გინელა - Gynella
გინელა - Gynella

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გინელა ® სილვერ კეფს / GYNELLA® **** Silver Caps

10 რბილი გელის ვაგინალური კაფსულები

სამედიცინო პროდუქტი კო-ადიუვანტი მარტივი ჰერპესის 2 (HSV-2) რეციდივების პრევენციისა და ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ.

დანიშნულება:

სამედიცინო პროდუქტი გინელა® სილვერ კეფს არის სწრაფად დნობადი რბილი გელი, შეიცავს სხვადასხვა კომპონენტებს, რომლებიც საკუთარი თვისებების წყალობით, უზრუნველყოფენ დამცავ ბარიერულ მოქმედებას დამატებით ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების მკურნალობისას. პროდუქტი ქმნის დამცავ ბარიერს, რომლის მიზანია გარეგანი გამაღიზიანებლებისგან ქსოვილების იზოლირება და დაცვა და ნორმალური ფიზიოლოგიური პირობების შენარჩუნება და აღდგენა.

სამედიცინო პროდუქტს გააჩნია ორმაგი მოქმედება:

  • ახდენს გამოყენების წერტილის იზოლირებას გარე მიკრობული შეტევებისგან;
  • ახდენს გამოყენების ადგილას მიკრობების კოლონიზაციიის შემოსაზღვრას ქსოვილების ბუნებრივი ფიზიოლოგიის აღსადგენად საუკეთესო პირობების შექმნით.

გამოყენების ინსტრუქციები:

  1. გამოყენების წინ კარგად დაიბანეთ სასქესო ორგანოების მიდამო.
  2. რბილი გელი შეიტანეთ ღრმად საშოში.
  3. გამოიყენეთ დღეში ერთხელ შვიდი დღის განმავლობაში.

ეს სამედიცინო პროდუქტი გამოყენებული უნდა იყოს პირველი სიმპტომების განვითარებისას (ქავილი, წვა, დისკომფორტი, ა.შ.) მათ მანიფესტაციამდე. ტოპიკალური თერაპიის შემდეგ შეკავების პერიოდის დაცვა საჭირო არ არის.

გაფრთხილებები:

  • პროდუქტი გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეპითელიუმი დაუზიანებელია.
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი სხვა ისეთი დანიშნულებით, რომელიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში.
  • ნებისმიერი მედიკაციის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები.
  • პროდუქტი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
  • შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და სიცხისაგან დაცულ ადგილას.
  • არ გაყინოთ.
  • შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
  • გამოიყენება ტოპიკალურად - არ მიიღოთ პერორალურად.
  • არ გამლოიყენოთ, თუ შეფუთვა გახსნილია ან დაზიანებული.
  • არ შეიძლება სტერილიზაცია.
  • არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ დადასტურებული მომატებული მგრძნობელობისას.
  • მკურნალობა შეწყვიტეთ კანზე ანომალური რეაქციების არსებობისას.
  • ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
  • ეს პროდუქტი არ წარმოადგენს სპერმიციდულ ან კონტრაცეპციულ საშუალებას.

უკუჩვენებები:

  • ცნობილი არ არის ჭარბი დოზირების მოვლენების შესახებ.
  • დადასტურებული მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
  • ცნობილი არ არის სხვა პრეპარატებთან და სამკურნალო ნივთიერებებთან ურთიერთქმედების შესახებ.

შემადგენლობა:

TIAB (მიკროკრისტალური ტიტანის დიოქსიდი კოვალენტურად დაკავშირებული მონოვალენტური ვერცხლის იონებით), ნატრიუმის ჰიალურონატი, ალოე ბარბადენსის (Aloe Barbadensis) ექსტრაქტი, კაპრილის/კაპრიკის ტრიგლიცერიდები, PEG-6 სტეარატი (და) გლიკოლის სტეარატი (და) PEG-32 სტეარატი, გლიცერილის სტეარატი.

შენახვის პირობები:

  • შეინახეთ ნესტისა და სიცხისგან დაცულ ადგილას.
  • მზის სინათლეზე მოხვედრისას პროდუქტმა შეიძლება მიიღოს ღია ყვითელი შეფერილობა, რაც გავლენას არ ახდენს მის ფუნქციონირებაზე და გამძლეობაზე.

მწარმოებელი:

NM TECH Italia Srl, ვია ვიტორიო 7, 00 187 რომი, იტალია

დისტრიბუტორი:

HEATON k.s., ნა პანკრაცი 14, პრაღა 4, ჩეხეთის რესპუბლიკა

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Gynella - გინელა ვაგინალური 10 კაფსულა
  • სახელი: Gynella - გინელა ვაგინალური 10 კაფსულა
PSP 53.21 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა