ფარკონი - Farconi
ფარკონი - Farconi

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

პარასამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია

ვირისტერფას ფოთოლი
FOLIA FARFARAE

წამლის ფორმა: ვირისტერფას ფოთლები.

შემადგენლობა: ვირისტერფას ფოთლებში შედის ლორწო, მთრიმლავი ნივთიერებები, მწარეები, ფლავონოიდები, ორგანული მჟავები, საპონინები, რუტინი, ასკორბინის მჟავა, ინულინი, ეთეროვანი ზეთი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვირისტერფას ფოთოლს აქვს ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი მოქმედება, ხელს უწყობს ნახველის გაჯირჯვებას და მის გამოდევნას სასუნთქი გზებიდან, ხველების დაწყნარებას.

გამოყენება მედიცინაში: გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი და დამარბილებელი საშუალება ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს.

მომზადების წესი: 1-2 სუფრის კოვზ ნედლეულს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში, ასხამენ 200მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებულ წყალს. ახურავენ თავსახურს და აცხელებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგამენ, აციებენ და ფილტრავენ. დარჩენილ მასას წურავენ. მიღებულ ნაყენს უმატებენ ანადუღარ წყალს საწყისი მოცულობის (200მლ) მიღებამდე.

მიღების წესი: მიიღება 1 სუფრის კოვზი 4-6-ჯერ დღეში ჭამის წინ.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური მგრძნობელობა მცენარის მიმართ, ბავშვთა ასაკი 2 წლამდე, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, ღვიძლის მძიმე დაავადებები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა
პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: მრავაძარღვასFფოთლის
არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: არ ახდენს ზემოქმედებას.

ჭარბი დოზა: ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, გამონაყარი და სხვა. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა შეწყვეტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს. მკურნალობა სიმპტომურია.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა: 40გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი".
საქართველო, 4600,
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 51,
ტელ: +995 (431) 214 504
e-mail: farconi.ge@gmail.com

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა