ფორტონზინი - Fortonzin
ფორტონზინი - Fortonzin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფორტონზინი

30მლ. ყელის სპრეი პროპოლისით

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი.

შემადგენლობა:

შემადგენლობა | 1შესხურება 0,1მლ | 6 შესხურება 0,6მლ | 9 შესხურება 0,9მლ
---|---|---|---
ბეგქონდარას ექსტრაქტი | 8,8მგ | 52,8მგ | 79,2მგ
გვირილას ექსტრაქტი | 2,75მგ | 16,5მგ | 24,75მგ
პროპოლისის ექსტრაქტი | 1,1მგ | 6,6მგ | 9,9მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გვირილას და ბეგქონდარას ექსტრაქტები გამოიყენება ყელისა და სასუნთქი გზების სამკურნალოდ. გვირილას და ბეგქონდარას ექსტრაქტები შეიცავენ ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს, ფლავონოიდებს, გლიკოზიდებს, ტანინებს და სხვა. გვირილას ექსტრაქტი დადებით ეფექტს ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე.

გვირილას და ბეგქონდარას ექსტრაქტები ხელს უწყობენ ყელისა და ბრონქების ნორმალური ეპითელიუმის აღდგენას.

პროპოლისი - უნიკალური პროდუქტი. აქვს მნიშვნელოვანად დადებითი ეფექტი თითქმის ყველა ორგანოთა სისტემასა და ორგანოებზე, მათ შორის ამაღლებს სასუნთქი გზების ორგანოების იმუნიტეტს. პროპოლისის ძირითადი კომპონენტებია ფლავონოიდები, გლიკოზიდები, რთული ეთერზეთები, ვიტამინები, მინერალები და სხვა. ფორტონზინში შემავალი პროპოლისის ექსტრაქტი ასევე შეიცავს დიდი ოდენობით ფლავონოიდ გალანგინს (10%), რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან მოლეკულას პროპოლისში.

ჩვენებები:

„ ლორ" ორგანოების ანთებითი დაავადებები: ლარინგიტი,ფარინგიტი

მწვავე და ქრონიკული ოტიტი,ევსტაქიტი,სინუსიტი

მედიკამენტოზური რინოპათია

სხვა****და სხვა ეტიოლოგიის რინიტები: ინფექციებით,ვირუსებით,მიკრობებით გამოწვეული რინიტები,ტოქსიკო-ალერგიული რინიტი, ატროფიული რინიტი, ჰიპერპლასტიური რინიტი, პოლინოზი,ოზენა

პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტოზი.

დოზირება:

ბავშვებში 0დან-3 წლამდე -1 შესხურება ყელში 2-3ჯერ დღეში

ბავშვებში 3დან-10 წლამდე -1-2 შესხურება ყელში 6ჯერ დღეში

ბავშვებში 10 წლის ზევით 3 შესხურება ყელში 6ჯერ დღეში

შენახვის პირობები: ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

მიღებამდე საჭირო ფლაკონის შენჯღრევა.

ნუ აწევთ აპლიკატორს ზევით

აპლიკატორი მოძრაობს მარჯვნივ და მარცხნივ.

მოათავსეთ აპლიკატორი პირის ღრუში და დააჭირეთ თითი დგუშს.


მწარმოებელი Fortex Nutraceuticals Ltd (ბულგარეთი).

ექსკლუზიური დისტრიბუტორი RICH PHARMA (დიდი ბრიტანეთი)

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Fortonzin - ფორტონზინი სპრეი 30მლ
  • სახელი: Fortonzin - ფორტონზინი სპრეი 30მლ
PSP 24.07 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა