ცინეპარ აქტივი - Cinepar Aktiv
ცინეპარ აქტივი - Cinepar Aktiv

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გამოყენების ინსტრუქცია

ცინეპარ აქტივ გელი
CINEPAR AKTIV GEL
(ბროშურა)

შემადგენლობა:
ყოველი ტუბი შეიცავს:
სელის ზეთი 3.00% w/w
დიკლოფენაკის დიეთილ ამონიუმი ბფ 1.16% w/w
(1% w/wნატრიუმის დიკლოფენაკის ექვივალენტი)
მეთილ სალიცილატი ბფ 10.00% w/w
მენთოლი აშშფ 5.00% w/w
ბენზილის სპირტი (კონსერვანტის სახით) ბფ 1.00% w/w

ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია:
ანალგეზიური და ანთების საწინაღმდეგო.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
ცინეპარ აქტივ გელი შეიცავს 1% ნატრიუმის დიკლოფენაკს, დიკლოფენაკ დიეთილ ამონიუმის სახით, მეთილსალიცილატს, სელის ზეთს და მენთოლს. განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. თეთრი არაცხიმიანი პრეპარატი შეიძლება ადვილად შეიზილოს კანში და მისი წყლიანი და სპირტიანი ფუძე ახდენს დამარბილებელ და გამაგრილებელ ეფექტს. ადგილობრივი მიღების შემდეგი აქტიური ნივთიერება აღწევს კანში, გროვდება შიგნით მდებარე ქსოვილში და თრგუნავს მწვავე და ქრონიკულ ანთებით რეაქციას. დიკლოფენაკის გელის ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედება იწვევს კლინიკურ პასუხს, რომელიც ხასიათდება ტრავმული ან რევმატული წარმოშობის ანთებითი შეშუპების შემცირებით. იწვევს დაჭიმულობის და მოძრაობის დროს ტკივილის მოხსნას. დიკლოფენაკი შეიწოვება კანში მომქედების ადგილიდან; აინჰიბირებს ენზიმ ციკლოოქსიგენაზას, აქედან გამომდინარე ამცირებს პროსტაგლანდინ 2-ის წარმომქნას. იგი აგრეთვე ზრდის არაქიდონის მჟავას მიტაცებას უჯრედში. სელის ზეთი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც ახასიათებთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მეთილ სალიცილატი რუბეფისენტის მოქმედების შედეგად ამცირებს ტკივილს და მენთოლი მისი გამაგრილებელი ეფექტის გამო ახდენს ანალგეზურ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ადგილობრივად გამოყენებისას დიკლოფენაკი შეიწოვება ეპიდერმისში. არ ჩნდება სისხლის პლაზმაში ჩვეული რაოდენობით. დაზიანებული კანის მქონე პაციენტების კვლევაში (ძირითადად ატოპიური დერმატიტი და სხვა მდგომარეობები) ხელის, მკლავის და სახის მიდამოში, დაახლოებით მიღებული დოზის 10% (2 გრამი 3%-იანი გელისთვის 100 სმ2-ზე) დიკლოფენაკი შეიწოვებოდა სისტემურად ნორმალურ და დაზიანებულ ეპიდერმისში 7 დღის განმავლობაში დღეში 4-ჯერ მიღებისას. 2 გ დიკლოფენაკის ჯანმრთელ სუბიექტებში წვივზე და ფეხზე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ 3-ჯერ დღეში, 6 დღის განმავლობაში, დიკლოფენაკის აღმოჩენა შესაძლებელია პლაზმაში. საშუალო ბიოშეღწევადობის პარამეტრები AUჩ0-ტ 9-19 ნგ.სთ/მლ (საშუალო-შD), ჩმახ 4-5 ნგ/მლ და თმახ 4.5-8 საათი. შედარებით ერთჯერადი ორალური 75 მგ დოზის მიღებისას AUჩ 1600 ნგ.სთ/მლ. აქედან გამომდინარე სისტემური ბიოშეღწევადობა დიკლოფენაკის ადგილობრივი მიღების შემდეგ უფრო დაბალია ვიდრე ორალური დოზირებისას.

ჩვენება:
ცინეპარ აქტივ გელი არის ადგილობრივი ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო გელი, რომელიც ნაჩვენებია ტკივილის, ანთების და შეშუპების სწრაფად მოსახსნელად, რომელიც განპირობებულია ჩონჩხ-კუნთოვანი დაავადებით, როგორიცაა დაჭიმვა, ტენდინიტი, ბურსიტი, იშიაზი და კუნთების რიგიდობა, აგრეთვე გამოიყენება სახსრების და კუნთოვანი ტკივილის, ლუმბაგოს, ზურგის და ხელების ტკივილის, კისრის და მხრის ტკივილის დროს.

უკუჩვენება:
ცინეპარ აქტივ გელი უკუნაჩვენებია პაციენტებში, ჰიპერმგრძნობელობით დიკლოფენაკის ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა პრეპარატების და მედიკამენტის სხვა კომპონენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტები:
შეიძლება იშვიათად აღინიშნოს ადგილობრივი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა კანის გამონაყარი, ქავილი და სიწითლე. გვერდითი ეფექტების სიმპტომები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა გაქრეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ. სიმპტომების დარჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სპეციალური უსაფრთხოების ზომები
ცინეპარ აქტივ გელი არ უნდა გამოიყენონ კანის ჭრილობაზე ან ღია დაზიანებაზე. კონტაქტში არ უნდა მოხვდეს თვალებსა და ლორწოვან გარსებთან. შეამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადა და არ გამოიყენოთ პრეპარატი მისი ამოწურვის შემდეგ.

დოზირება და მიღება
ცინეპარ აქტივ გელი უნდა გამოიყენონ დაზიანებულ უბანზე 3-4-ჯერ დღეში შეზელვით, სანამ გელი არ გაქრება. აიღეთ ოპტიმალური რაოდენობა და გამოიყენეთ ნაზად.

ურთიერთქმედება
დიკლოფენაკის ადგილობრივი გამოყენებისას წამლისმიერი ურთიერთქმედება აღნიშნული არ არის.

შეფუთვა:
20 მგ თეთრი ოპალესცირებული გელი, დაბეჭდილ პოლილამინირებულ ტუბში. 1 ასეთი ტუბი შეფუთული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვა:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს +25ºC-ზე.
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას.
გაყინვა არ შეიძლება
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:
36 თვე წარმოების თარიღიდან.

გაყიდვის მეთოდი (რეცეპტით ან მის გარეშე)
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი
მარიონ ბიოტექ პვტ შპს
ბ-49, სექტორი 67, ნოიდა-201301 (უპ), ინდოეთი

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Cinepar Aktiv - ცინეპარ აქტივი გელი 20გ
  • სახელი: Cinepar Aktiv - ცინეპარ აქტივი გელი 20გ
PSP 6 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა