ლუბრაგელი - Lubragel
ლუბრაგელი - Lubragel

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

აღწერა:

ლუბრაგელი არის სტერილური, წყალში ხსნადი გელი, რომელიც გამოიყენება საშარდე კათეტერების და სხვა სამედიცინო მოწყობილობების გასაპოხად - ურეთრული შემთხვევების დროს როგორიცაა; კათეტერიზაცია, ენდოსკოპია და ცისტოსკოპია. ამის გარდა, ის გამოიყენება როგორც ლუბრიკანტი რექტალური და ნაწლავური აპლიკაციების დროს. საპოხი გელის ეფექტი, რომელიც შეიცავს ლიდოკაინს განაპირობებს გაღიზიანების თავიდან აცილებას ურეთრალური კათეტერის ან სხვა სამედიცინო მოწყობილობის ჩადგმის დროს. პაციენტი მშვიდად არის და სპაზმით გამოწვეული იატროჰენული დაზიანების შანსი მინიმალიზებულია. აგრეთვე, ანტისეპტიკური შემადგენლობის წყალობით, პრეპარატი ამცირებს ინფექციის რისკს, ადგილობრივი ანესთეზიოლოგიური ეფექტი უმტკივნეულო პროცედურას შესაძლებელს ხდის. მოცემული ინსტრუქცია მხოლოდ ამ გელისთვის გამოიყენება. არ გამოიყენოთ ის სხვა გელებისთვის, არ გადასცეთ სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოთ მათ, მიუხედავად თქვენი სიმპტომების მსგავსებისა. ლიდოკაინ ჰიდროქლორიდი ადგილობრივი ანესთეზიულოგიური ნივთიერებაა, რომელიც კათეტერის ან სამედიცინო მოწყობილობის ჩადგმის დროს გამოწვეულ ტკივილს აყუჩებს.

შემადგენლობა

100 გრ გელი შეიცავს

  • დისტილირებული წყალი
  • პროპილენ გლიკოლი
  • ჰიდროქსიტელიცელულოზა (ლუბრიკანტი)
  • 2 გ ლიდოკაინ ჰიდროქლორიდი (ადგოლობრივი ანესტეტიკი)
  • 0.250 ქლორქსიდინის გლუკონატი -20% კონცენტრირებული (ანტისეპტიკი)
  • 0.60 გ მეთილის ჰიდროქსიბენზოატი (ანტისეპტიკი)
  • 0.025 გპროპილ ჰიდროქსიბენზოატი (ანტისეპტიკი)

უკუჩვენებები

გელი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომელთაც აქვთ მომატებული ზემგრძნობელობა აქტიური კომპონენტების მიმართ. ასევე, მათ ვისაც აქვს დაზიანებული ან სისხლმდინარე ლორწოვანი გარსის მიკოზი, რათა არ მოხდეს ლიდოკაინ ჰიდროქლორიდის შეწოვის გამო გამოწვეული შესაძლო გართულება. გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სამედიცინო წარმომადგენლის მეთვალყურეობის ქვეშ.

არ უნდა გამოიყენოთ გელი თუ;

  • ოდესმე გქონიათ რეაქცია ადგილობრივ ანესთეტიკზე
  • იცით, რომ ხართ ალერგიული ან მომატებული მგრძნობელობა გაქვთ პარაბენზე ან სხვა შემადგენელ ინგრედიენტებზე
  • თუ გელს დაზიანებულ გარსზე ექნება კონტაქტი
  • სიფრთხილით გამოიყენეთ;
  • თუ გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, ან იღებთ გულისცემის დამარეგულირებელ საშუალებებს
  • თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები
  • თუ გაქვთ ეპილეფსია
  • ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ

შესაძლოა გელის გამოყენების შემდეგ უსიამოვნო შეგრძნება გქონდეთ, მაგრამ ანესთეტიკის მოქმედების დაწყევისთანავე, ის შეჩერდება. თუ გრძნობთ, რომ გარკვეული რეაქცია გაქვთ გელის გამოყენებაზე, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს. თუ სხვა გვერდითი მოვლენები გართულდება ან შეამჩნევთ, რომ ანოტაციაში მოყვანილის გარდა სხვა სიმპტომები შეგაწუხებთ, შეატყობინეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მწარმოებელს. თუ გელის გამოყენების შემდეგ მოთენთილად იგრძნობთ თავს, არ მართოთ მანქანა და არ იმუშაოთ ტექნიკასთან.

გელი ორალური სახით არ გამოიყენება. თუ გელი პირის საშუალებით გაიხსნა (პირში ჩადებით), ყურადღება მიაქციეთ ღეჭვისა და ყლაპვის რეფლექსებს.

არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა დაზიანებულია

შეინახეთ მშრალ ადგილას

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ

არ გამოიყენოთ 2 წლის ქვემოთ ასაკის ბავშვებში

ერთჯერადი გამოყენებისთვის

გელის ნარჩენი ნაწილი და გელიანი შპრიცი უნდა განადგურდეს საავადმყოფოს პროცედურების შესაბამისად

არ გამოიყენება ინტრავენული ინექციისთვის სახით

მოარიდეთ ბავშვებს

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ლიდოკაინი გამოიყენება აბსოლიტური საჭიროების შემთხვევაში. დედის რძის სახით გამოყოფილი ლიდოკაინის მცირედი რაოდენობა ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.

მანქანის მართვის და ტექნიკასთან მუშაობის უნარი

საპოხი გელის გამოყენების შემდეგ მანქანის მართვის და ტექნიკასთან მუშაობის უნარი შეიძლება ოდნავ შესუსტდეს. თუ ასე მოხდა, პაციენტს უნდა ურჩიონ მანქანის მართვისგან და ტექნიკასთან მუშაობისგან თავის შეკავება.

არასასურველი შედეგები

ლუბრაგელის დადასტურებული უსაფრთხოების ფართო სპექტრის მიუხედავად, ლორწოვანი გარსის მწვავე დაზიანების ზონებში გამოყენების დროს შესაძლებელია მოხდეს არასასურველი შედეგები როგორიცაა; ანაფილაქსია, სისხლის წნევის ვარდნა, ბრადიკარდია ან კრუნჩხვა

სხვა პრეპარატებთან ურთერთმოქმედება

სხვა პრეპარატებთან ურთიერთმოქმედების დროს, ლიდოკაინის შეწოვაზე დამოკიდებულებით შესაძლოა თავი იჩინოს;

პროპლანოლონი - ლიდოკაინის შემცირება პლაზმაში

ციმეტიდინი - ლიდოკაინის შემცირება პლაზმაში

დიარეის საწინააღმდეგო პრეპერატები - ლიდოკაინის ტოქსიურობის ზრდა

ფენიტოინი ან ბარბიტურატი - ლიდოკაინის შემცირება პლაზმაში

განსაკუთრებული ურთიერთქმედება შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის გრძელვადიანმა და მარალი დოზებით გამოყენებამ.

ზედოზირება

გელი არ უნდა გამოიყენოთ სხვა ადგილობრივი ანესთეტიკის მქონე სამედიცინო მოწყობილობებთან ერთად. ლიდოკაინის ჭარბი შეწოვის დროს, შეიძლება თავი იჩინოს ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომებმა და დაფიქსირდეს კარდიოვასკულარული რეაქციები.

გამოყენების წესი

სარეკომენდაციო დოზა

მოზრდილებისთვის; მაქს. 16გ (0,3 ლიდოკაინი), ბავშვები2-დან 15 წლამდე მაქს. 0,3 გ (6მგ ლიდოკაინი/კგ)

2 წლამდე ბავშვებში ლუბრაგელი არ გამოიყენება

ლუბრაგელის სტერილური საპოხი გელის მოცულობის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას ექიმი იღებს

ამოირეთ შპრიცი (6მლ/11მლ) სტერილური შეფუთვიდან, მოხსენით სახურავი შპრიცის ბოლო ნაწილიდან, გამოდევნეთ სასურველი რაოდენობა

შენიშვნა; პედიატრიული შემთხვევების დროს საპოხი გელი დაიტანება სასურველ ადგილზე და არა უშუალოდ მოწყობილობაზე.

გელის საპოხი თვისებები მოქმედებას გამოყენებისთანავე იწყებს. ანესთეტიკის მოქმედება 3-5 წუთი გრძელდება. შპრიცი ერთჯერადი გამოყენებისაა. თუ მთლიანი შემადგენლობის გამოყენება არ იქნება საჭირო, შპრიცი და გელის დარჩენილი რაოდენობა სხვა სამედიცინო ნარჩენებთან ერთად უნდა იყოს უტილიზირებული.

შენიშვნები და შენახვის პირობები;

ნიშნული შპრიცზე მხოლოდ საორიენტაციოდ არის მითითებული და არ აქვს საზომი დანიშნულება.

მოათავსეთ 5-30 გრადუსზე, არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Lubragel - ლუბრაგელი შპრიცი 11მლ
  • სახელი: Lubragel - ლუბრაგელი შპრიცი 11მლ
PSP 5.76 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა