სოლგარი ნივრის ზეთი - Solgar Garlic Oil
სოლგარი ნივრის ზეთი - Solgar Garlic Oil

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნივრის ზეთი(შემცირებული სურნელით)

ნიორს უკვე ათასობით წელია იყენებენ მედიცინაში სამკურნალო დანიშნულებით. მისი ისტორიული კვალი უძველესი ჩინეთიდან მოდის, სადაც ეს სამკურნალო მცენარე ტრადიციული ჩინური მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენდა.

სოლგარის ნივრის ზეთის მარგალიტები, გახლავთ უმაღლესი ხარისხის ნივრის ზეთის კონცენტრატი, რომელის ერთი კაფსულა შემადგენლობით შეესაბამება დაახლოებით 500მგ სუფთა ნივრის ბოლქვს. მოცემულ ფორმულაში, მაქსიმალურადაა შემცირებული სამკურნალო მცენარისთვის დამახასიათებელი სპეციფიური არომატი, რაც სასიამოვნოს ხდის პროდუქტს მისაღებად.

ნივრის ზეთის შემადგენლობაში შედის ბუნებრივი წარმოშობის ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი: ალიცინი და გარმიცინი. ეს ნივთიერებები ხასიათდებიან ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედებით. ისინი ანადგურებენ ორგანიზმისათვის საზიანო გრამ დადებით და გრამ უარყოფით მიკროორგანიზმებს, პარაზიტებსა და ვირუსებს.

ნივრის ზეთი ასევე შეიცავს გამა-ლიპოლენოლის მჟავას, რომელიც ხასიათდება ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ჰიპოლიპიდემიური და ნაღვლმდენი მოქმედებით. იგი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციებს, ამცირებს ნაწლავური დუღილისა და ლპობის პროცესებს, ხელს უწყობს ჯანსაღი მიკროფლორის ჩამოყალიბებას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ნივრის ზეთის შემადგენლობაში აგრეთვე შედის ეთერზეთები, უჯერი ალდეჰიდები, გოგირდოვანი ნაერთები, A, C, D, P, B ჯგუფის ვიტამინები და მინერალები: კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, რკინა, ფოსფორი, იოდი, თუთია, სელენი. შესაბამისად, სამკურნალო მცენარე ხასიათდება უმნიშვნელოვანესი ფარმაკოლოგიური თვისებებით:

  • უზრუნველყოფს სისხლძარღვთა კედლის სიმტკიცეს და ელასტიურობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის პროცესს
  • ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებიდან გამომდინარე, ანეიტრალებს ორგანიზმისათვის საზიანო თავისუფალ რადიკალებს, აფერხებს დაბერების პროცესს
  • აძლიერებს იმუნურ და ლიმფურ სისტემას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას
  • ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, ამცირებს მსხვილი ნაწლავის და კუჭის კიბოს განვითარების რისკს
  • არეგულირებს ინსულინის დონეს, აქვეითებს სისხლში შაქრის შემცველობას
  • ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციისა და შემოქმედებით უნარებს, ააქტიურებს აზროვნების პროცესს, აუმჯობესებს მეხსიერებას
  • ახასიათებს მატონიზირებელი მოქმედება
  • უზრუნველყოფს სასქესო ორგანოების ფუნქციურ სტიმულაციას
  • აჩქარებს ნახშირწყლების წვის პროცესს, ახანგრძლივებს დანაყრების შეგრძნებას, განსაკუთრებით ამცირებს ტკბილ საკვებზე მოთხოვნილებას, უზრუნველყოფს წონის კორექციას
  • ააქტიურებს შარდის გამოყოფის პროცესს და ხელს უშლის თირკმელში კენჭების განვითარებას
  • აჩქარებს ეპითელიზაციას, შეხორცების პროცესებს

ჩვენება:

ფთიზიატრია-პულმონოლოგია:

მწვავე რესპირაციული დაავადებები: პნევმონია, ბრონქოექტაზია, ფილტვების ტუბერკულოზი, ქრონიკული ბრონქიტი, ხველა, გრიპი, ფარინგიტი, ანგინა, ჰაიმორიტი.

ალერგოლოგია-იმუნოლოგია:

ბრონქიალური ასთმა, კანის ალერგიული დაავადებები, ატოპიური დერმატიტი, იმუნოდეფიციტი, ელენთის ფუნქციური დარღვევები

გასტრო-ენტეროლოგია-ჰეპატოლოგია:

კუჭისა და ნაწლავების ატონია, გასტრიტი დაბალი მჟავიანობით, გასტროენტერიტი, გასტროენტეროკოლიტი, კოლიტი, მეტეორიზმი, დისბაქტერიოზი, ყაბზობისა და ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია, დიზენტერია, ამებიაზი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მკურნალობა, მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია

პარაზიტოლოგია:

ჭიების ინვაზია, მალარია

უროლოგია****-ნეფროლოგია-რეპროდუქტოლოგია:

საშარდე გზების ინფექციები, თირკმლის კენჭოვანი დაავადებები, ცისტიტი, პოტენციის დაქვეითება, პროსტატის ჰიპერპლაზია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მენოპაუზის დროს განვითარებული ფსიქო-ემოციური დარღვევები, ქლამიდიოზი, ტრიქომონადული კოლპიტი

ენდოკრინოლოგია:

ლიპიდური ცვლის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერქოლესტერინემია, მეტაბოლური სინდრომი, სიმსუქნე

კარდიოლოგია-ანგიოლოგია:

ჰიპერტონია, ინფარქტი, გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, ათეროსკლეროზი, თრომბოფლებიტი, ინსულტი

ნევროლოგია:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ასთენია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

დერმატოლოგია-რევმატოლოგია:

ტროფიკული წყლულები, ფსორიაზი, დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი, აკნე, კანდიდოზი, ფურუნკულოზი, გამელოტება, კეროვანი ალოპეცია, რაქითი, პოდაგრა, რევმატოიდული ართრიტი, ართროზი

ონკოლოგია:

წინასიმსივნური მდგომარეობები, სიმსივნის პრევენცია

სტომატოლოგია:

პაროდონტიტი, კარიესი, ჰალითოზი

შემადგენლობა :

ნივრის ზეთის კონცენტრატი (500მგ ახალი ნივრის ბოლქვებიდან მიღებული) – 1მგ

დამატებითი ინგრედიენტები : საფლორის (ალისარჩული) ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, შაქარს, მარილს, საფუარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, ხელოვნურ დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.

**დოზირება: **მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურასა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 100 კაფსულა.

მწარმოებელი: სოლგარი აშშ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Solgar - სოლგარი ნივრის ზეთი 100კაფსულა
  • სახელი: Solgar - სოლგარი ნივრის ზეთი 100კაფსულა
PSP 34.2 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა