დოპელჰერც აქტივი ფლუ სტოპი - Doppelherz Aktiv Flu Stop
დოპელჰერც აქტივი ფლუ სტოპი - Doppelherz Aktiv Flu Stop

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დოპელჰერცი ფლუ სტოპი შუშხუნა ტაბლეტი N15

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

სელენი - შეუცვლელი მიკროელემენტია, იგი აძლიერებს იმუნიტეტს, ძლიერი ანტიოქსიდანტია, გამოიყენება სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობისას კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (გულსისხლძარღვთა სისტემა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები და ა.შ)

თუთია - უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, ფერმენტულ რეაქციებში, დნმ-სა და ცილის სინთეზში, ამცირებს ჭრილობის შეხორცების დროს, ზრდის ტესტესტერონის წარმოებას და აუმჯობესებს ნაყოფიერებას, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ზრდის კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურულ სიძლიერეს, აქვს აკნეს საწინააღმდეგო მოქმედება

დასუსტებული იმუნური სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის რომ თუთიის დეფიციტით სისხლში კორტიზოლის დონე იზრდება. კორტიზოლი კი, შფოთვისა და სტრესის ჰორმონი, თრგუნავს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, ითვლება, რომ თუთია ამცირებს მგრძნობელობას ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების მიმართ, რადგან ის არეგულირებს იმუნური სისტემის სხვადასხვა ფუნქციებს, მათ შორის სასუნთქი გზების უჯრედების დაცვასა და მთლიანობის შენარჩუნებას ანთების ან ფილტვის დაზიანების დროს.

ვიტამინი D3 – გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფატისა და რკინის შეწოვაზე, ძვალ-სახსროვანი სისტემის მუშაობაზე, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

ვიტამინი C – აძლიერებს იმუნურ სისტემას, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, მაკროფაგების გამრავლების პროცესში, აძლიერებს მათ აქტივობას და მობილობას, იცავს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებებისგან, ხელს უწყობს რკინის უკეთ შეთვისებას და სხვ.

ვიტამინი A – ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას, სხეულის ზრდასა და განვითარებას. ასტაბილურებს იმუნური სისტემის მუშაობას, იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან, რადგან დადებითად მოქმედებს კანის, ლორწოვანი გარსების, სასუნთქი სისტემის, კუჭისა და ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

ვიტამინი E — წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ საშუალებას. მას აქვს უნარი დაიცვას სხვადასხვა ნივთიერებები ზეჟანგვითი ცვლიებებისგან, მას გაცილებით მეტი ფუნქცია აკისრია – აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, საუკეთესოა ალცჰაიმერის დაავადებისა და ზოგიერთი კიბოს პრევენციისთვის, ამცირებს უნაყოფობის რისკს და თავიდან გვაცილებს ნაადრევ დაბერებას.

ჩვენებები:

· მწვავე რესპირატორული ინფექციები, ვირუსები: გრიპი, გადატანილი ინფექციური დაავადებები

· ფიზიკური ტრამვა, მძიმე დამწვრობა

· მედიკამენტების არარაციონალური გამოყენება

· ფსიქო-ემოციური სტრესი

· არასრულფასოვანი კვება, მძიმე სოციალური პირობები

· ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკული საშუალებები, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და სხვა დაავადებები

შემადგენლობა: ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი C - 800 მგ, ვიტამინი D3 - 25 მკგ , ვიტამინი B12 - 30 მკგ, თუთია - 10 მგ, სელენი - 55 მკგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება: მიიღება 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში მოზრდილებში, იხსნება 200 მლ წყალში.

გამოშვების ფორმა: №15 შუშხუნა ტაბლეტი ლიმონის არომატით.

მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ფლუ სტოპი შუშხუნა ტაბლეტები 15 ცალი
  • სახელი: Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ფლუ სტოპი შუშხუნა ტაბლეტები 15 ცალი
PSP 12.82 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა