პეროლაითი - Perolite
პეროლაითი - Perolite

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**მოქმედება:
**პეროლაიტს, ანტიბაქტერიულ და მუწუკების სამკურნალო გელს გააჩნია აკნეს საწინააღმდეგო ეფექტური თვისებები და შეიცავს ბენზოილის ზეჟანგს.
შემადგენლობა:

- წყლიანი ბენზოილის ზეჟანგი BP, ექვივალენტურია ბენზოილის ზეჟანგისა-2.5% წ/წ
- წყლიანი გელის ფუძე გლიცერინით და აკრილატის კოპოლიმერით-საჭირო რაოდენობით.
აღწერილობა:
პეროლაიტი არის გამჭვირვალე გელი, რომელიც შეიცავს 2.5% ბენზოილის ზეჟანგს ანტი ბაქტერიული და აკნეს საწინააღმდეგო საშუალების სახით, რომელსაც აქვს გელის ფუძე და განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის მხოლოდ აკნეს სამკურნალოდ. ბენზოილის ზეჟანგი არის დამჟანგველი საშუალება, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები და მიეკუთვნება კერატოლიზური საშუალებების ჯგუფს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბენზოილის ზეჟანგის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი, მაგრამ მიჩნეულია, რომ მისი ანტიბაქტერიული მოქმედება პროპიონის ბაქტერიით გამოწვეული აკნეს წინააღმდეგ წარმოადგენს მოქმედების მთავარ მექანიზმს. გარდა ამისა, ბენზოილის ზეჟანგით ნამკურნალებ პაციენტებში აღინიშნა ლიპიდების და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცირება და მცირე დესქვამაცია (გამოშრობა და აქერცვლა) კომედონების და აკნეთი გამოწვეული დაზიანებების შემცირებასთან ერთად.
ჩვენებები და გამოყენება:
პეროლაიტის გელს გააჩნია აკნეს საწინააღმდეგო ეფექტური თვისება. მის შემადგენლობაში შემავალი ბენზოილის ზეჟანგი არის აკნეს საწინააღმდეგო საშუალება. იგი ეფექტურად ამცირებს და აკონტროლებს ბაქტერიებით დაბინძურებას. ასევე გააჩნია გამოშრობის მცირე ეფექტი, რომლის მეშვეობითაც კანს ადვილად შორდება ზედმეტი ცხიმი და ჭუჭყი, ჩაანაცვლებს ახალი კანით და წმენს პორებს, შესაბამისად პირდაპირ ამცირებს ბაქტერიების რაოდენობას.
უკუჩვენებები:
პეროლაიტის გელი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გაფრთხილება:
განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი და არა ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის. არ წაუსვათ პეროლაიტის გელი ღია ჭრილობებზე. პაროლიტის გელი არ უნდა მოხვდეს თვალების, ცხვირის, პირის ღრუს არეში ან საშოში, დაუშვებელია მისი გადაყლაპვა. აღნიშნულ არეებში გელის მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ ბლომად წყლით. პეროლაიტის გელის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
გამოყენების წესი და დოზები:
პეროლაიტის გელის წასმამდე კანი დაიბანეთ რბილი საპნით ან გამწმენდით და თბილი წყლით თითების მეშვეობით. შემდეგ ნაზად გაიმშრალეთ. არ გაიხეხოთ სახე ღრუბელით ან სახეხი საშუალებით. დაზიანებულ ადგილზე თხელ ფენად დაადეთ ელი დღეში 1-3-ჯერ.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები:
ბენზოილის ზეჟანგმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. ნაკლებად გავრცელებული ან იშვიათი გვერდითი ეფექტებია კანის მტკივნეული გაღიზიანება, მათ შორის წვა, ბუშტუკების წარმოქმნა, ფუფხი, ქავილი, ძლიერი სიწითლე ან შეშუპება და გამონაყარი. ზოგჯერ წვა, ქავილი, სიწითლე აქერცვლის თანხლებით ან შეშუპება მწვავე გვერდითი ეფექტებია. ბენზოილის ზეჟანგმა შესაძლოა გამოიწვიოს სხვა გვერდითი ეფექტები. მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ უჩვეულო პრობლემებს მკურნალობის პერიოდში.
უსაფრთხოების ზომები:
პეროლაიტის გელით მკურნალობისას სიმპტომები უნდა გაუმჯობესდეს მკურნალობის საწყის ეტაპზე ან შესაძლოა აღინიშნოს კანის გაღიზიანება. განაგრძეთ პეროლაიტის გელის გამოყენება თუ კარგად გრძნობთ თავს. თუ ძალიან მალე შეწყვიტავთ გელის გამოყენებას ინფექცია შესაძლოა სრულად ვერ განიკურნოს და სიმპტომები განმეორდეს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ალერგია გაქვთ ბენზოილის ზეჟანგის ან რომელიმე პრეპარატის მიმართ. აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატებს, ვიტამინებს, საკვებ დანამატებს და მცენარეულ პროდუქციას. - კანი კარგად გაიწმინდეთ პრეპარატის წასმამდე. - თუ შენიშნავთ სიმშრალეს ან აქერცვლას გელი გამოიყენეთ დღეში ერთჯერ ან
ყოველ მეორე დღეს. - თუ გარეთ აპირებთ გასვლას, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები პრეპარატის წასმის შემდეგ. - გაღიზიანების ან მგრძნობელობის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
თუ ექიმი სხვაგვარ მითითებას არ მოგცემთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოერიდოთ კანის მოვლის შემდეგი საშუალებების გამოყენებას იმავე ადგილზე, სადაც იყენებთ ბენზოილის ზეჟანგს: · ისეთი კომპონენტის შემცველი ნებისმიერი სხვა ადგილობრივი გამოყენების აკნეს საწინააღმდეგო პროდუქცია ან კანის მოვლის საშუალება, რომელიც იწვევს აქერცვლას
· თმის მოვლის პროდუქცია, რომელიც იწვევს გაღიზიანებას, მაგ: პერმანენტი ან თმის მოსაშორებელი პროდუქცია. · კანის მოვლის საშუალებები, რომლებიც იწვევენ მგრძნობელობას მზის მიმართ, მაგალითად ლაიმის ან სხვა დანამატების შემცველი პროდუქცია
· კანის მოვლის საშუალებები, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით სპირტს, როგორიც არის შემკვრელი საშუალებები, საპარსი კრემები ან პარსვის შემდგომი ლოსიონები
· კანის მოვლის პროდუქცია, რომელიც იწვევს ძლიერ გამოშრობას ან აბრაზიულია, როგორიც არის ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება, გელები ან კანის გამწმენდები.
ორსულობა და ძუძუთი კვება:
არ არის ცნობილი იწვევს თუ არა ბენზოილის ზეჟანგი ნაყოფის დაზიანებას ორსულობის პერიოდში გამოყენებისას ან ახდენს თუ არა გავლენას რეპროდუქციულ უნარზე. ბენზოილის ზეჟანგი გამოიყენება ორსულობის პერიოდში გამოუვალი აუცილებლობის შემთხვევაში. ნაყოფის შემდგომ ზრდაზე, განვითარებაზე და მომწიფებაზე ბენზოილის ზეჟანგის ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. არ არის ცნობილი ხვდება თუ არა პრეპარატი ადამიანის რძეში. ვინაიდან მრავალი პრეპარატი გადადის ადამიანის რძეში სიფრთხილეა საჭირო ბენზოილის ზეჟანგის გამოყენებისას ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები:
გელი უნდა შეინახოთ გრილ და მშრალ ადგილას, სიცხისაგან და მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას. მოარიდეთ ბავშვებს და შინაურ ცხოველებს.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან. გამოშვების ფორმა:
30გ გელი ლამინირებულ ტუბში, მოთავსებულია კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Perolite Gel - პეროლაითი გელი 2.5% 30გ
  • სახელი: Perolite Gel - პეროლაითი გელი 2.5% 30გ
PSP 19.95 ლ
Perolite - პეროლაითი საპონი 75მგ
  • სახელი: Perolite - პეროლაითი საპონი 75მგ
PSP 12.82 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა