დეფლუქსა - Defluxsa
დეფლუქსა - Defluxsa

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დეფლუქსა
პალმიტოილეთანოლამიდზე, ჰიალურონის მჟავასა და დამატენიანებელ პოლიმერებზე დამზადებული სტერილური თვალის წვეთები
15 ერთჯერადი გამოყენების კონტეინერი, თითოეული 0.4 მლ
გამოყენების ინსტრუქცია
შემადგენლობა:
პალმიტოილეთანოლამიდი (PEA), ჰიალურონის მჟავა ( NaHA), პოლივინილ ალკოჰოლი (PVA), მეთილ-ბეტა-ციკლოდექსტრინი (MßCD), კალიუმის ციტრატის სამფუძიანი მონოჰიდრატი, ნატიუმის ქლორიდი, გლიცეროლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატის ორფუძიანი დეჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატის ერთფუძიანი დეჰიდრატი. საინექციო წყალი, იზოტონური ოფთალმოლოგიური ხსნარი ფიზიოლოგიური pH-ით.
შეფუთვა:
დეფლუქსა - N 15 ერთჯერადი კონტეინერი, თითოეული შეიცავს 0.4 მლ სტერილურ თვალის წვეთს. ყუთში განთავსებულია 3 რიგად, თითო რიგში 5 კონტეინერი, ყოველი რიგი მოთავსებულია ალუმინის ჩანთაში.
თვისებები და მოქმედების მექანიზმი:
დეფლუქსა წარმოადგენს სტერილურ, იზოტონურ, ოფთალმოლოგიურ ხსნარს, ფიზიოლოგიური pH-ით, რომელიც შეიცავს პალმიტოილეთანოლამიდს, ჰიდროფილურ და დამატენიანებელ პოლიმერებს (ჰიალურონის მჟავა, პოლივინილ ალკოჰოლი, და ციკლოდექსტრინი), გლიცეროლს (დამატენიანებელი და ოსმოპროტექტორული მოლეკულა) და მინერალურ მარილებს.
დეფლუქსა აბალანსებს თვალის ზედაპირის ჰომეოსტაზს: აღადგენს საცრემლე აპკს, როგორც რაოდენობრივად ასევე ხარისხობრივად, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ქრონიკულად მოიხმარენ ადგილობრივ ჰიპოტენზიურ საშუალებებს.
დეფლუქსა საცრემლე აპკის სამივე შრის დანამატებით, ასტაბილურებს საცრემლე აპკს და პოხავს თვალის ზედაპირს.
პალმიტოილეთანოლამიდი არის ბუნებრივი ცხიმის მოლეკულა. იგი აღადგენს საცრემლე აპკის ცხიმოვან შრეს, რის შედეგადაც იცავს წყლოვან შრეს აორთქლებისგან და ინარჩუნებს საცრემლე აპკის დამცველობთ ფუნქციას.
ჰიდროფილური და დამატენიანებელი პოლიმერები (ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი, პოლივინილი და ციკლოდექსტრინი) ხელს უწყობს წყლის შენარჩუნებას და ავსებს საცრემლე აპკის წყლოვან შრეს. ჰიალურონის მჟავას გააჩნია მუკომიმეტური და მუკოადჰეზიური ფუნქციებიც, რის შედეგადაც ასტაბილურებს საცრემლე აპკის მუკოზურ შრეს. გლიცეროლს აქვს დამატენიანებელი და ოსმოპროტექციული ფუნქცია. მინერალები (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, ფოსფატები) კვებავენ თვალის ზედაპირს, შედეგად რეგულირდება pH-ი და ოსმოლარობა.
ჩვენება:
თვალის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად საჭიროებენ ადგილობრივ ჰიპოტენზიურ ან სხვა, კონსერვანტების შემცველი წვეთების გამოყენებას.
გამოყენების წესი:
1-2 წვეთი თვალში, ექიმის დანიშნულებისამებრ.
ჩაწვეთების დროს ყოველთვის დაიჭირეთ კონტეინერი ვერტიკალურად, დაწიეთ ქვედა ქუთუთო, მოუჭირეთ კონტეინერს.
შენახვის პირობები:
- არ გამოიყენოთ ყუთზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
- შეინახეთ 250C +/-20C - ტემპერატურამდე
- არ გაყინოთ
- მოარიდეთ სინათლეს, კონტეინერი შეინახეთ ალუმინის ჩანთაში
- დეფლუქსა არ შეიცავს კონსერვანტს. გამოიყენეთ კონტეინერი ერჯერადად
- გადააგდეთ კონტეინერი გამოყნების შემდეგ
სიფრთხილის ზომები:
- დაიბანეთ ხელები პროდუქტის გამოყენებამდე
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
- არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
- არ შეიყვანოთ ინექციის სახით
- სხვა ოფთალმოლოგიური წვეთების გამოყენების შემთხვევაში, დაიცავით ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი 15 წთ
- არ ჩაიწვეთოთ კონტაქტური ლინზის გამოყენებისას
- არ გამოიყენება ბავშვებში
ერთჯერადი გამოყენებისათვის.
არ გამოიყენოთ მრავალჯერადად
დაიჭირეთ კონტეინერი ბოლოში და ისე განაცალკევეთ.
ფრთხილად დაფერთხეთ ერთჯერადი კონტეინერი (თერმომეტრის მსგავსად), სანამ პრეპარატი არ გადაინაცვლებს კონტეინერის ყელისკენ.
ერთჯერად კონტეინერს მოხსენით თავსახური.
თვალში ჩაწვეთებისას კონტეინერი დაიჭირეთ ვერტიკალურად.
არ გამოიყენოთ ყუთის დაზიანების შემთხვევაში
არ შეინახოთ 250 C -ზე მაღალ ტემპერატურაზე
გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Defluxsa - დეფლუქსა თვალის წვეთები 0.4მლ 15 ცალი
  • სახელი: Defluxsa - დეფლუქსა თვალის წვეთები 0.4მლ 15 ცალი
PSP 32.07 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა