ჰეპატრომბინი H - Hepatrombin H
ჰეპატრომბინი H - Hepatrombin H

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სამკურნალწამლო ფორმები: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის, რექტალური სანთლები.

**შემადგენლობა
** 1 გ მალამო შეიცავს: ჰეპარინი ნატრიუმის -65მე, პრედნიზოლონის აცეტატი-2,233მგ, პოლიდოკანოლი-30მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მყარი პარაფინი, წებოვანი პარაფინი, უწყლო ლანოლინი, სილიციუმის დიოქსიდი.
1 სანთელი შეიცავს: ჰეპარინი ნატრიუმის -120 მე, პრედნიზოლონის აცეტატი-1,675მგ, პოლიდოკანოლი-30მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგლიოლი 812, სილიციუმის დიოქსიდი, ნოვატ B, გლიცერინის ტრისტეარატი.

აღწერა
მალამო: მოყვითალო-თეთრი ნახევრად გამჭვირვალე, ჟელესმაგვარი მალამო დამახასიათებელი სუნით.
სანთელი: თეთრი, ჩხირის ფორმის; განატეხზე თეთრი ფერის ჰომოგენური სანთელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბუასილის საწინააღმდეგო საშუალება
ათქ კოდი: C05BA53

ფარმაკოლოგიური მოქმედება
კომბინირებული პრეპარატი. ჰეპარინი-პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი, გარეგანი გამოყენებისას ახდენს ადგილობრივ ანტითრომბოზულ, ანტიექსუდაციურ და ზომიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედბეას; ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციას; ხელს უშლის სისხლის შედედებას ჰემოროიდალურ კვანძებში. პრედნიზოლონი-გლუკოკორტიკოიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედბას, ამცირებს ანთებას და თანმხლებ სუბიექტურ მოვლენებს (ქავილი, წვა, ტკივილი) ანორექტალურ მიდამოში. პოლიდოკანოლი ახდენს ადგილობრივ მაანესთეზირებელ მოქმედებას და უზრუნველყოფს ჰემოროიდალური კვანძების სკლეროზირებას.

მიღების ჩვენება
გარეგანი და შიგნითა ბუასილი.
უკანა ტანის ვენების თრომბოფლებიტი.
ანუსის მიდამოში ფისტულები, ეკზემა და ქავილი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა, კანის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაზიანებები, ტუბერკულოზი, სიფილისი; კანის სიმსივნეები, ორსულობა (I ტრიმესტრი), ვაქცინის შეყვანაზე რეაქციები; მიდრეკილება სისხლდენებისადმი.

გამოყენების მეთოდი და დოზები
გარეგანად, დაზიანებულ უბნებზე მალამო იდება თხელი ფენით 2-4ჯერ დღეში; ტკივილის შეგრძნებების გაქრობის შემდეგ-ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.
რექტალურად, სანთლები შეყავთ 1-2ჯერ დღეში სწორი ნაწლავის ღრუში, დეფეკაქციის შემდეგ. მალამოს შეყვანისთვის გამოიყენება ჩასახრახნი ბოლო, რომელიც შეყავთ სწორი ნაწლავის ღრუში და ტუბზე მსუბუქი დაჭერით გამოიყოფა მცირე რაოდენობით მალამო.

გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები, კანის ჰპერემია. ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან დიდ ზედაპირზე დადებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება.

განსაკუთრებული მითითებები
დაზიანებულ კანზე ან ლორწოვან გარსებზე დიდი რაოდენობის წასმისას აღინიშნება რეგენერაციის პროცესების შენელება.

გამოშვების ფორმა
20გ მალამო ალუმინის ტუბში, პლასტმასის ჩასახრახნი თავსახურით. ტუბის ნაპრალი დაცულია ალუმინის მემბრანით. სახუარვი წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, აქვს მემბრანის გახვრეტის შესაძლებლობა. ტუბი ჩასახრახნით და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
რექტალური სანთლები. 5 სანთელი კონტურულ პვქ.-შეფუთვაში. 2 კონტურული პვქ.-შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა
3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Hepatrombin H - ჰეპატრომბინი H მალამო 20გ
  • სახელი: Hepatrombin H - ჰეპატრომბინი H მალამო 20გ
PSP 14.44 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა