პერტუსინი-ჩ - Pertussin-C
პერტუსინი-ჩ - Pertussin-C

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

პერტუსინი-Ч
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: პერტუსინი-Ч
სამკურნალო ფორმა: სიროფი
შემადგენლობა 100 გ-ზე
აქტიური ნივთიერებები: ქონდრის ექსტრაქტი თხევადი 12 გ ; კალიუმის ბრომიდი 1 გ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზას ხსნარი 64% (შაქრის სიროფი), ეთანოლი (ეთილის სპირტი) 95%, გამოხდილი წყალი

აღწერილობა :
სქელი სითხე ყავისფერი ფერის არომატული სუნით

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი. ქონდრის ბალახის ექსტრაქტი ახდენს ამოსახველებელ მოქმედებას, ზრდის ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სეკრეტორული გამონაყოფის რაოდენობას, ხელს უწყობს ნახველის გათხელებას და მისი ევაკუაციის აჩქარებას. კალიუმის ბრომიდი ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებულობას.

ჩვენებები გამოყენებისთვის
ამოსახველებელი საშუალების სახით მწვავე რესპირატორული დაავადებების; ტრაქეიტების, ბრონქიტის, ასევე ყივანახველას კომპლექსური თერაპიის დროს.

უკუჩვენებები
გადამეტებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ღვიძლის დაავადებები, ალკოჰოლიზმი, თავის ქალის-თავის ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაავადებები, ეპილეფსია, გულის ქრონიკული უკმარისობა (დეკომპენსაციის სტადიაში), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (3 წლამდე).
სიფრთხილით: შაქრის დიაბეტი; ბავშვთა ასაკი 3 წლის ზემოთ (პრეპარატში ეთანოლის არსებობის გამო).

გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარატი მიიღება შიგნით, საკვების მიღების შემდეგ (მადის შემცირების შესაძლებლობის გამო). დიდებისთვის 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ;
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 1/2 -1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 1-2 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ;
12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის – 1 დესერტის კოვზი დღეში 3-ჯერ.
მკურნალობის კურსი: 10-14 დღე. ხანგრძლივობის გაზრდა და მკურნალობის განმეორებითი კურსების ჩატარება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კუჭის წვა.

დოზის გადაჭარბება
პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია გულისრევა
მკურნალობა: სიმპტომატური

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ ხველების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რადგანაც ეს ართულებს გათხელებული ნახველის ამოხველებას.

განსაკუთრებული ჩვენებები
პრეპარატი შეიცავს ეთანოლის 8-11%-ს. აბსოლუტური სპირტის შემცველობა შეადგენს: 1 ჩაის კოვზში (5 მლ) 0,43 გრამამდე, 1 დესერტის კოვში (10 მლ) -0,87 გრამამდე, 1 სუფრის კოვზში (15 მლ) – 1,3 გრამამდე. პრეპარატის მაქსიმალურ სადღეღამისო დოზაში დიდებისთვის – 3 სუფრის კოვზი (45 მლ) – შეიცავს 3,9 გრამამდე აბსოლუტურ სპირტს.
მკურნალობის პერიოდში გმართებთ სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისას და საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავებისას, რომელიც საჭიროებს ყურადღების მეტ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.
ჩვენებები შაქრის დიაბეტით დაავადებულთათვის: საქაროზის შემცველობა პრეპარატის 1 ჩაის კოვზში (5 მლ) შეესაბამება დაახლოებით 0,22 XE-ს, 1 დესერტის კოვზში (10 მლ)- დაახლოებით 0,44 XE-ს, 1 სუფრის კოვზში - დაახლოებით 0,66 XE-ს

გამოშვების ფორმა
სიროფი. პრეპარატის 100 გრამი ნარინჯისფერი მინის ფლაკონებში. დახუფული პოლიეთილენის ხუფით და პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით.ფლაკონები მოთავსებულია ჯგუფურ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციის თანაბარ რაოდენობასთან ერთად.

შენახვის პირობები
მშრალ ადგილას, 12-დან 15°C ტემპერატურაზე
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
4 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

აფთიაქებიდან გამოშვების პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Pertussin-C - პერტუსინი-ჩ სიროფი 100მლ
  • სახელი: Pertussin-C - პერტუსინი-ჩ სიროფი 100მლ
PSP 1.45 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა