიოს- ალერგიული რეაქციები;
უკუჩვენებები

  • მძიმე ხარიხის თირკმელების უკმარისობა (შრატში კრეატინინის >3 მგ/100 მლ-ზე
  • ლაქტაციის პერიოდი
  • ბავშვთა ასაკი (მონაცემთა უკმარისობის გამო);
  • პრეპარატის კომპინენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პრეპარატი ორსულობის დროს.

წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო წამლებთან ურთიერთქმედება არ არის აღწერილი.
განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დიაგნოზის დასმის შემდეგ, ძირითადი დაავადების გამო აუცილებელია სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობებით დაკავებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები : გვერდითი მოვლენების გამოხატულობის გაძლიერება.
მკურნალობა : კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია.
გამოშვების ფორმა
პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებელი გრანულები 5.0 გ საშე-პაკეტები.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ,
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი**:**
სამკურნალო საშუალებების** **ხარისხზე პრეტენზიების (წინადადებების) მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი

ერთობლივი საწარმო შპს "REMEDY GROUP"
უზბეკეთის რესპუბლიკა, ქ. ტაშკენტი, 100069, ალმაზარის რაიონი, იანგი ალმაზარის ქ. #51

ტელ/ფაქსი: (99871) 248 02 05

ლიცენზიის მფლობელი

Citco Chemicals Ltd

Regent House 316 Beulah Hill London SE193H, UK

_ _

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ჰეპა ლაინი პაკეტი 5გრ.N30
  • სახელი: ჰეპა ლაინი პაკეტი 5გრ.N30
PSP 70.56 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა