ტრეპარინი - Treparin
ტრეპარინი - Treparin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ტრეპარინი 250მ.ე, რბილი კაფსულა

შემადგენლობა:

ტრეპარინი 250მ.ე.-ს თითოეული კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

სულოდექსიდი (გლუკურონილ გლუკოზამინო-გლიკანის სულფატს) 250მ.ე.
დანამატები: ნატრიუმის ლაურილსულფატი, ბოსტნეულის ზეთი, ფუტკრის ცვილი, გლიცეროლი, ჟელატინი, ეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი. პროპელ პჰიდროქსიბენზოატი,
ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი.

ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

250მ.ე. რბილი კაფსულა – 5 ბლისტერი, თითოეულზე 10 რბილი კაფსულით.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი:
ანტიკოაგულაციური/ჰეპარინის მსგავსი ნივთიერებები.ტრეპარინი შეიცავს სულოდექსიდს, გლუკოზამინო-გლიკანს, რომელიც ხასიათდება გამოხატული ანტითრომბოზული მოქმედებით როგორც არტერიულ, ისე ვენურ სისტემებზე.კვლევებით დადასტურებულია, რომ ტრეპარინი(სოლუდექსიდი) მოქმედებს ჰემოკოაგულაციურ და ჰემორეოროგიულ ფაქტორებზე, რომლებიც ახდენენ ზეგავლენას თრომბის წარმოქმნის პროცესზე. მისი ანტიკოაგულაციური მოქმედება, დაკავშირებულია გააქტივებული შედედების X ფაქტორისა და სხვა კოაგულაციური ფაქტორების დოზადამოკიდებულ ინჰიბირებაზე. გარდა ამისა სოლუდექსიდს აქვს უნარი მოახდინოს ნორმალიზება ვისკოზიმეტრიული პარამეტრებისა, პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სისხლძარღვთა პათოლოგიები თრომბოზული რისკით. ეს შედეგი მიიღწევა ფიბრინოგენის დოზის შემცირებით. სოლუდექსიდის ფარმაკოლოგიური პროფილი ასევე განისაზღვრება ლიპოპროტეინპლაზას გააქტიურებით, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლში შეცვლილი ლიპიდების ნორმალიზებას.

თერაპიული ჩვენებები

ქრონიკული ვარიკოზული დაავადებები

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი დანამატების მიმართ, ასევე ჰეპარინის და ჰეპარინოიდების მიმართ. დიათეზი და ჰემორაგიული დაავადებები.
სიფრთხილის ზომები
ანტიკოაგულანტებთან ერთობლივი მიღებისას, რეკომენდებულია ჰემოკოაგულატიური პარამეტრების პერიოდული კონტროლი.
სიფრთხილის დამატებითი ზომის სახით პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
ურთიერთქმედება
რადგან სულოდექსიდი არის ჰეპარინის მსგავსი მოლეკულა, მან შესაძლოა გააძლიეროს თავად ჰეპარინის და პერორალური ანტიკოაგულანტების ანტიკოაგულაციური ეფექტი მათი ერთობლივი მიღების შემთხვევაში.
სპეციალური მითითებები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

დოზირება და მიღების წესი

1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში, საკვების მიღებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.
დოზირება შესაძლოა შეიცვალოს ექიმის შეხედულებისამებრ.

გვერდითი მოვლენები

სხვადასხვა დროს გამოვლინდა შემდეგი არასასურველი ეფექტები:
გასტროინტესტინალური დარღვევები – გულისრევა, ღებინება და ეპიგასტრალია. გარდა ამისა, იშვიათ შემთხვევებში, აღინიშნა მგრძნობელობის მომატება, რაც გამოვლინდა კანის ზედაპირზე ან სხვა ადგილებში.
თანდართულ ფურცელში მოცემული მითითებების დაცვა შეამცირებს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ არასასურველ ეფექტებს, რომლებიც შესაძლოა მოცემულ ფურცელში არ იყოს აღწერილი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
შენახვის სპეციალური პირობები და ვარგისიანობის ვადა არ შეინახოთ 25°C-ზე მეტი ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა
ეხება გაუხსნელ და შესაბამის პირობებში შენახულ პრეპარატს.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მის კოლოფზეა დატანილი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
TREPARIN - ტრეპარინი კაფსულა 250სე 50 კაფსულა
  • სახელი: TREPARIN - ტრეპარინი კაფსულა 250სე 50 კაფსულა
PSP 54.76 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა