ომეგა 3 პრემიუმი - Omega 3 Premium
ომეგა 3 პრემიუმი - Omega 3 Premium

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ომეგა 3 პრემიუმი

ომეგა-3 პრემიუმი, არის ბალანსირებული და უნიკალური კომბინაცია, რომელიც შეიცავს მაღალი ხარისხის თევზის ქონსა და E ვიტამინს.

**შემადგენლობა: **
1 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი 1000მგ (EPA – 18%, DHA 12%); ვიტამინი E – 5 მგ;

**ფარმაკოლოგიური მოქმედაბა: **
ომეგა-3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმში. იგი წარმოდგენილია დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავების სახით. DHA შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას.

ომეგა-3 აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას, ასევე აუმჯობესებს კანის ტროფიკას. დადებითად მოქმედებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში, ხელს უშლის გაცხიმოვნებას. ომეგა-3 აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. ახორციელებს თრომბის წარმოქმნის პრევენციას. უზრუნველყოფს ორგნიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. ომეგა-3 შედის ფოტორეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში, ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას.

ვიტ. E მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ამცირებს ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებასა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს. ვიტ. E დადებით ზეგავლენას ახდენს სისხლძარღვის კედელზე.

**ჩვენებები: **
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა; ლიპიდური ცვლის დარღვევა; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები; მაკულოდისტროფიული პროცესები; დერმატიტები.

**დოზირება და მიღების წესი: **
1 კაფსულა დღეში ერთხელ წყლის მიყოლებით.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

**აფთიაქიდან გაცემის წესი: **
გაიცემა ურეცეპტოდ.

**გამოშვების ფორმა: **
საკვები დანამატი. ჟელატინის რბილი კაფსულა პერორალური გამოყენებისთვის, #30.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Omega 3 - ომეგა 3 პრემიუმი 30 კაფსულა
  • სახელი: Omega 3 - ომეგა 3 პრემიუმი 30 კაფსულა
PSP 23.96 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა