ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
დოპელჰერცი აქტივი კონსეპტივი ქალი კაფსულა N30
ნაყოფიერების და რეპროდუქციული ფუნქციის ხელშემწყობი ფორმულა
სპეციალური ხაზი
· იდეალური ფორმულა ფერტილობის და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის
· ვიტამინების, მიკროელემენტების, მცენარეული ექსტრაქტების და ბიოლოგიურად აქტიური საკვები ნივთიერებების ოპტიმალური კომბინაცია
დოპელჰერცი აქტივი კონსეპტივი ქალებისთვის შემუშავებული იქნა ქალების სრულყოფილი რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის.
ფოლის მჟავა აუცილებელია ემბრიონის ნორმალური განვითარებისთვის და ამზადებს ქალს ჯანსაღი ორსულობისთვის.
თუთია ხელს უწყობს განაყოფიერებას და რეპროდუქციას.
ვიტამინი B6 არეგულირებს ჰორმონების მოქმედებას.
ვიტამინი B12, D ვიტამინი, რკინა და მაგნიუმი აუცილებელია უჯრედების დაყოფის სისწრაფისთვის.
იოდი მნიშვნელოვანია ნორმალური ემბრიოგენეზის და ნაყოფის ნევროლოგიური და შემეცნებითი ფუნქციების განვითარებისთვის.
დოპელჰერცი აქტივი კონსეპტივი ქალებისთვის შეიცავს აგრეთვე ისეთ ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა ვიტამინი C, ვიტამინი E და ბეტა კაროტინი და ისეთ ბიოაქტიურ საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა L-არგინინი, ინოზიტოლი და ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი, რომლებიც დადებითად მოქმედებენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
ფოლის მჟავა ინოზიტოლთან კომბინაციაში ხელს უწყობს ოვულაციას, დადებითად მოქმედებს ოოციტების ხარისხზე.
ქოლინი ფოლიუმის მჟავასთან ურთიერთქმედებით ამცირებს ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკს.
B ჯგუფის ვიტამინები, რკინა და თუთია მონაწილეობენ ჰემოპოეზში.
ვიტამინ D3-თან ერთად დოპელჰერცი აქტივი კონსეპტივი ქალებისთვის უზრუნველყოფს ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი - 100 მგ, ქოლინი 100 მგ, L-არგინინი - 50 მგ, ინოზიტოლი - 50 მგ, ბეტა კაროტინი - 3 მგ, ვიტამინი D3 - 15 მკგ, ვიტამინი K - 75მკგ, ვიტამინი E – 30 მგ, ვიტამინი C - 90 მგ, ვიტამინი B1 - 2,2 მგ, ვიტამინი B2 - 2,4 მგ, ვიტამინი B12 – 5 მკგ, ფოლის მჟავა - 800 მკგ, ბიოტინი - 20 მკგ, პანტოთენის მჟავა - 8 მგ, მაგნიუმი - 60 მგ, რკინა - 20 მგ, თუთია - 15 მგ, მანგანუმი - 2 მგ, სპილენძი - 1 მგ, სელენი 50 მკგ, ქრომი - 40 მკგ, იოდი - 140 მკგ, ვიტამინი B6 - 2,8 მგ, ნიკოტინამიდი - 20 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება : მიიღება 1 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად, არ დაღეჭოთ.
გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა.
მწარმოებელი : Queisser Pharma - გერმანია
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
50.59 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა